მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174401.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ ოდესმე მივეჩვიო კიდეც; და თუ სამკურნალო მალამოს ვერ ვიშოვი, მთელი ცხოვრება გაუთავებელ დავიწყებასა და შეღავათებში უნდა გავატარო?
I wondered if one got used to that. Or does one accrue a deficit of malaise so large that one learns to find ways to consolidate it in one lump feeling with its ownamnesties and grace periods?
174402.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მეორე ადამიანის არსებობა, გუშინ მტრად რომ მეჩვენებოდა, ჩემივე ჯოჯოხეთის გუშაგად მომევლინება: კაცი, რომელიც დღისით ტანჯვის საწყისია, ღამით იმავე ტანჯვას დაგიამებს?
Or does the presence of the other, who yesterday morning felt almost like an intruder, become ever more necessary because it shields us from our own hell—so that the very person who causes our torment by daybreak is the same who’ll relieve it at night?
174403.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეორე დილით საცურაოდ წავედით.
The next morning we went swimming together.
174404.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჯერ ექვსი საათი არ იქნებოდა. მხნედ ვივარჯიშეთ.
It was scarcely past six o’clock, and the fact that it was so early gave an energized quality to our exercise.
174405.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცოტა ხანში ოლივერი წყალზე გადაწვა და გვამივით ტივტივებდა. მინდოდა ისე შევხებოდი, როგორც ცურვის მასწავლებელი, თითებს ნაზად რომ გადებენ, მაგრამ მთელი სხეული წონასწორობაში მოჰყავთ.
Later, as he performed his own version of the dead-man’s float, I wanted to hold him, as swimming instructors do when they hold your body so lightly that they seem to keep you afloat with barely a touch of their fingers.
174406.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რატომ მეგონა, მასზე უფროსი ვიყავი?
Why did I feel older than he was at that moment?
174407.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა დამეცვა კლდეებისა და მედუზებისგან, რადგან მათი სეზონი დადგა; ანკისეს ბოროტი მზერისგან, ყოველ დილით ბაღში სარწყავს რომ რთავდა და სარეველებს ჩიჩქნიდა, წვიმის დროსაც კი გარეთ ეგდო და როცა იფიცებოდა, სამუდამოდ წავალო, ისე გიღიმოდა, სულში ხელს გიფათურებდა და ყველა საიდუმლოს გაცლიდა.
I wanted to protect him from everything this morning, from the rocks, from the jellyfish, now that jellyfish season was upon us, from Anchise, whose sinister leer, as he’d trundle into the garden to turn on the sprinklers, constantly pulling out weeds wherever he turned, even when it rained, even when he spoke to you, even when he threatened to leave us, seemed to tease out every secret you thought you’d neatly buried from his gaze.
174408.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორ ხარ? – ვკითხე, თითქოს გუშინდელი კითხვა შევუბრუნეო.
“How are you?” I asked, mimicking his question to me yesterday morning.
174409.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უნდა ხვდებოდე...
“You should know.”
174410.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმობისას, არ ვიცი რამ წამომიარა, მაგრამ მაფალდას დავასწარი და მოხარშული კვერცხი კოვზით გავუტეხე.
At breakfast, I couldn’t believe what seized me, but Ifound myself cutting the top of his soft-boiled egg before Mafalda intervened or before he had smashed it with his spoon.
174411.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასე არასდროს მოვქცეულვარ, არც ჭამაში დავხმარებივარ ვინმეს! ახლა კი ვიჯექი და ვცდილობდი ნაჭუჭები ფაქიზად მომეცილებინა. კმაყოფილი ჩანდა.
I had never done this for anyone else in my life, and yet here I was, making certain that not a speck of the shell fell into his egg. He was happy with his egg.
174412.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როცა მაფალდამ polpo, რვაფეხა მიართვა, ბედნიერებისგან გავიკრიჭე.
When Mafalda brought him his daily polpo, I was happy for him.
174413.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოჯახური იდილია.
Domestic bliss.
174414.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხოლოდ იმიტომ, რომ წუხელ უფლება მომცა, ზემოდან ვყოფილიყავი.
Just because he’d let me be his top last night.
174415.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერის მეორე კვერცხს ვფცქვნიდი, მამაჩემს რომ მოვკარი მზერა.
I caught my father staring at me as I finished slicing off the tip of his second soft-boiled egg.
174416.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ამერიკელები ჭამის აზრზე არ არიან, – ვთქვი მე.
“Americans never know how to do it,” I said.
174417.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დარწმუნებული ვარ, თავიანთი ხერხები აქვთ, – მიპასუხა მან.
“I am sure they have their way…,” he said.
174418.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაგიდის ქვეშ ფეხისგულმა მიმახვედრა, დროა გაჩუმდე, მგონი პროფესორი რაღაცას ხვდებაო.
The foot that came to rest on mine under the table told me that perhaps I should let it go and assume my father was onto something.
174419.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სულელი ხომ არ გგონიაო, მითხრა ოლივერმა მოგვიანებით, როცა ქალაქ ბ.-ში წასასვლელად ემზადებოდა.
“He’s no fool,” he said to me later that morning as he was getting ready to head up to B.
174420.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გინდა, გამოგყვე?
“Want me to come with?”