მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174381.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამომშვიდობებას ჰგავდა.
It sounded like a preamble to farewells.
174382.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იქით ვიყურებოდი, – ხელი ჰორიზონტისკენ გაიშვირა, – და ვფიქრობდი, რომ ორ კვირაში კოლუმბიაში დავბრუნდები.
“I was looking out towards there,” he continued, pointing to the horizon, “and thinking that in two weeks I’ll be back at Columbia.”
174383.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მართალი იყო.
He was right.
174384.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავიფიცე, დღეებს არ დავითვლი-მეთქი.
I had made a point never to count the days.
174385.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მინდოდა, მცოდნოდა, ჩვენთან რამდენ ხანს გაჩერდებოდა; არც ის მინდოდა მცოდნოდა, როდის გამოგვეთხოვებოდა.
At first because I didn’t want to think how long he’d stay with us; later because I didn’t want to face how few were his remaining days.
174386.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რაც იმას ნიშნავს, რომ ათ დღეში აქაურობას გადმოვხედავ, შენ კი არ დამხვდები. არ ვიცი, რა მეშველება. შენ ისეთ ადგილას წახვალ, სადაც აუტანელი მოგონებები არ შეგაწუხებენ.
“All this means is that in ten days when I look out to this spot, you won’t be here. I don’t know what I’ll do then. At least you’ll be elsewhere, where there are no memories.”
174387.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხარზე თითები მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა: – ხანდახან ისეთ რაღაცებს ფიქრობ... ყველაფერი კარგად იქნება.
He squeezed my shoulder to him. “The way you think sometimes…You’ll be fine.”
174388.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შეიძლება. რამდენი დღე გავფლანგეთ! რამდენი კვირა...
“I might. But then I might not. We wasted so many days— so many weeks.”
174389.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გავფლანგეთ? არ ვიცი. ალბათ დრო გვჭირდებოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ ორივეს ძალიან გვინდოდა...
“Wasted? I don’t know. Perhaps we just needed time tofigure out if this is what we wanted.”
174390.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ერთ-ერთი ჩვენგანი მეორეს ცხოვრებას უმწარებდა.
“Some of us made things purposely difficult.”
174391.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მე? თავი დავუქნიე.
“Me?” I nodded.
174392.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხვდები, ზუსტად ერთი დღის წინ რას ვაკეთებდით? გაეღიმა.
“You know what we were doing exactly one night ago.” He smiled.
174393.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, რას ვგრძნობო.
“I don’t know how I feel about that.”
174394.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არც მე ვიცი, მაგრამ მიხარია, რომ შენთან მოვედი.
“I’m not sure either. But I am glad we did.”
174395.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხომ არ გაგიჭირდება?
“Will you be okay?”
174396.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგად ვიქნები, – ხელი უბეში ჩავუცურე, – შენთან ერთად აქ ჯდომა ძალიან მომწონს. გულში ვფიქრობდი, შენთან მეც ბედნიერი ვიყავიმეთქი.
“I’ll be okay.” I slipped a hand into his pants. “I do love being here with you.” It was my way of saying, I’ve been happy here as well.
174397.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წარმოვიდგინე, ოლივერისთვის რა იყო ბედნიერება: აქაურობის საკუთარი თვალით ნახვა, თბილ სამოთხეში წიგნზე მუშაობა, მთარგმნელთან ველოსიპედით წასვლა-წამოსვლა, ღამით ქალაქში გაუჩინარება და შინ გვიან დაბრუნება, ჩემი მშობლები და გაწელილი ვახშამი, პოკერის მოთამაშეები და სხვა მეგობრები, ქალაქში რომ გაიჩინა?
I tried to picture what happy here meant to him: happy once he got here after imagining what the place might look like, happy doing his work on those scorching mornings in heaven, happy biking back and forth from the translator, happy disappearing into town every night and coming back so late, happy with my parents and dinner drudgery, happy with his poker friends and all the other friends he had made in town and about whom I knew nothing whatsoever?
174398.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთ დღეს, ყველაფერს მომიყვება.
One day he might tell me.
174399.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ მის ცხოვრებაში მე რა როლს ვასრულებდი?
I wondered what part I played in the overall happiness package.
174400.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილაუთენია თუ საბანაოდ წავალთ, შეიძლება საკუთარი თავის ზიზღი დამიბრუნდეს.
Meanwhile, tomorrow, if we went for an early morning swim, I might be overcome again with this surfeit of self loathing.