მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174461.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორ არა! ვეცადე...
“I did. At least I tried.”
174462.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როდის?
“When?”
174463.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჩოგბურთის თამაშის დროს შეგეხე.
After tennis once. I touched you.
174464.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაზე ტკბილად ჩვენი შუადღეები მაგონდება.
Our best moments were in the afternoon.
174465.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სადილის შემდეგ, ყავის ჩამორიგებამდე, ზედა სართულზე დასაძინებლად ავდიოდი.
After lunch, I’d go upstairs for a nap just when coffee was about to be served.
174466.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე სტუმრებიც გაიკრიფებოდნენ, მამა სამუშაოდ გამოიკეტებოდა, ან დედასთან ერთად თვალს მოატყუებდა.
Then, when the lunch guests had left, or slunk away to rest in the guesthouse, my father would either retire to his study or steal a nap with my mother.
174467.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორი საათისთვის სახლში გამეფებულ დუმილს აქა-იქ მტრედების ღუღუნი ან ანკისეს ჩაქუჩის კაკუნი არღვევდა მხოლოდ; ეს უკანასკნელი ყოველთვის ცდილობდა ზედმეტად არ ეხმაურა.
By two in the afternoon, an intense silence would settle over the house, over the world it seemed, interrupted here and there either by the cooing of doves or by Anchise’s hammer when he worked on his tools and was trying not to make too much noise.
174468.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა ჩვენი მებაღის ფაციფუცზე გამოღვიძება: გაუთავებლად ხერხავდა, ან აბრახუნებდა, ოთხშაბათობით დანის ქვასალესს ატრიალებდა; იმ წუთებში თავს ისე მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობდი, როგორც წლების შემდეგ, შუაღამისას ნისლში ჩაძირულ კეიპ-კოდზე გემის სიგნალის მოსმენისას.
I liked hearing him at work in the afternoon, and even when his occasional banging or sawing woke me up, or when the knife grinder would start his whetstone running every Wednesday afternoon, it left me feeling as restful and at peace with the world as I would feel years later on hearing a distant foghorn off Cape Cod in the middle of the night.
174469.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი აივნის კარ-ფანჯრებს ღიას ტოვებდა, რადგან მზის სხივებისა და ასეთი ხედის მოცილება ნამდვილი „დანაშაული იყო“. მე ხომ ამას მიჩვეული არ ვარო, მეუბნებოდა.
Oliver liked to keep the windows and shutters wide open in the afternoon, with just the swelling sheer curtains between us and life beyond, because it was a “crime” to block away so much sunlight and keep such a landscape from view, especially when you didn’t have it all life long, he said.
174470.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენ შორის ქარში აფრიალებული ფარდები და უსასრულობა იწელებოდა. ზეთისხილისფერ გორაკებზე აბიბინებული მინდვრები, მზესუმზირები, ვაზის ტოტები, ლავანდის ყვავილები, დაბალი და მორცხვი ხეები, ბებერი საფრთხობელები ჩვენს ფანჯარაში იჭყიტებოდნენ, ვიდრე ლოგინზე შიშვლები ვიწექით, ჩემი ოფლისა და მისი კანის არომატში გახვეულები. გვერდით ჩემი ქალ-კაცი მეწვა; გვერდით ქალ-კაცი ვეწექი. ჩემი სახლის შუადღეებს მაფალდას გვირილის სარეცხი ფხვნილის სურნელი ასდიოდა.
Then the rolling fields of the valley leading up to the hills seemed to sit in a rising mist of olive green: sunflowers, grapevines, swatches of lavender, and those squat and humble olive trees stooping like gnarled, aged scarecrows gawking through our window as we lay naked on my bed, the smell of his sweat, which was the smell of my sweat, and next to me my man-woman whose man woman I was, and all around us Mafalda’s chamomile scented laundry detergent, which was the scent of the torrid afternoon world of our house.
174471.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმ დღეებს ვიგონებ და არაფერს ვნანობ, არაფერი მენანება, არც მერიდება; არაფერს ვგეგმავდი.
I look back on those days and regret none of it, not the risks, not the shame, not the total lack of foresight.
174472.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თაკარა მზის სხივები, შუადღის ხვატში აფუთფუთებული მაღალი მცენარის მდელოები, ხის იატაკის ჭრიალი და საწოლის მაგიდაზე ფრთხილად გასრიალებული თიხის საფერფლის ღრაჭუნი.
The lyric cast of the sun, the teeming fields with tall plants nodding away under the intense midafternoon heat, the squeak of our wooden floors, or the scrape of the clay ashtray pushed ever so lightly on the marble slab that used to sit on my nightstand.
174473.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, ერთად ყოფნის დრო გვეწურებოდა, მაგრამ წუთების დათვლით თავს არ ვიღლიდი. ვიცოდი, ცოტა ხანში რაც დამემართებოდა, მაგრამ არ ვღელავდი.
I knew that our minutes were numbered, but I didn’t dare count them, just as I knew where all this was headed, but didn’t care to read the mile-posts.
174474.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოგონებისთვის ნამცეცებს არ ვტოვებდი, ყველაფერს ბოლომდე ვჭამდი.
This was a time when I intentionally failed to drop bread crumbs for my return journey; instead, I ate them.
174475.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეიძლება ეს საღამო ძალიან მომენატროს, ან უკეთესი დღეები დამიდგეს, მაგრამ ყოველთვის მეცოდინება, რომ იმ შუადღეების განმავლობაში უკან არ დავიხიე და წამი გამოვიჭირე.
I might miss this day, or I might do far better, but I’d always know that on those afternoons in my bedroom I had held my moment.
174476.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთ დილით ახალგაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ ქალაქ ბ.-ს საზარელი შავი ღრუბელი მოადგა.
One morning, though, I awoke and saw the whole of B. overborne by dark, lowering clouds racing across the sky.
174477.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კარგად ვიცოდი, რა გველოდა.
I knew exactly what this spelled.
174478.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შემოდგომა დგებოდა.
Autumn was just around the corner.
174479.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე საათში ღრუბლები გაიფანტა, ხოლო ამინდმა თითქოს ბოდიში მოგვიხადა, ზაფხულის ამოწურვა დაგვავიწყა და სეზონის საუკეთესო ამინდი გვაჩუქა.
A few hours later, the clouds totally cleared, and the weather, as though to make up for its little prank, seemed to erase every hint of fall from our lives and gave us one of the most temperate days of the season.
174480.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა გაფრთხილება მივიღე და იმ ნაფიც მსაჯულს დავემსგავსე, დანაშაულის მტკიცებულებას გაფაციცებით რომ უსმენდა, ვიდრე მოსამართლემ არ გააწყვეტინა. უეცრად მივხვდი, ნასესხებ დროს ვიყენებდით, რომ დრო ყოველთვის ნასესხებია, მევახშე კი სწორედ იმ წამს წამოგადგება თავზე, როცა ნაკლებად ელი, ან მეტი დრო გჭირდება.
But I had heeded the warning, and as is said of juries who have heard inadmissible evidence before it is stricken from the record, I suddenly realized that we were on borrowed time, that time is always borrowed, and that the lending agency exacts its premium precisely when we are least prepared to pay and need to borrow more.