მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174421.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა, ყურადღებას მივიქცევთ. დღეს ჰაიდნს მიხედე. დროებით.
“No, better keep a low profile. You should work on your Haydn today. Later.”
174422.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დროებით.
“Later.”
174423.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახლიდან გასვლის წინ მარციამ დარეკა. ოლივერმა ყურმილი ღიმილით მომაწოდა, ლამის თვალი ჩამიკრა.
Marzia called that morning while he was getting ready to leave. He almost winked when he handed me the telephone.
174424.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ დამცინოდა, არც მაღიზიანებდა. არ შემშლია – ასეთი რამ როგორ უნდა შეგეშალოს – როცა მივხვდი, ჩვენი ურთიერთობა ისეთი გამჭვირვალე გახდა, მხოლოდ ახლო მეგობრებს რომ ახასიათებთ.
There was no hint of irony, nothing that didn’t remind me, unless I was mistaken—and I don’t think I was—that what we had between us was the total transparency that exists among friends only.
174425.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ უპირველესად, მეგობრები ვიყავით, მერე – საყვარლები?! ან იქნებ ყველა შეყვარებული ასეა...
Perhaps we were friends first and lovers second.But then perhaps this is what lovers are.
174426.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როცა ჩვენს უკანასკნელ ათ დღეს ვიხსენებ, ვხედავ სისხამ დილით ცურვას მდინარეში, გაჭიანურებულ საუზმეს, ქალაქში სიარულს, ბაღში მუშაობას, სადილს, შუადღის ძილს, საღამოს მუშაობას, ხანდახან ჩოგბურთის თამაშს, ვახშმის შემდეგ პატარა მოედანზე გასეირნებას და ყოველ ღამე ისეთ სექსს, დროს რომ გადაუსწრებს.
When I think back to our last ten days together, I see an early morning swim, our lazy breakfasts, the ride up to town, work in the garden, lunches, our afternoon naps, more work in the afternoon, tennis maybe, after-dinners in the piazzetta, and every night the kind of lovemaking that can run circles around time.
174427.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიხსენებ იმ დღეებს და ვფიქრობ, უერთმანეთოდ წუთიც კი არ გაგვიტარებია, თუ თარჯიმანთან მის ხანმოკლე სტუმრობასა და მარციას მონახულებას არ ჩავთვლით.
Looking back to these days, I don’t think there was ever a minute, other than the half hour or so he spent with his translator, or when I managed to steal a few hours with Marzia, when we weren’t together.
174428.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემზე როდის მიხვდი-მეთქი, ვკითხე ერთ დღეს.
“When did you know about me?” I asked him one day.
174429.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, მხარი რომ დაგიზილე, შენ კი კინაღამ ხელში ჩამაკვდი.
I was hoping he’d say, When I squeezed your shoulder and you almost wilted in my arms.
174430.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან: საცურაო ტრუსი რომ დაგისველდა, როცა საძინებელში შემოგეჭერი.
Or, When you got wet under your bathing suit that one afternoon when we chatted in your room.
174431.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაღაც ამდაგვარს...
Something along those lines.
174432.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როცა გაწითლდიო, მითხრა ოლივერმა.
“When you blushed,” he said.
174433.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამიკვირდა. პოეზიის თარგმნაზე ვმსჯელობდით; მისი ჩამოსვლიდან ერთი კვირა არ იყო გასული.
“Me?” We had been talking about translating poetry; it was early in the morning, during his very first week with us.
174434.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმ დღეს მეცადინეობა ჩვეულზე ადრე დავიწყეთ. ვიდრე ცაცხვის ძირში მაგიდას შლიდნენ, საუბარი გვიადვილდებოდა და ერთად დროის გატარება გვსიამოვნებდა.
We had started working earlier than usual that day, probably because we already enjoyed our spontaneous conversations while the breakfast table was being laid out under the linden tree and were eager to spend some time together.
174435.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მკითხა, ლექსები თუ გითარგმნიაო.
He’d asked me if I’d ever translated poetry.
174436.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რა თქმა უნდა, შენ თუ გითარგმნია-მეთქი. კიო.
I said I had. Why, had he? Yes.
174437.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლეოპარდის პოეზიას ეცნობოდა და ისეთ სტრიქონებს გადააწყდა, ვერაფერი მოუხერხა.
He was reading Leopardi and had landed on a few verses that were impossible to translate.
174438.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლაღად ვსაუბრობდით, ლეოპარდის სამყაროში ჩავიძირეთ, და ფარული იუმორი თუ ოინბაზობა გამოვავლინეთ.
We had been speaking back andforth, neither of us realizing how far a conversation started on the fly could go, because all the while delving deeper into Leopardi’s world;
174439.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სტროფები ინგლისურად ვთარგმნეთ, ინგლისურიდან ბერძნულზე გადავიყვანეთ, მერე დამახინჯებულ ინგლისურსა და იტალიურში დავბრუნდით.
We translated the passage into English, then from English to ancient Greek, then back to gobbledygenglish to gobbledygitalian.
174440.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლეოპარდის „მთვარისკენ“ ისე ღვლარჭნილად მთავრდება, სიცილისგან თვალზე ცრემლი მოგვადგა. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და თავისი გამყინავი მზერით მომაცქერდა, ერთიანად რომ დამაბნევდა ხოლმე.
Leopardi’s closing lines of “To the Moon” were so warped that it brought bursts of laughter as we kept repeating the nonsense lines in Italian —when suddenly there was a moment of silence, and when I looked up at him he was staring at me point-blank, that icy, glassy look of his which always disconcerted me.