მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174481.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერს გონებაში ფოტოსურათებს ვუღებდი, მაგიდიდან ჩამოცვენილი ნამცეცების შეგროვება და სამალავში დაბინავება დავიწყე. ჩემდა სამარცხვინოდ, სიის შედგენას შევუდექი: სანაპიროს ლოდები, ჭალა, ლოგინი, საფერფლის ხმა.
Suddenly, I began to take mental snapshots of him, picked up the bread crumbs that fell off our table and collected them for my hideaway, and, to my shame, drew lists: the rock, the berm, the bed, the sound of the ashtray.
174482.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სანაპიროს ლოდები, ჭალა, ლოგინი...
The rock, the berm, the bed…
174483.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ იმ ჯარისკაცებს დავმსგავსებოდი, ფილმებში ცარიელ იარაღს შორს რომ ისვრიან, თითქოს არაფერში გამოადგებათ; ან უდაბნოში დაკარგულ პატიმარს, რომელიც წყლის მარაგს არ ანაწილებს და წყურვილით დაბრმავებული ერთიანად გადაჰკრავს ჯადოსნურ სითხეს, მათარას კი ქვიშაში აგდებს.
I wished I were like those soldiers in films who run out of bullets and toss away their guns as though they would never again have any use for them, or like runaways in the desert who, rather than ration the water in the gourd, yield to thirst and swill away, then drop their gourd in their tracks.
174484.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამის ნაცვლად, გამოსაზამთრებლად ციყვივით ვემზადებოდი, პაწაწინა, კაშკაშა მოგონებებს ვაგროვებდი, რომ ცივ დღეებში სული გამეთბო.
Instead, I squirreled away small things so that in the lean days ahead glimmers from the past might bring back the warmth.
174485.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აწმყოს ვძარცვავდი, მომავლისთვის ხარკის გადასახდელად.
I began, reluctantly, to steal from the present to pay off debts I knew I’d incur in the future.
174486.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცი, ასე მოქცევა ისეთივე დანაშაულია, როგორიც შუადღეს ფანჯრის დახურვა.
This, I knew, was as much a crime as closing the shutters on sunny afternoons.
174487.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისიც კარგად მომეხსენება, რომ უარესის მოლოდინში მისგან თავს იზღვევ.
But I also knew that in Mafalda’s superstitious world, anticipating the worst was as sure a way of preventing it from happening.
174488.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთხელ სასეირნოდ გვიან გავედით. ოლივერი მომიბრუნდა და მითხრა, მალე შინ დავბრუნდებიო. მივხვდი, რა უაზროდ აღვიქვამდი ჩვენს მომავალს.
When we went on a walk one night and he told me that he’d soon be heading back home, I realized how futile my alleged foresight had been.
174489.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყუმბარები ერთ ადგილას არ ეცემა; ეს კი, ყველა წინათგრძნობის მიუხედავად, ჩემს სამალავზე გასკდა.
Bombs never fall on the same spot; this one, for all my premonitions, fell exactly in my hideaway.
174490.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი ამერიკაში აგვისტოს მეორე კვირას ბრუნდებოდა.
Oliver was leaving for the States the second week of August.
174491.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე დღეში განაცხადა, ბოლო სამი დღის გატარებას რომში ვაპირებ, სადაც იტალიელ გამომცემელთან ხელნაწერს გავარჩევო.
A few days into the month, he said he wanted to spend three days in Rome and use that time to work on the final draft of his manuscript with his Italian publisher.
174492.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახლში იქიდან გაფრინდებოდა.
Then he’d fly directly home.
174493.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხომ არ გამომყვებიო?
Would I like to join him?
174494.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავეთანხმე.
I said yes.
174495.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მშობლებისთვის უნდა მეკითხა?
Shouldn’t I ask my parents first?
174496.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რა საჭიროა, უარს არაფერზე მეუბნებოდნენ.
No need, they never said no.
174497.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჰო, მაგრამ იქნებ...
Yes, but wouldn’t they…?
174498.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, არ იზამენ-მეთქი.
They wouldn’t.
174499.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როდესაც დედამ გაიგო, წასვლის წინ ოლივერი რომში გაჩერებას აპირებსო, ჰკითხა: – il kaiboy თან ელიოს ხომ არ წაიყვან? თუ, რა თქმა უნდა, ორივე თანახმა იქნებით.
On hearing that Oliver was leaving earlier than anticipated and would spend a few days in Rome, my mother asked—with il cauboi’s permission, of course—if I might accompany him.
174500.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც მამაჩემი იყო წინააღმდეგი.
My father was not against it.