მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174521.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი დაცლილი ოთახის სიმეტრია (თუ სიცარიელე) რომ შევნიშნე, ყელში ბურთი გამეჩხირა.
The symmetry of it all, or was it the emptied, seemingly ransacked neatness of his room, tied a knot in my throat.
174522.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასტუმროს ცარიელ ნომერს მახსენებდა, სადაც ბრწყინვალე არდადეგების შემდეგ ზიხარ და კარისკაცს უცდი, რომელიც ჩემოდნების ჩატანაში დაგეხმარება... არა, საავადმყოფოს პალატას ჰგავდა, შენი ნივთები რომ აალაგეს, ხოლო ცარიელ ლოგინში მალე რეანიმაციიდან გამოწერილ ახალ პაციენტს ჩააწვენენ.
It reminded me less of a hotel room when you wait for the porter to help you take your things downstairs after a glorious stay that was ending too soon, than of a hospital room after all your belongings have been packed away, while the next patient, who hasn’t been admitted yet, still waits in the emergency room exactly as you waited there yourself a week earlier.
174523.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენი განშორების რეპეტიციას ჰგავდა.
This was a test run for our final separation.
174524.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რესპირატორზე შეერთებული ნათესავის მონახულებას, რომელსაც სასუნთქ აპარატს ორ დღეში გამოურთავენ.
Like looking at someone on a respirator before it’s finally turned off days later.
174525.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბედნიერი ვიყავი, რომ ძველ ოთახში გადავბარგდებოდი.
I was happy that the room would revert to me.
174526.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემს/მის ლოგინში საერთო ღამეების მოგონება იოლი იქნებოდა.
In my/his room, it would be easier to remember our nights.
174527.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, სჯობს ძველ ოთახში დავრჩე.
No, better keep my current room.
174528.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავს მოვიტყუებ, თითქოს ოლივერი აივნის მიღმა მელოდება, ან სადღაც არის გადაკარგული, როგორც მაშინ, ყველა საათს, წუთსა თუ ბგერას რომ ვითვლიდი.
Then, at least, I could pretend he was still in his, and if he wasn’t there, that he was still out as he so frequently used to be on those nights when I counted the minutes, the hours, the sounds.
174529.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი კარადა გამოვაღე და საცურაო კოსტიუმი, ხაკისფერი შარვალი და რამდენიმე პერანგი დავინახე.
When I opened his closet I noticed that he had left a bathing suit, a pair of underwear, his chinos, and a clean shirt on a few hangers.
174530.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთ-ერთი მაშინვე ვიცანი!
I recognized the shirt.
174531.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„ფრიალა“.
Billowy.
174532.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ტრუსი, რა თქმა უნდა, წითელი.
And I recognized the suit. Red.
174533.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილით საცურაოდ გასვლამდე ამაში გამოეწყობოდა ხოლმე.
This for when he’d go swimming one last time this morning.
174534.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ამ საცურაო კოსტიუმზე უნდა მოგიყვე, – ვთქვი და კარი მივხურე.
“I must tell you about this bathing suit,” I said when I closed his closet door.
174535.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მითხარი.
“Tell me what?”
174536.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მატარებელში აჯობებს.
“I’ll tell you on the train.”
174537.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაგრამ ვერ მოვითმინე.
But I told him all the same.
174538.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დამპირდი, რომ დამიტოვებ.
“Just promise to let me keep it after you’re gone.”
174539.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სულ ეს არის?
“That’s all?”
174540.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დღეს გეცვას, მაგრამ წყალში არ შეხვიდე.
“Well, wear it a lot today—and don’t swim in it.”