მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174541.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ავადმყოფი და გარყვნილი ბავშვი.
“Sick and twisted.”
174542.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ავადმყოფი, გარყვნილი და ძალიან, ძალიან სევდიანი.
“Sick and twisted and very, very sad.”
174543.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასეთი არ მახსოვხარ.
“I’ve never seen you like this.”
174544.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– „ფრიალა“ უნდა დავიტოვო. საზაფხულო ფეხსაცმელიც. სათვალე. შენ...
“I want Billowy too. And the espadrilles. And the sunglasses. And you.”
174545.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მატარებელში იმ დღეზე მოვუყევი, როცა მეგონა, ზღვაში დაიხრჩო და გადავწყვიტე მამაჩემისთვის მეთხოვა, ყველა მეთევზე შეკრიბე და მის მოსაძებნად გაეშურე-მეთქი; სანაპიროზე დამკრძალავ კოცონს ააგიზგიზებდნენ, მე კი სამზარეულოდან მაფალდას დანას მოვიპარავდი და მიცვალებულს გულს ამოვგლეჯდი, რადგან მისი გულისა და პერანგის მეტი ცხოვრებაში არაფერი გამაჩნდა.
On the train I told him about the day we thought he’d drowned and how I was determined to ask my father to round up as many fishermen as he could to go look for him, and when they found him, to light a pyre on our shore, while I grabbed Mafalda’s knife from the kitchen and ripped out his heart, because that heart and his shirt were all I’d ever have to show for my life.
174546.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გული და პერანგი...
A heart and a shirt.
174547.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სველ პერანგში გახვეული ოლივერის გული, როგორც ანკისეს თევზი.
His heart wrapped in a damp shirt—like Anchise’s fish.
174548.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რომის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე ოთხშაბათს, საღამოს შვიდი საათისთვის გავჩერდით.
We arrived at Stazione Termini around 7 p.m. on a Wednesday evening.
174549.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სქელი და მძიმე ჰაერი იდგა, თითქოს ქალაქს წვიმიანმა ქარბუქმა ჩაუქროლა და ნესტი არ დაიშურა.
The air was thick and muggy, as if Rome had been awash in a rainstorm that had come and gone and relieved none of the dampness.
174550.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მწუხრი ერთ საათში ჩამოდგებოდა, მაგრამ ქუჩის ლამპიონებს შარავანდედი ედგა, მაღაზიის ვიტრინები კი ათასფრად კრიალებდნენ.
With dusk scarcely an hour away, the street-lights glistened through dense halos, while the lighted storefronts seemed doused in gleaming colors of their own invention.
174551.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სისველე ყველა შუბლსა და სახეს შეეხო.
Dampness clung to every forehead and every face.
174552.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მინდოდა, ოლივერს მივფერებოდი.
I wanted to caress his face.
174553.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთი სული მქონდა, სასტუმრომდე მიგვეღწია, შხაპში შევვარდნილიყავი და საწოლზე გავგორებულიყავი. ვიცოდი, თუ ოთახში კონდიციონერი არ დაგვხვდებოდა, ცივი წყლის გადავლება არ გვიშველიდა.
I couldn’t wait to get to our hotel and shower and throw myself on the bed, knowing all the while that, unless we had good air-conditioning, I’d be no better off after the shower.
174554.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მომწონდა ქალაქზე დაფენილი დუნე ჰაერი, როგორც სატრფოს მხარზე ჩამოყრდნობილი დაღლილი მკლავი.
But I also loved the languor that sat upon the city, like a lover’s tired, unsteady arm resting on your shoulders.
174555.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ აივანი გვქონდეს. გამოგვადგება!
Maybe we’d have a balcony. I could use a balcony.
174556.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გრილ, მარმარილოს საფეხურებზე ჩამოვჯდები და რომის თავზე მზის ჩასვლას ვუყურებ.
Sit on its cool marble steps and watch the sun set over Rome.
174557.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მინერალური წყალი. ან, ლუდი.
Mineral water. Or beer.
174558.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მსუბუქად წავიხემსებდით.
And tiny snacks to munch on.
174559.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მამაჩემმა ქალაქის ყველაზე ძვირფას სასტუმროში დაგვაბინავა.
My father had booked us one of the most luxurious hotels in Rome.
174560.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერს ტაქსით მგზავრობა უნდოდა.
Oliver wanted to take the first taxi.