მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174601.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მათი შუქი ჩემი სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებს სინათლეს მოჰფენდა ხოლმე.
It cast a spare glow precisely where part of me would have preferred the dark.
174602.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სირცხვილს სიახლოვე მოჰყვებოდა.
Shame trailed instant intimacy.
174603.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მაშინ რა იქნება, როცა სხეულები გაცვდება და ყველა საიდუმლო გამოაშკარავდება?
Could intimacy endure once indecency was spent and our bodies had run out of tricks?
174604.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პასუხი არც მაშინ მქონდა, არც დღეს მაქვს.
I don’t know that I asked the question, just as I am not sure I am able to answer it today.
174605.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სიახლოვის ხარკს არასწორ ვალუტაში ვიხდიდით?
Was our intimacy paid for in the wrong currency?
174606.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ სიახლოვე ის საქონელია, რომელსაც ყველგან იყიდი, ოღონდ მიაგნო: შავ თუ ნაცრისფერ ბაზარზე, განბაჟებულსა თუ განუბაჟებელს, დახლზე გამოტანილსა თუ მის ქვეშ გადამალულს?
Or is intimacy the desired product no matter where you find it, how you acquire it, what you pay for it—black market, gray market, taxed, untaxed, under the table, over the counter?
174607.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მხოლოდ იმას ვხვდებოდი, მისგან დასამალი არაფერი მქონდა.
All I knew was that I had nothing left to hide from him.
174608.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცხოვრებაში ასეთი თავისუფალი ან უზრუნველი არ ვყოფილვარ.
I had never felt freer or safer in my life.
174609.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთად ყოფნისთვის სამი დღე გვქონდა. უცხო ქალაქში არავის ვიცნობდი. ვინც მინდა, ის ვიქნები; რასაც მინდა, იმას ვიტყვი; როგორც მომინდება, ისე მოვიქცევი.
We were alone together for three days, we knew no one in the city, I could be anyone, say anything, do anything.
174610.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი ბრძოლაში ჩავარდნილი ტყვე მეგონა, რომელიც მოწინავე ბანაკმა გამოიხსნა და უბრძანა, შინ დაბრუნდიო. არც საბუთებია შესავსები, არც დაკითხვას გიწყობენ, არც ავტობუსის რიგში გიწევს დგომა, არც კარიბჭის გახსნას ელოდები და არც სუფთა ტანსაცმელს... უბრალოდ, იარე!
I felt like a war prisoner who’s suddenly been released by an invading army and told that he can start heading home now, no forms to fill out, no debriefing, no questions asked, no buses, no gate passes, no clean clothes to stand in line for—just start walking.
174611.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიბანავეთ.
We showered.
174612.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთმანეთის ტანსაცმელში გამოვეწყვეთ.
We wore each other’s clothes.
174613.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ტრუსებიც გავცვალეთ.
We wore each other’s underwear.
174614.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჩემი იდეა გახლდათ.
It was my idea.
174615.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება თავს ისევ ახალგაზრდად გრძნობდა.
Perhaps all this gave him a second wind of silliness, of youth.
174616.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება ასეთი რამ უკვე გადახდენია, ახლა კი ყველაფერი ახსენდება.
Perhaps he had already been “there” years earlier and was stopping for a short stay on his return journey home.
174617.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება უბრალოდ თამაშში ამყვა და მაკვირდება.
Perhaps he was playing along, watching me.
174618.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება ასეთი არაფერი გადახდენია და სულზე მივუსწარი.
Perhaps he had never done it with anyone and I’d showed up in the nick of time.
174619.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელნაწერი და მზის სათვალე აიღო. სასტუმროს ნომრის კარი ჩავკეტეთ.
He took his manuscript, his sunglasses, and we shut the door to our hotel room.
174620.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორი დამუხტული სხეული!
Like two live wires.