მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174561.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მე ავტობუსი მერჩივნა.
I wanted to take a bus instead.
174562.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მენატრებოდა ხალხით გადატენილი ტრანსპორტი, გაოფლიანებულ ადამიანებთან სივიწროვეში დგომა.
I longed for crowded buses. I wanted to go into a bus, wedge my way into the sweating mass of people, with him pushing his way behind me.
174563.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ფეხი ადგმული არ გვქონდა, მაშინვე გადავიფიქრეთ.
But seconds after hopping on the bus, we decided to get out.
174564.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არა, ამას ვერ გავუძლებთო, ვხუმრობდით.
This was too real, we joked.
174565.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გათანგულ ხალხს შინ დაბრუნება ეჩქარებოდა, ჩვენ კი ვღლაბუცობდით.
I backed out through the incoming press of infuriated home goers who couldn’t understand what we were doing.
174566.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ქალს ფეხზე დავაბიჯე.
I managed to step on a woman’s foot.
174567.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ბოდიშიც არ მოუხდია, – გადაულაპარაკა ავტობუსში ახლად ამოსულ მგზავრებს, გასვლაში ხელს რომ გვიშლიდნენ.
“Doesn’t even say he’s sorry,” she hissed to those around her who had just jostled their way into the bus and were not letting us squeeze out.
174568.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორც იქნა, მანქანა გავაჩერეთ.
Finally, we hailed a cab.
174569.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მძღოლმა სასტუმროს სახელი რომ გაიგო და ინგლისურ საუბარსაც მოჰკრა ყური, შორი გზით წაყვანა განიზრახა.
Noting the name of our hotel and hearing us speak English, the cabby proceeded to make several unexplained turns.
174570.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოკლე გზით სიარულს აზრი არ აქვს, არ გვეჩქარება, – რომაულ კილოზე ვუთხარი.
“No need for so many shortcuts. We’re in no rush!” I said in Roman dialect.
174571.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გაგვიმართლა! ორივე საძინებელს თავისი აივანი და ფანჯარა ჰქონდა. უფრო მოზრდილი შევარჩიეთ. დარაბებს მიღმა უამრავი ეკლესიის გუმბათი დაისის ფონზე ბზინავდა და ელვარებდა.
To our delight the larger of our adjoining bedrooms had both a balcony and a window, and when we opened the French windows, the glistening domes of numberless churches reflected the setting sun in the vast, unencumbered vista below us.
174572.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიღაცამ ყვავილების თაიგული და ხილით სავსე კალათა გამოგვიგზავნა.
Someone had sent us a bunch of flowers and a bowl filled with fruit.
174573.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბარათს ხელს ოლივერის იტალიელი გამომცემელი აწერდა: „წიგნის მაღაზიაში ცხრის ნახევრისთვის გელოდები. ნაშრომი წამოიღე. ერთ-ერთი მწერლის სახელზე წვეულებას ვმართავთ. გელოდებით“.
The note came from Oliver’s Italian publisher: “Come to the bookstore around eight-thirty. Bring your manuscript. There’s a party for one of our authors. We’re awaiting you.”
174574.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გადავწყვიტეთ, წვეულების შემდეგ გვევახშმა და ქალაქში გაგვესეირნა.
We had not planned on doing anything except go for dinner and wander the streets afterward.
174575.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მე არავის დავუპატიჟებივარ-მეთქი, უკმაყოფილოდ გამოვაცხადე. მე გეპატიჟებიო.
“Am I invited, though?” I asked, feeling a tad uncomfortable. “You are now,” he replied.
174576.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ტელევიზორთან შემოდგმული ხილის კალათიდან ლეღვი ამოვიღეთ და ერთმანეთს გავუფცქვენით.
We picked at the bowl of fruit sitting by the televisioncabinet and peeled figs for each other.
174577.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შხაპში შესვლა გადაწყვიტა.
He said he was going to take a shower.
174578.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მისი შიშველი სხეულის დანახვაზე ტანსაცმელი გავიძრე.
When I saw him naked I immediately got undressed as well.
174579.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არ მინდა, წყალი გადაივლო-მეთქი, ვუთხარი და ოფლიან კანზე ავეკარი.
“Just for a second,” I said as our bodies touched, for I loved the dampness that clung all over his.
174580.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მარცია გამახსენდა. გოგონასაც მსგავსი მარილიანი ზღვის სურნელი ასდიოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანაპიროზე ნიავი არ იძვრის და მზეზე გამხმარი ქვიშის არომატი გცემს.
His smell reminded me of Marzia’s, and how she too always seemed to exude that brine of the seashore on those days when there isn’t a breeze on the beaches and all you smell is the raw, ashen scent of scalding sand.