მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174621.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლიფტის კაბინიდან გავედით.
We stepped outside the elevator door.
174622.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველას ფართოდ ვუღიმოდით: მომსახურე პერსონალს, ყვავილების გამყიდველს ქუჩაში, გაზეთების ჯიხურში მჯდარ გოგონას.
Broad smiles for everyone. To the hotel personnel. To the flower vendor in the street. To the girl in the newspaper kiosk.
174623.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გაიღიმე და სამყაროც გაგიღიმებს.
Smile, and the world smiles back.
174624.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერ, ბედნიერი ვარ-მეთქი, ვუთხარი. გაკვირვებულმა გამომხედა. უბრალოდ, ამდგარი გაქვსო. არა, ბედნიერი ვარ-მეთქი, გავუმეორე.
“Oliver, I’m happy,” I said. He looked at me in wonderment. “You’re just horny.” “No, happy.”
174625.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გზაზე დანტეს ცოცხალ ქანდაკებას გადავეყარეთ, უზარმაზარი წითელი მოსასხამი ებურა, არწივისებური ცხვირი და მოღუშული წარბები ჰქონდა.
Along the way we caught sight of a human statue of Dante cloaked in red with an exaggerated aquiline nose and the most scornful frown limned on all his features.
174626.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წითელი ტოგა და სქელჩარჩოიანი ხის სათვალე ბრძენი პედაგოგის შესახედაობას გამოკვეთდა.
The red toga and the red bell cap and the thick-rimmed wooden spectacles gave his already stern face the wizened look of an implacable father confessor.
174627.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
დიდებული პოეტის წინ ხალხი მოქუჩდა. წელში გამართულ დანტეს მკლავები ისე გადაეჯვარედინებინა, თითქოს ვერგილიუსს ელოდა, ან მეტროს.
A crowd had gathered around the great bard, who stood motionless on the pavement, hisarms crossed defiantly, the whole body standing erect, like a man waiting for Virgil or for an overdue bus.
174628.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთ-ერთმა ტურისტმა ანტიკური წიგნის ფორმის ყულაბაში ხურდა ფული ჩააცურა, პოეტმა კი სცენა გაითამაშა, თითქოს პონტე-ვეკიოს მეორე მხარეს ბეატრიჩი შენიშნა, გველისებრი კისერი წაიგრძელა და ქუჩის იაფფასიანი მსახიობივით წამოიწყო:
As soon as a tourist threw a coin into a hollowed-out, antique book, he simulated the besotted air of a Dante who’s just spied his Beatrice ambling across the Ponte Vecchio and, craning his cobralike neck, would right away moan out, like a street performer spitting fire.
174629.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეც ამას ვნატრობ-მეთქი, გავიფიქრე.
How very true, I thought.
174630.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერ, როგორ მინდა მე, შენ და ყველა ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა ერთ დიდ სახლში მარადიულად ვიცხოვროთ...
Oliver, I wish that you and I and all those we’ve held dear might live forever in one house…
174631.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ქანდაკებამ სტროფი ამოწურა და მდუმარედ, ზიზღიანად მოგვაცქერდა. ცოტა ხანში მეორე ტურისტი მიუახლოვდა და ხურდა გაიშვირა. გაიბღინძა და ძველებურად დაგვიბღვირა.
Having muttered his sotto voce verses, he would slowly resume his glaring, misanthropic stance until another tourist tossed him a coin. Same scornful look. Same rictus.
174632.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხალხი გაიფანტა.
The crowd dispersed.
174633.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ალბათ ვერავინ ამოიცნო „ღვთაებრივი კომედია“, ქება მეთხუთმეტე, სადაც დანტე თავის ყოფილ მასწავლებელს, ბრუნეტო ლატინის ჰომოსექსუალებში გამოარჩევს.
No one seemed to recognize the passage from the Fifteenth Canto of the Inferno where Dante meets his former teacher, Brunetto Latini.
174634.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორმა ამერიკელმა, როგორც იქნა, ჯიბიდან პატარა მონეტები ამოაძვრინა და მსახიობს უხეშად მიუყარა.
Two Americans, who had finally managed to fish out a few coins from their knapsack, tossed Dante a hail of tiny coins.
174635.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ძველებური ზიზღიანი მზერით: ოლივერი ვერ მიხვდა, დანარჩენები სიცილისგან რატომ გაიჭაჭნენ.
Same glowering, pissed-off stare: Oliver couldn’t understand why everyone had burst out laughing at the hapless tourists.
174636.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რომაულ სიმღერას ამბობს და თუ მნიშვნელობა არ იცი, ხუმრობას ვერ მიხვდები-მეთქი.
Because he’s reciting a Roman drinking song, and, unless you know it, it’s not funny.
174637.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის მაღაზიამდე მისასვლელი მოკლე გზა ვიცოდი.
I told him I’d show him a shortcut to the bookstore.
174638.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუ გინდა, ნუ ვიჩქარებთო. მაინც დავიყოლიე.
He didn’t mind the long way. Maybe we should take the long way, what’s the rush? he said.
174639.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერი უგუნებოდ ჩანდა.
Oliver seemed on edge and insisted.
174640.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რაღაცას მიმალავ-მეთქი.
“Is there something I should know?” I finally asked.