მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174661.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ველოსიპედი მოატრიალა და ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა.
He whisked the bicycle around and pedaled until he caught up with me.
174662.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მსუბუქად გამომელაპარაკა.
A few insignificant words uttered to make light conversation.
174663.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა ადვილად გამოსდიოდა!
How easily it came to him.
174664.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კითხვები დამაყარა, ენას არ აჩერებდა, მე კი მხოლოდ ხმადაბლა ვპასუხობდი: „ჰო“, ან „არა“.
Questions, questions, questions—just to keep the words flowing—while I didn’t even have breath to utter “yes” or “no.”
174665.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელი ჩამომართვა. უნდოდა შემხებოდა.
He shook myhand but clearly as an excuse to hold it.
174666.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბოლოს მკლავი მომხვია და მიმიზიდა, თითქოს მის ნათქვამ ხუმრობაზე ვიცინოდით.
Then put his arm around me and pressed me to him, as if we were sharing a joke that had made us laugh and drawn us closer.
174667.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გინდა, კინოში განვმარტოვდეთო?
Did I want to get together in a nearby movie house, perhaps?
174668.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი გავიქნიე.
I shook my head.
174669.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მაშინ მაღაზიაში გამომყევი, მეპატრონე წასული იქნებაო.
Did I want to follow him to the store—boss was most likely gone by this time in the evening.
174670.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კიდევ ერთხელ ვიუარე.
Shook my head again.
174671.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორი მორცხვი ყოფილხარო.
Are you shy?
174672.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი დავუქნიე.
I nodded.
174673.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელს არ მიშვებდა, ძალას მატანდა, მიჭერდა, მხარზე მეხებოდა და კისერზე მეფერებოდა, თან მშობლიური, მზრუნველი ღიმილით მიყურებდა, თითქოს ჩემი დათანხმება გადაიფიქრა, მაგრამ გაქცევა ერიდებოდა.
All this without letting go of my hand, squeezing my hand, squeezing my shoulder, rubbing the nape of my neck with a patronizing and forgiving smile, as if he’d already given up but wasn’t willing to call it quits just yet.
174674.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რატომ არ გინდაო; თავს არ მანებებდა.
Why not? he kept asking.
174675.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მარტივად შემეძლო დათანხმება, მაგრამ არ გავყევი.
I could have—easily—I didn’t.
174676.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მეც ბევრისთვის მითქვამს უარი. არც არავის ავდევნებივარ.
“I turned down so many. Never went after anyone.”
174677.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ჩემზე რას იტყვი?
“You went after me.”
174678.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შენ უფლება მომეცი...
“You let me.”
174679.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გავიარეთ ფრატინა, ბორგონონა, კონდოტი, დელეკაროცე, დელა-კროკე, ვიტორია...
Via Frattina, via Borgognona, via Condotti, via delle Carrozze, della Croce, via Vittoria.
174680.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველა ადგილი შემიყვარდა.
Suddenly I loved them all.