მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174681.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის მაღაზიას მივუახლოვდით. ოლივერმა მთხოვა, იარე, უნდა დავრეკოო.
As we approached the bookstore, Oliver said I should go along, he’d just make a quick local phone call.
174682.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეეძლო სასტუმროდან დაერეკა.
He could have called from the hotel.
174683.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ მარტო დარჩენა უნდოდა?
Or perhaps he needed privacy.
174684.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ფეხს ავუჩქარე, ადგილობრივ ბარში შევედი და სიგარეტი ვიყიდე.
So I kept walking, stopping at a local bar to buy cigarettes.
174685.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის მაღაზიას მივუახლოვდი. უზარმაზარი მინის კარის ორივე მხარეს ანტიკურ კვარცხლბეკზე წამოჭიმული თიხის რომაული ბიუსტები იდგა. ავღელდი.
When I reached the bookstore with its large glass door and two clay Roman busts sitting on two seemingly antique stumps, I suddenly got nervous.
174686.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სქელი შუშისა და სპილენძის ჩარჩოს მიღმა უამრავი ხალხი დავლანდე. ძირითადად უფროსები ირეოდნენ და, როგორც ჩანს, ფრანგულ ნუგბარს მიირთმევდნენ: petits fours.
The place was packed, and through the thick glass door, with spare bronze trimming around it, you could make out a throng of adults, all of them eating what appeared to be petits fours.
174687.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიღაცამ დამინახა, როგორ ვიყურებოდი და ხელით მანიშნა, შემოდიო.
Someone inside sawme peering into the store and signaled me to come in.
174688.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი გავიქნიე და საჩვენებელი თითით ვაჩვენე, ვიღაცას ველოდები-მეთქი.
I shook my head, indicating with a hesitant index finger that I was waiting for someone who was just coming up this road here.
174689.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუმცა მეპატრონე, თუ მისი ასისტენტი, ჩემკენ დაიძრა, მძიმე კარი მსუბუქად გააღო და ქუჩაზე გამოსვლის გარეშე მომიწოდა, ახლავე შემოგვიერთდიო.
But the owner, or his assistant, like a club manager, without stepping down on the sidewalk, pushed the glass door wide open with his arm totally extended and held it there, almost ordering me to come in.
174690.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პერანგის მკლავები მოდურად ჰქონდა აკეცილი.
The sleeves of his shirt rakishly rolled up to his shoulders.
174691.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის კითხვა ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ მაღაზია გადატენილი ჩანდა. ხალხი ეწეოდა, ხმამაღლა საუბრობდა, წიგნებს ფურცლავდა. ხელში პლასტმასის ჭიქებში ჩამოსხმული ვისკი და სკოჩი ეჭირათ.
The reading had not started yet but the bookstore was filled to capacity, everyone smoking, chatting loudly, leafing through new books, each holding a tiny plastic cup with what looked like scotch whiskey.
174692.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ზედა სართულზე საგამოფენო სივრცე მოეწყოთ, რომლის მოაჯირზეც ქალბატონების მკლავები ესვენა.
Even the upstairs gallery, whose banister was lined with the bare elbows and forearms of women, was tightly packed.
174693.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის ავტორი მაშინვე ვიცანი, მე და მარციას ავტოგრაფები გვისახსოვრა...
I recognized the author right away. He was the same man who had signed both Marzia’s and my copy of his book of poems.
174694.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხალხს ესალმებოდა.
He was shaking several hands.
174695.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გვერდით რომ ჩამიარა, ვერ მოვითმინე და ხელი გავუწოდე. ვუთხარი, თქვენი ლექსები ძალიან მომეწონა-მეთქი.
When he walked by me, I couldn’t help but extend my hand and shake his and tell him how much I had enjoyed reading his poems.
174696.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წაკითხვა როდის მოასწარი, წიგნი ჯერ არ გამოსულაო?
How could I have read his poems, if the book wasn’t even out yet?
174697.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ამ კითხვაზე რამდენიმე თავი ჩემკენ შემობრუნდა. ნუთუ დაუპატიჟებელ სტუმარს მაღაზიიდან გამაგდებდნენ?
Someone else overheard his question—were they going to throw me out of the store like an impostor?
174698.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ქალაქ ბ.-ში ვიყიდე. პატარა წიგნის მაღაზიაში. რამდენიმე კვირის წინ. წარწერაც გამიკეთეთ...
“I purchased it in the bookstore in B. a few weeks ago, and you were kind enough to sign it for me.”
174699.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გაახსენდა.
He remembered the evening, so he said.
174700.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
Un vero fan, ნამდვილი თაყვანისმცემელი გვეწვიაო, წამოიძახა ხმამაღლა.
“Un vero fan, areal fan, then,” he added loudly, so that the others within hearing distance might hear.