მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174721.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არ ვიცი, შვებით ამოისუნთქეს, რომ ოჯახური დავიდარაბა შეწყდა, თუ ლექსის მნიშვნელობაზე ეცინებოდათ: Se l’amore, ეს თუ სიყვარულია, მაშინ... რაც მთავარია, ყველა მიხვდა, რომ წიგნის კითხვა იწყებოდა და მყარი საყრდენის ძებნაში მაღაზიის კუთხეებში გადანაწილდნენ.
It was not clear whether laughter was a sign of relief in having the marital spat broken up or because the use of the words Se l’amore implied, If this is love, then… But people understood that this was also a signal for the reading to start and everyone found a comfortable corner or a wall against which to lean.
174722.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მე და უცნაური ქალბატონი საუკეთესო ადგილას აღმოვჩნდით და წრიული კიბის საფეხურებზე ჩამოვსხედით.
Our corner was the best, right on the spiral staircase, each of us sitting on a tread.
174723.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელი არ გამიშვია.
Still holdinghands.
174724.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გამომცემელი პოეტის გამოცხადებას აპირებდა, როდესაც კარი ხმაურიანად გაიღო.
The publisher was about to introduce the poet when the door squeaked open.
174725.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერი ორ ულამაზეს გოგონასთან ერთად ცდილობდა შემოსვლას. ნამდვილი მოდელები იქნებოდნენ, ან კინომსახიობები!
Oliver was trying to squeeze his way in accompanied by two stunning girls who were either flashy models or movie actresses.
174726.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორც ჩანს, გზად გადაეყარა და თან წამოიყვანა. ერთი თავისთვის, მეორე – ჩემთვის.
It felt as though he had snatched them along the way to the bookstore and was bringing one for him and one for me.
174727.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ოლივერ!
“Oliver!
174728.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორც იქნა! – იკივლა გამომცემელმა და სასმისი აღმართა, – მობრძანდი, მობრძანდი...
Finally!” shouted the publisher, holding up his glass of scotch. “Welcome, welcome.”
174729.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველამ მისკენ გაიხედა.
Everyone turned around.
174730.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ნიჭიერი ამერიკელი ფილოსოფოსი, – განაგრძო კაცმა, – ესენი კი ჩემი ქალიშვილები არიან, რომელთა გარეშე წიგნი Se l’amore დღის შუქს ვერ იხილავდა. პოეტმა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია.
“One of the youngest, most talented American philosophers,” he said, “accompanied by my lovely daughters, without whom Se l’amore would never have seen the light of day.” The poet agreed.
174731.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცოლი მომიბ რუნდა და ჩურჩულით მითხრა: – რა ლამაზები არიან, არა? გამომცემელი დაბალი სცენიდან ჩამოვიდა და ოლივერს ჩაეხუტა.
His wife turned to me and whispered, “Such babes, aren’t they?” The publisher came down the little stepladder and hugged Oliver.
174732.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე ფურცლებით გამოტენილი სქელი კონვერტი გამოართვა.
He took hold of the large X-ray envelope in which Oliver had stuffed his pages.
174733.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ხელნაწერია? – ხელნაწერია, – უპასუხა ოლივერმა.
“Manuscript?” “Manuscript,” replied Oliver.
174734.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გამომცემელმა ლექსების კრებული გაუწოდა.
In exchange, the publisher handed him tonight’s book.
174735.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მაქვს, უკვე მომეცი.
“You gave me one already.”
174736.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მართალია.
“That’s right.”
174737.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუმცა, ოლივერმა ყდა ზრდილობიანად შეათვალიერა, მერე იქაურობას მოავლო თვალი და ლუსიას გვერდით ჩამოსკუპებული შემნიშნა.
But Oliver politely admired the cover, then looked around and finally spotted me sitting next to Lucia.
174738.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მოგვიახლოვდა, ჩამომეყრდნო და ქალი გადაკოცნა.
He walked up to me, put an arm around my shoulder, and leaned over to kiss her.
174739.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლუსიამ ჯერ მე გამომხედა, მერე – ოლივერს და აღტაცებულმა წამოისროლა: – ოლივერ, sei un dissoluto, გარყვნილო!
She looked at me again, looked at Oliver, sized up the situation: “Oliver, sei un dissoluto, you’re debauched.”
174740.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– Se l’amore, – უპასუხა ოლივერმა და ქალს ქმრის ლექსების წიგნი აუფრიალა, თითქოს მისი ცხოვრების ყველა დეტალი იქ იყო ჩაწერილი.
“Se l’amore,” he replied, displaying a copy of the book,as if to say that whatever he did in life was already in her husband’s book, and therefore quite permissible.