მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174741.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შენ თვითონ ხარ Se l’amore.
“Se l’amore yourself.”
174742.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვერ მივხვდი, გარყვნილი რატომ უწოდეს: ორი გოგონას, თუ ჩემ გამო? იქნებ ლუსიამ ყველა ერთად იგულისხმა?
I couldn’t tell whether he was being called dissolute because of the two babes he had wandered in with or because of me. Or both.
174743.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა გამომცემლის ქალიშვილები გამაცნო.
Oliver introduced me to both girls.
174744.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა თქმა უნდა, ახლოდან იცნობდა. არც გოგონები ჩანდნენ გულგრილები.
Obviously he knew them well, and both cared for him.
174745.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერის მეგობარი ხარ, არა? – მკითხა ერთ-ერთმა, – ტელეფონით შენზე დიდხანს მელაპარაკა.
You’re Oliver’s friend, right?” one of them asked. “He spoke about you.”
174746.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რას მოგიყვა?
“Saying?”
174747.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მხოლოდ კარგ ამბებს.
“Good things.”
174748.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პოეტის მეუღლის და ჩემ გვერდით კედელს მიეყრდნო.
She leaned against the wall next to where I was now standing by the poet’s wife.
174749.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ხელს არასდროს გამიშვებს? – იკითხა ლუსიამ, თითქოს უჩინარი ვიყავი.
“He’s never going to let go of my hand, is he?” said Lucia, as though speaking to an absent third party.
174750.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ალბათ უნდოდა, გოგონებს შეემჩნიათ.
Perhaps she wanted the two babes to notice.
174751.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არ მინდოდა, მოვშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
I did not want to let go of her hand immediately but knew that I must.
174752.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორივე ხელისგული მოვუჭირე, ბაგეებით მივუახლოვდი, ნაზად ვეამბორე და გავუშვი.
So I held it in both hands, brought it to my lips, kissed its edge close to the palm, then let it go.
174753.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ახლა კი ქმართან დაბრუნების ნება მივეცი, როგორც დაჭრილ ჩიტს, რომლის ფრთასაც წლობით ვმკურნალობდი.
It was, I felt, as though I’d had her for an entire afternoon and was now releasing her to her husband as one releases a bird whose broken wing had taken forever to mend.
174754.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– Se l’amore, – საყვედურით გაიქნია თავი ქალმა.
“Se l’amore,” she said, all the while shaking her head to simulate a reprimand.
174755.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ქალიშვილმა ნაძალადევად გაიცინა: – ვნახოთ, იქნებ გავართოთ.
One of the daughters gave a forced giggle. “We’ll see what we can do with him.”
174756.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეცხრე ცაზე ვიყავი!
I was in heaven.
174757.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გოგონამ ჩემი სახელი იცოდა.
She knew my name.
174758.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავად ამანდა ერქვა. მის დას – ადელი.
Hers was Amanda. Her sister’s Adele.
174759.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მესამეც გვყავს, – მითხრა ამანდამ, – წესით, აქ უნდა იყოს.
“There’s a third one too,” said Amanda, making light of their number. “She should already be around here somewhere.”
174760.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პოეტმა ჩაახველა.
The poet cleared his throat.