მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174801.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხალხით გატენილ წიგნის მაღაზიაში ცხოვრებაზე უფრო მეტს ვისწავლი, ვიდრე შტატების სახელგანთქმულ ინსტიტუტებში.
There was more to learn in this tiny crammed bookstore than in any of the mighty institutions across the Atlantic.
174802.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წვერიანი მოხუცი მომიახლოვდა და სასმელი გამომიწოდა. იმხელა ღიპი ჰქონდა, ფალსტაფი გამახსენდა.
An older man with a scraggly large beard and Falstaff’s paunch brought me a glass of scotch.
174803.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ეს მე?
“For me?”
174804.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რა თქმა უნდა. ლექსები თუ მოგეწონათ?
“Of course for you. Did you like the poems?”
174805.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ძალიან, – აგდებით ვუპასუხე. არ ვიცი, გულახდილობის რატომ მეშინოდა.
“Very much,” I said, trying to look ironic and insincere, I don’t know why.
174806.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მე მისი ნათლია ვარ და თქვენს აზრს ვაფასებ, – მითხრა მან, თითქოს ზუსტად მიხვდა, რას ვფიქრობდი, – ყველაზე მეტად თქვენი ასაკი მახარებს.
“I’m his godfather and I respect your opinion,” he said, as though he’d seen through my first bluff and gone no further. “But I respect your youth more.”
174807.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– გპირდებით, რამდენიმე წელიწადში გავიზრდები, – ვუპასუხე. ვცდილობდი, უფროსი კაცივით მელაპარაკა, რომელმაც გრძელი ცხოვრება გამოიარა და საკუთარი თავი შეიცნო.
“In a few years I promise you there won’t be much youth left,” I said, trying to assume the resigned irony of men who’ve been around and know themselves.
174808.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მართალია, მაგრამ იმ დროისთვის ცოცხალი აღარ ვიქნები.
“Yes, but by then I won’t be around to notice.”
174809.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეარშიყებოდა?!
Was he hitting on me?
174810.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მიირთვით, – პლასტმასის ჭიქა გამომიწოდა.
“So take it,” he said, offering me the plastic cup.
174811.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცოტა ხანს თავი შევიკავე, მაგრამ დავემორჩილე.
I hesitated before accepting.
174812.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მამაჩემიც ამ სასმელს ეტანებოდა.
It was the same brand of scotch my father drank at home.
174813.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლუსიამ შეგვამჩნია და საუბარში ჩაერთო: – Tanto, გარყვნილებას სასმელით ვერ დამალავ.
Lucia, who had caught the exchange, said: “Tanto, one scotch more or less won’t make you any less dissolute than you already are.”
174814.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ნეტავ მართლა გარყვნილი ვიყო, – ვუთხარი ქალს და ფალსტაფს ზურგი ვაქციე.
“I wish I were dissolute,” I said, turning to her and ignoring Falstaff.
174815.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რატომ? ცხოვრებაში რამე გაკლია?
“Why, what’s missing in your life?”
174816.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რამე თუ მაკლია, – გავიმეორე და კინაღამ ვუპასუხე, ყველაფერი-მეთქი, – მეგობრები... აქ ერთმანეთს ყველა ახლობლურად ექცევა. ნეტავ თქვენნაირი მეგობარი მყავდეს.
“What’s missing in my life?” I was going to say Everything, but corrected myself. “Friends—the way everyone seems to be fast friends in this place—I wish I had friends like yours, like you.”
174817.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მეგობრობისთვის ბევრი დრო გაქვს. გარყვნილებისგან მეგობრები გიხსნიან?
“There’ll be plenty of time for these friendships. Would friends save you from being dissoluto?”
174818.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ამ სიტყვას არ მოეშვა, თითქოს საზარელ ნაკლზე მიმითითებდა.
The word kept coming back like an accusation of a deep and ugly fault in my character.
174819.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ნეტავ ერთადერთი მეგობარი მყავდეს, რომელსაც არასდროს დავკარგავ.
“I wish I had one friend I wasn’t destined to lose.”
174820.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნაღვლიანად გამიღიმა: – რომანებში ნუ გადაიჭრები, მეგობარო, დღეს მოკლე ლექსების კითხვის დღეა.
She looked at me with a pensive smile. “You’re speaking volumes, my friend, and tonight we’re doing short poems only.”