მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174821.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თვალს არ მაცილებდა: – შენი კარგად მესმის, – ხელისგულით სახეზე ნაზად მომეფერა, თითქოს მისი პატარა შვილი ვიყავი.
She kept looking at me. “I feel for you.” She brought her palm in a sad and lingering caress to my face, as if I had suddenly become her child.
174822.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორ მომწონდა...
I loved that too.
174823.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ერთ დღესაც შევხვდებით, ვისაუბრებთ და ვნახავთ, ჩემს სიტყვებს უკან თუ წავიღებ... Scherzavo, გეხუმრები.
“You’re too young to know what I’m saying—but one day soon, I hope we’ll speak again, and then we’ll see if I’m bigenough to take back the word I used tonight. Scherzavo, I was only joking.”
174824.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლოყაზე მაკოცა.
A kiss to my cheek.
174825.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა უჩვეულო სამყაროში აღმოვჩნდი!
What a world this was.
174826.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჩემზე ორჯერ უფროსი იქნებოდა, მაგრამ დღესვე დავუწვებოდი, სექსის მერე კი მის მკერდზე ავტირდებოდი.
She was more than twice my age but I could have made love to her this minute and wept with her.
174827.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– სადღეგრძელო არ ვთქვათ? – გაისმა მაღაზიის მეორე ბოლოდან.
“Are we toasting or what?” shouted someone in another corner of the shop.
174828.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხალხი ახმაურდა.
There was a mêlée of sounds.
174829.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო.
And then it came. A hand on my shoulder.
174830.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ამანდა აღმოჩნდა.
It was Amanda’s.
174831.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეორე ხელი თეძოზე ჩამომისრიალდა.
And another on my waist.
174832.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ამ შეხებას მარტივად ვცნობდი!
Oh, I knew that other hand so well.
174833.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნეტავ ამაღამ არ მომცილდეს.
May it never let go of me tonight.
174834.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველა თითი მიყვარს, ყველა დაკვნეტილ ფრჩხილს ვეთაყვანები, ძვირფასო ოლივერ, არ გამიშვა, ისე მჭირდები.
I worship every finger on that hand, every nail you bite on every one of your fingers, my dear, dear Oliver—don’t let go of me yet, for I need that hand there.
174835.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ზურგზე თრთოლამ დამიარა.
A shudder ran down my spine.
174836.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მე ადა ვარ, – ისე თქვა ვიღაცამ, თითქოს ბოდიშს იხდიდა; თითქოს მაღაზიის მეორე ბოლოდან ჩვენკენ დიდხანს მოდიოდა, ახლა კი კუთხეში მიყუჟულ ხალხს გამოუცხადა, ეს მე ვარ, ადა, რომელსაც ყველა ელოდაო.
“And I’m Ada,” someone said almost by way of apology, as though aware she’d taken far too long to work her way to our end of the store and was now making it up to us by letting everyone in our corner know that she was the Ada everyone had surely been speaking about.
174837.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხმაში ისეთი აგდებული, სექსუალური ტონი ჰქონდა, თავისი სახელიც ისე გაწელა, ვიგრძენი წიგნის კითხვებს, გაცნობებსა და მეგობრობას როგორ ახალგაზრდულად ეპყრობოდა. დავრწმუნდი, იმ საღამოს საოცარ სამყაროში შევაბიჯე.
Something raucous and rakish in her voice, or in the way she took her time saying Ada, or in the way she seemed to make light of everything— book parties, introductions, even friendship—suddenly told me that, without a doubt, this evening I’d stepped into a spellbound world indeed.
174838.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მთავარია, მათ ენაზე საუბარი ვისწავლო! სულ სხვა მეტყველება ჰქონდათ, მიმართვის განსხვავებული ფორმა, როდესაც სანუკვარ ოცნებებსა და სურვილებს ზედაპირულ ჭორაობაში მალავ, რადგან პირზე ღიმილაკრულს ხალხის გაოცების კი არ გეშინია, უბრალოდ, ამ ახალ სამყაროში ვნების გამჟღავნება მხოლოდ უშუალო თამაშით შეიძლება.
And I would love it even more once I learned how to speakits language—for it was my language, a form of address where our deepest longings are smuggled in banter, not because it is safer to put a smile on what we fear may shock, but because the inflections of desire, of all desire in this new world I’d stepped into, could only be conveyed in play.
174839.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველა გულღია მეჩვენებოდა, როგორც ის ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ.
Everyone was available, lived availably—like the city— and assumed everyone else wished to be so as well.
174840.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთი სული მქონდა, მათნაირი გავმხდარი ყავი.
I longed to be like them.