მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174861.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კითხვის დასრულების შემდეგ საუბარი განახლდა. სასმელი ჩამოატარეს.
After the reading, more applause, more conviviality, more drinks.
174862.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მალე მაღაზიის დახურვის დრო დადგა.
Soon it was time to close the store.
174863.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მარცია და ქალაქი ბ. გამახსენდა.
I remembered Marzia when the bookstore in B. was closing.
174864.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შორეულ, უცხო ზმანებად მეჩვენებოდა...
How far, how different.
174865.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თითქოს ნამდვილი არ იყო.
How thoroughly unreal she’d become.
174866.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიღაცამ თქვა, წავიდეთ და ყველამ ერთად ვივახშმოთო.
Someone said we should all head out to dinner together.
174867.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორმოცდაათამდე ადამიანი ვიქნებოდით.
There were about thirty of us.
174868.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიღაცამ პატარა რესტორანი გვირჩია, რომელიც ალბანოს ტბას გადაჰყურებს.
Someone else suggested a restaurant on Lake Albano.
174869.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ღამის ცის ქვეშ განათებული წყალი და რესტორანი რომ წარმოვიდგინე, შუასაუკუნეების ამბებზე დაწერილი ნახატებიანი წიგნი გამახსენდა.
A restaurant overlooking a starlit night sprang to my imagination like something out of an illuminated manuscript from the late Middle Ages.
174870.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არა, შორს არისო, თქვა ვიღაცამ.
No, too far, someone said.
174871.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჰო, მაგრამ ღამით განათებული ტბა...
Yes, but the lights on the lake at night…
174872.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კასიაზე არ გვირჩევნიაო?
Why not somewhere on via Cassia?
174873.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ახლა მანქანების პრობლემა წამოიჭრა: ამდენი ვერსად ჩავეტეოდით.
Yes, but that didn’t solve the problem of the cars: there weren’t enough of them.
174874.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორ ვერ ჩავეტევითო.
Sure there were enough cars.
174875.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთმანეთს დავაჯდებით, არა მგონია, ვინმეს პრობლემა ჰქონდესო.
And if we had to sit on top of each other for a little while, would anyone mind?
174876.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა სისულელეა!
Of course not.
174877.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იმედია, ამ ულამაზეს გოგონებს შორის აღმოვჩნდები-მეთქი, გავიფიქრე.
Especially if I get to sit in between these two beauties.
174878.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ფალსტაფიც ჩვენთან რომ შემოძვრეს?
Yes, but what if Falstaff were to sit on the beauties?
174879.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის მაღაზიიდან მოშორებით, პატარა ქუჩაზე, ხუთი მანქანა იდგა.
There were only five cars, and all were parked in different tiny side alleys not far from the bookstore.
174880.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველა ერთად ვერ გავიდოდით და პონტე მილვიოზე შეხვედრა გადავწყვიტეთ.
Because we could not depart en masse, we were to reconvene somewhere by Ponte Milvio.