მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174881.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქიდან კასიაში ერთად ავიდოდით. ზუსტი მისამართი მხოლოდ ერთმა სტუმარმა იცოდა.
From there up via Cassia to the trattoria whose precise whereabouts someone, but no one else, knew.
174882.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ადგილზე ორმოცდახუთი წუთით გვიან მივედით. ახლა უკვე ალბანოს ტბაზე ვიქნებოდით, სადაც ღამის ცა წყალში ირეკლება... დიდებულ რესტორანში უამრავი პატარა, სანთლებითა და კუბოკრული გადასაფარებლებით გაწყობილი მაგიდა იდგა.
We arrived more than forty-five minutes later—less than the time needed to reach distant Albano, where the lights on the lake at night…The place was a large al fresco trattoria with checkered tablecloths and mosquito candles spread out sparely among the diners.
174883.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თერთმეტი საათი იქნებოდა.
By now it must have been eleven o’clock.
174884.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჰაერი ძველებურად ნესტიანი იყო.
The air was still very damp.
174885.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შუბლი და ტანსაცმელი ყველას დაეცვარა.
You could see it on our faces, and on our clothes, we looked limp and soggy.
174886.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მაგიდის ზეწრებიც სველი ჩანდა.
Even the tablecloths felt limp and soggy.
174887.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რესტორანი გორაკის თავზე წამოჭიმულიყო და ტყიდან იშვიათად მონაბერი გრილი ნიავი ქროდა. ხვალ ნამდვილად იწვიმებს, მაგრამ ნესტი არსად გაქრება-მეთქი, გავიფიქრე.
But the restaurant was on a hill and occasionally a breathless draft would sough through the trees, signifying that tomorrow it would rain again but that the mugginess would remain unchanged.
174888.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სამოცი წლის ოფიციანტმა ქალმა სასწრაფოდ გადაგვთვალა და მაგიდები ცხენის ნალის ფორმაზე მოაწყო.
The waitress, a woman nearing her sixties, made a quick count of how many we were and asked the help to set the tables in a double-sided horseshoe, which was instantly done.
174889.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე შეკვეთა ჩვენი ჩარევის გარეშე გააკეთა.
Then she told us what we were going to eat and drink.
174890.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კიდევ კარგი, არჩევანის წინაშე არ დაგვაყენა, თორემ ნახევარ საათს დავკარგავდით და სამზარეულო დაიკეტებოდაო, განაცხადა პოეტის მეუღლემ.
Thank God we don’t have to decide, because with him deciding what to eat—said the poet’s wife—we’d be here for another hour and by then they’d be out of food in the kitchen.
174891.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სუფრა წამში გაიშალა: სტარტერები, პური, ღვინო, მინერალური წყალი, frizzante და naturale.
She ran down a long list of antipasti, which materialized no sooner than invoked, followed by bread, wine, mineral water, frizzante and naturale.
174892.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მარტივი და გემრიელი საჭმელია, – თქვა ლუსიამ.
Simple fare, she explained.
174893.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ძალიან კარგი, ნამდვილად ასე გვერჩივნა, – უპასუხა გამომცემელმა.
Simple is what we want, echoed the publisher.
174894.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– წელს ბევრი წითელი ღვინო გვაქვს.
“This year, we’re in the red again.”
174895.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პოეტი კიდევ ერთხელ ვადღეგრძელეთ.
Once again a toast to the poet.
174896.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე გამომცემელი.
To the publisher.
174897.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის მაღაზიის მეპატრონე.
To the store owner.
174898.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეუღლე, ქალიშვილები; ვინ დარჩა?
To the wife, the daughters, who else?
174899.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სიცილი, მხიარული სამეგობრო.
Laughter and good fellowship.
174900.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ადა სიტყვით გამოვიდა. ბოლოს ჩამჩურჩულა, ეს მონოლოგი დიდი ხნის წინ მოვიგონეო.
Ada made a small improvised speech—well, not so improvised, she conceded.