მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174841.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მაღაზიის მეპატრონემ მისაღებ დახლზე ზარს ხელი შემოჰკრა. წამში გავისუსეთ.
The bookstore owner chimed a bell by the cash register and everyone was quiet.
174842.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პოეტმა თქვა: – ამაღამ ამ ლექსის წაკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცამ, – აქ ხმა შეეცვალა, – ახსენა და ცდუნებას ვერ გავუძელი.
The poet spoke. “I was not going to read this poem tonight, but because someone”—here, he altered his voice —“someone mentioned it, I could not resist.
174843.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლექსის სახელია „სენ კლემენტის სინდრომი“.
It’s entitled "The San Clemente Syndrome."
174844.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუ მელექსისგან ცუდად არ ჟღერს, უნდა ვაღიარო, ჩემი საყვარელი ნაწარმოებია, – (მერე გავარკვიე, თავის თავს პოეტს არასდროს ეძახდა, არც საკუთარ ნაშრომებს უწოდებდა ლექსებს), – რადგან მისი დაწერა განსაკუთრებით გამიჭირდა: საშინლად მომანატრა სახლი, ტაილანდური ცხოვრება გამიმარტივა და საკუთარ ცხოვრებაში ჩამახედა.
It is, I must admit, i.e., if a versifier is allowed to say this about his own work, my favorite.” (I later found out that he never referred to himself as a poet or his work as poetry.) “Because it was the most difficult, because it made me terribly, terribly homesick, because it saved me in Thailand, because it explained my entire life to me.
174845.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გულში დღეებსა და ღამეებს ვითვლიდი და გაუთავებლად სენ კლემენტზე ვფიქრობდი.
I counted my days, my nights, with San Clemente in mind.
174846.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რომში დაუსრულებელი ლექსით ჩამოსვლა უფრო მაშინებდა, ვიდრე ბანგკოკის აეროპორტში ერთკვირიანი გამოკეტვა.
The idea of coming back to Rome without finishing this long poem scared me more than being stranded at Bangkok’s airport for another week.
174847.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მიუხედავად ამისა, რომში დაბრუნებულმა, სადაც სენ კლემენტის ბაზილიკიდან ორას მეტრში ვცხოვრობ, უკანასკნელი სტრიქონები დავასრულე, რომელზე მუშაობაც მილიარდობით წლის წინ ბანგკოკში დავიწყე, რადგან რომი და ტაილანდი ისე შორს მეჩვენებოდა, ვფიქრობდი, სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ-მეთქი.
And yet, it was in Rome, where we live not two hundred meters away from the Basilica of San Clemente, that I put the finishing touches to a poem which, ironically enough, I had started eons ago inBangkok precisely because Rome felt galaxies away.”
174848.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გრძელი პოემის კითხვას შეუდგა, მე კი გამახსენდა, რომ მისგან განსხვავებით, დღეების თვლას ყოველთვის თავს ვარიდებდი.
As he read the long poem, I began thinking that, unlike him, I had always found a way to avoid counting the days.
174849.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სამი დღე დაგვრჩა. მერე ოლივერი წავა და ჩვენი ურთიერთობა ჰაერში გამოეკიდება.
We were leaving in three days—and then whatever I had with Oliver was destined to go up in thin air.
174850.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხშირად გვილაპარაკია, რომ ამერიკაში ჩავაკითხავდი, ერთმანეთს წერილებს მივწერდით და ტელეფონზე ვილაპარაკებდით, მაგრამ ყველაფერს ჩვენგან დამოუკიდებელი იდუმალი ფარდაგი ფარავდა; არ გვინდოდა, განშორების დღე მოულოდნელად წამოგვდგომოდა თავზე, მაგრამ დღეების დაგეგმვას ვარიდებდით თავს და ერთად გატარებული უკვდავი წუთებით ვტკბებოდით.
We had talked about meeting in the States, and we had talked of writing and speaking by phone—but the whole thing had a mysteriously surreal quality kept intentionally opaque by both of us—not because we wanted to allow events to catch us unprepared so that we might blame circumstances and not ourselves, but because by not planning to keep things alive, we were avoiding the prospect that they might ever die.
174851.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რომშიც ამიტომ ჩავედით: ქალაქი უკანასკნელ თავშესაფრად იქცა, ვიდრე სკოლა და მოგზაურობა ერთმანეთს დაგვაცილებდა, როგორც მაღაზიის წინ გაჭიანურებული წვეულება.
We had come to Rome in the same spirit of avoidance: Rome was a final bash before school and travel took us away, just a way of putting things off and extending the party long past closing time.
174852.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ დასვენებაზე მეტს ვიღებდით, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდით; თითქოს ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულების ორმხრივი ბილეთებით ხელში გავურბოდით.
Perhaps, without thinking, we had taken more than a brief vacation; we were eloping together with return-trip tickets to separate destinations.
174853.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ ეს დღეები ოლივერის საჩუქარი იყო?
Perhaps it was his gift to me.
174854.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება მამას საჩუქარი გახლდათ, რომელიც ორივეს გაგვიკეთა.
Perhaps it was my father’s gift to the two of us.
174855.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მუცელზე მისი ხელისგულის გარეშე როგორ მეცხოვრა?!
Would I be able to live without his hand on my tummy or around my hips?
174856.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მისი ჭრილობის დაკოცნისა და ალოკვის გარეშე, რომელიც ჩემგან მოშორებით რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მოუშუშდებოდა?
Without kissing and licking a wound on his hip that would take weeks to heal, but away from me now?
174857.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სხვას ვის დავუძახებ ჩემს სახელს?
Whom else would I ever be able to call by my name?
174858.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა თქმა უნდა, სხვებიც გამოჩნდებიან, მათ მერე კიდევ სხვები, მაგრამ ვნებას აყოლილი ჩემი სახელით ვერასდროს მივმართავ, იმიტომ რომ აღელვება მაშინვე გადამივლის და გამეცინება.
There would be others, of course, and others after others, but calling them by my name in a moment of passion would feel like a derived thrill, an affectation.
174859.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერის ცარიელი კარადა და საწოლთან მიგდებული გატენილი ჩემოდანი გამახსენდა.
I remembered the emptied closet and the packed suitcase next to his bed.
174860.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მის პერანგთან ერთად დავიძინებ, გვერდით მივუწვები, ჩავიცვამ ხოლმე...
I’d sleep with his shirt, lie with it next to me, wear it in my sleep.