მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174921.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბიჭური შესახედაობის გოგონას ჰგავს.
But he looks like a girl who looks like a boy.
174922.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბანკში შევდივარ, მისაღებში გოგონა მხვდება.
The girl at the American Express desk stares and I stare back.
174923.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გოგონას შესახედაობის ბიჭს ჰგავს, მაგრამ გოგონაა!
She looks like a boy who looks like a girl and who’s therefore just a boy.
174924.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ახალგაზრდებს ჩემ დანახვაზე ყოველთვის ეცინებათ.
The younger ones, men and women, always giggle when I give them the look.
174925.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
საელჩოში მომუშავე გოგონას მილანური კილო აქვს; ერთ სტუდენტს ავტობუსის გაჩერებაზე თითქმის ყოველდღე ვხვდები: მიყურებენ, მაცქერდებიან... ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს დაჟინებული მზერა? როცა საქმე ადამიანურ ვნებებს მიადგება, ყველა ერთ ცხოველურ ენაზე მეტყველებს!
Even the girl at the consulate who speaks fluent Milanese, and the undergraduates who wait at the same hour of each and every morning for the same bus to pick us up, stare at me and I stare back—does all this staring add up to what I think it means, because, like it or not, when it comes to the senses all humans speak the same beastly tongue.”
174926.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გრაპა და სამბუკა ჩამოატარეს.
A second round of grappa and sambuca.
174927.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მთელ ტაილანდთან სექსი მინდოდა. მთელი ქვეყანა მეარშიყებოდა. ყველგან უცნობებს გადავეყრებოდი ხოლმე.
“I wanted to sleep with all of Thailand. And all of Thailand, it turns out, was flirting with me. You couldn’t take a step without almost lurching into someone.”
174928.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოდი, ეს გრაპა გასინჯე და მითხარი, კუდიანის ნახარში არ არის? – გააწყვეტინა წიგნის მაღაზიის მეპატრონემ.
“Here, take a sip of this grappa and tell me it’s not the work of a witch,” interrupted the bookstore owner.
174929.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პოეტმა ოფიციანტს ჭიქა გაუწოდა.
The poet allowed the waiter to pour another glass.
174930.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ამჯერად სასმელი ნელა მოწრუპა.
This time he sipped it slowly.
174931.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ფალსტაფმა კი ერთიანად გადაჰკრა.
Falstaff downed it in one gulp.
174932.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
Straordinario fanstatico ხმამაღლა ახველებდა.
Straordinario fantastico growled it down her gullet.
174933.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა პირი გააწკლაპუნა.
Oliver smacked his lips.
174934.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მგოსანმა თქვა, თავი ახალგაზრდა მგონიაო.
The poet said it made you young again.
174935.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მიყვარს ღამის გრაპა, მხნეობას მმატებს. შენ ვერ მიხვდები, – გამომხედა, – შენს ასაკში მხნეობა არ გაკლია.
“I like grappa at night, it reinvigorates me. But you”—he was looking to me now—“wouldn’t understand. At your age, God knows, invigoration is the last thing you need.”
174936.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნახევარი ჭიქა გამოვცალე.
He watched me down part of the glass.
174937.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თვალს არ მაცილებდა: – გრძნობ?
“Do you feel it?”
174938.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რას? – ვკითხე მე.
“Feel what?” I asked.
174939.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მხნეობას.
“The invigoration.”
174940.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცოტა კიდევ მოვსვი: – არც ისე.
I swilled the drink again. “Not really.”