მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174941.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– არც ისე, – გაიმეორა დაბნეული, იმედგაცრუებული სახით.
“Not really,” he repeated with a puzzled, disappointed look.
174942.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რადგან ახალგაზრდებს მხნეობა არ აკლიათ, – დაამატა ლუსიამ.
“That’s because, at his age, it’s already there, the invigoration,” added Lucia.
174943.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მართალია, – წამოიძახა ვიღაცამ, – „მხნეობას“ მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა აღარ გაქვს.
“True,” said someone, “your ‘invigoration’ works only on those who no longer have it.”
174944.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მხნეობა ბანგკოკში არ მაკლდა.
Invigoration is not hard to come by in Bangkok.
174945.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთ ცხელ საღამოს სასტუმროს ნომერში გამოკეტილი კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.
One warm night in my hotel room I thought I would go out of my mind.
174946.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მარტოსული ვიყავი! შეიძლება ქუჩაში მოსიარულე ხალხი მაგიჟებდა, ან ეშმაკი.
It was either loneliness, or the sounds of people outside, or the work of the devil.
174947.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სწორედ მაშინ გამახსენდა სენ კლემენტი.
But this is when I began to think of San Clemente.
174948.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთბაშად ამოუხსნელ, ღვთიურ შეგრძნებად, აღგზნებად, მონატრებად და მეტაფორად გამომეცხადა.
It came to me like an undefined, nebulous feeling, part arousal, part homesickness, part metaphor.
174949.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სამოგზაუროდ იმიტომ მიდიხარ, რომ ქვეყნის წარმოდგენა თავში გიტრიალებს და გინდა დარწმუნდე, მართალი ხარ.
You travel to a place because you have this picture of it and you want to couple with the whole country.
174950.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე აღმოაჩენ, რომ შენ და იქაურებს არაფერი გაკავშირებთ.
Then you find that you and its natives haven’t a thing in common.
174951.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
პრიმიტიულ მინიშნებებსაც ვერ ცნობ, რომლებიც, გეგონა, სრულიად კაცობრიობას გამოარჩევდა.
You don’t understand the basic signals which you’d always assumed all humanity shared.
174952.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ფიქრობ, რომ შეცდი, ყველაფერი გამოიგონე.
You decide it was all a mistake, that it was all in your head.
174953.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუ ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ მიუხედავად ამისა, მაინც გიზიდავენ, მაგრამ ვერ ხვდები, რა გინდა, ან იმათ რა უნდათ, რადგან, როგორც ხვდები, ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ.
Then you dig a bit deeper and you find that, despite your reasonable suspicions, you still desire them all, but you don’t know what it is exactly you want from them, or what they seem to want from you, because they too, it turns out, are all looking at you with what could only be one thing on their mind.
174954.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელს ჩაიქნევ, მომეჩვენაო.
But you tell yourself you’re imagining things.
174955.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მზად ხარ, ბარგი ჩაალაგო და რომში დაბრუნდე, რადგან შეხებისა თუ მზერის ნიშნებს ჭკუიდან გადაჰყავხარ.
And you’re ready to pack up and go back to Rome because all of these touch-and-go signals are driving you mad.
174956.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუმცა გონება გინათდება, ლაბირინთში საიდუმლო კარი იხსნება და დაასკვნი, რომ ისინიც სასოწარკვეთილები ცდილობენ დაგეუფლონ.
But then something suddenly clicks, like a secret underground passageway, and you realize that, just like you, they are desperate and aching for you as well.
174957.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამოცდილების, ირონიისა თუ სიმორცხვის მარტივად დაძლევის მიუხედავად, თავს გარიყულად გრძნობ.
And the worst thing is that, with all your experience and your sense of irony and your ability to overcome shyness wherever it threatens to crop up, you feel totally stranded.
174958.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მათი ენა არ მესმოდა, მათი გულის ენა არ ვიცოდი; ჩემი ენის არაფერი გამეგებოდა!
I didn’t know their language, didn’t know the language of their hearts, didn’t even know my own.
174959.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყველაფერს ბურუსში ვხედავდი: რა მინდოდა; რა არ ვიცოდი, რომ მინდოდა; რა არ მინდოდა მცოდნოდა, რომ მინდოდა; რა ვიცოდი, რომ დიდი ხანია მინდოდა...
I saw veils everywhere: what I wanted, what I didn’t know I wanted, what I didn’t want to know I wanted, what I’d always known I wanted.
174960.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ეს შეგრძნება დიდი დღესასწაულია, ან ჯოჯოხეთი.
This is either a miracle. Or it is hell.