მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175001.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გონებაში განგაშის ხმები ჩამესმის.
My mind is flashing red signals all over the place.
175002.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
დაგათრობენ, სადღაც გაგათრევენ, გაგძარცვავენ და პოლიციაში თუ მიხვალ, ყაჩაღებზე უარესები რომ არიან, აქეთ მოგდებენ შარს და ფოტოებს გადაგიღებენ.
They get you drunk, they take you somewhere, they rob you clean, and when you complain to the police, who are no less corrupt than the thieves themselves, they make all manner of allegations about you, and have pictures to prove it.
175003.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კიდევ ერთ რამეზე ვღელავ: ბარში ყველაფერი ძვირი ღირს, იქნებ თვითონ შეფერილ ჩაის მიირთმევს და იტყუება, ვითომ ნასვამია?
Another worry sweeps over me: the bill from the bar could turn out to be astronomical while the one doing the ordering downs dyed tea and pretends to get drunk.
175004.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რას გამომაპარებ, გუშინ ხომ არ დავიბადე?!
Oldest trick in the book— what am I, born yesterday?
175005.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– უბრალოდ, არ მინდა დღეს...
I don’t think I’m really interested.
175006.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მოდი... – დალიე, – მიღიმის.
Please, let’s just— Have another. Smiles.
175007.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიცი, თავს თუ მოვაბეზრებ, პასუხად მხოლოდ სასმელზე მიმითითებს.
I’m about to repeat my tired protestation, but I can already hear him say, Have another.
175008.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცოტაც და ხარხარი ამიტყდება.
I’m almost on the point of laughing.
175009.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხედავს, რომ მეცინება, მაგრამ არ აინტერესებს, რა მაცინებს; მთავარია, ვიღიმი.
He sees my laugh, doesn’t care where it’s coming from, all he cares is I’m smiling.
175010.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავისთვისაც ისხამს.
Now he’s pouring himself one.
175011.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მისმინე, ხომ არ გგონია, ამ სასმელის ფულს მე გადავიხდი?
Look, I hope you don’t think I’m paying for these drinks.
175012.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წვრილ ბურჟუასავით ავლაპარაკდი.
Little bourgeois me has finally spoken out.
175013.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მათი ხრიკები კარგად ვიცი, კეთილად გეპყრობიან, მაგრამ უცხოელი ხარ და თვალში თუ არ მოუხვედი...
I know all about these mincing niceties that always, always end up taking advantage of foreigners.
175014.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ფული არ მითხოვია.
I didn’t ask you to pay for the drinks.
175015.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არც სასმელში გადაგახდევინებ და არც ჩემს მომსახურებაში.
Or, for that matter, to pay me.
175016.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
უცნაურია, შეურაცხყოფილს არ ჰგავს.
Ironically, he is not offended.
175017.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ალბათ ხვდებოდა, ამას ვეტყოდი.
He must have known this was coming.
175018.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ასე უკვე ათასჯერ მოქცეულა. მისი საქმიანობის ნაწილია.
Must have done it a million times—comes with the job, probably.
175019.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოდი, დავლიოთ... მეგობრობას გაუმარჯოს.
Here, have another—in the name of friendship.
175020.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მეგობრობას?
Friendship?