მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175021.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ჩემი ნუ გეშინია.
You have nothing to fear from me.
175022.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შენთან სექსს არ ვაპირებ.
I’m not sleeping with you.
175023.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე ქუდი მოიხადა და იმსიგრძე თმა დაუშვა, გამიკვირდა, აქამდე სად ეტეოდა-მეთქი.
At which point he removes his cap and lets down so much hair that I couldn’t understand how such a huge tumble could have been wrapped and tucked under so small a bonnet.
175024.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ქალი იყო!
He was a woman.
175025.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– გული დაგწყვიტე?
Disappointed?
175026.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– არა, პირიქით.
No, on the contrary.
175027.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნაზი მკლავები, პირდაპირი მზერა, მზით გარუჯული სათუთი კანი, თვალებიდან გადმოღვრილი სითბო... მისი თამამი ქცევები ლოგინში ჩახუტებისას უდიდეს სიტკბოსა და გულახდილობას მპირდებოდა.
The tiny wrists, the bashful air, the softest skin under the sun, tenderness that seemed to spill out of her eyes, not with the smirking boldness of those who’ve been around but with the most heartrending promises of utter sweetness and chastity in bed.
175028.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გული მწყდებოდა?
Was I disappointed?
175029.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შეიძლება... უცნაურ საღამოს ჯადო აეხსნა.
Perhaps—because the sting of the situation had been dispelled.
175030.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხელი ლოყაზე დამადო და მომეფერა, თითქოს გაოგნებისა და განცვიფრების გაფანტვა უნდოდა.
Out came a hand that touched my cheek and stayed there, as if to soothe away the shock and surprise.
175031.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– უკეთ ხარ?
Better now?
175032.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი დავუქნიე.
I nodded.
175033.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
დალევა შემომთავაზა.
You need another.
175034.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შემომიერთდი, – ვუთხარი და ამჯერად ჭიქა მე გავუვსე.
And you do too, I said, pouring her a drink this time.
175035.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვკითხე, რატომ გინდა, ხალხს კაცი ეგონო-მეთქი.
I asked her why she purposely misled people into thinking she was a man.
175036.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეგონა, იტყოდა: სამსახურს ასე უხდებაო, ან თავხედურად შემომხედავდა და: შენნაირი დოყლაპიებისთვისო.
I was expecting, It’s safer for business—or something a bit more rakish, like: For moments such as these.
175037.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ისე გაიცინა, თითქოს მზაკვრული ოინი მომიწყო და კმაყოფილი ჩანდა.
Then came the giggle, this time for real, as if she had committed a naughty prank but was not in the least bit displeased or surprised by the result.
175038.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კაცი ვარო, მითხრა.
But I am a man, she said.
175039.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გაოცებული ვუყურებდი, ის კი თავს მიქნევდა.
“She was nodding away at my disbelief, as if the nod itself were part of the same prank.“
175040.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– კაცი ხარ?
You’re a man?