მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175301.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სკოლაზე იშვიათად ვფიქრობდი.
I had seldom thought of the approaching school year.
175302.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სიცხისა და მზის მადლიერი ვიყავი, რომ სწავლის დაწყება ისევ შორეულად მეჩვენებოდა.
Now I was grateful that, with so much heat and so much summer around me, it still seemed months away.
175303.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რამდენიმე წუთში რომისკენ მიმავალი პირდაპირი მატარებელი ჩამოდგა. ის ხომ არასდროს იგვიანებს...
Within minutes of my arrival, the direttissimo to Rome swished in on the opposite track—always punctual, that train.
175304.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სამი დღის წინ, აი, ამ ვაგონში ავედით.
Three days ago, we had taken the exact same one.
175305.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გამახსენდა, ფანჯარაში რომ გავიხედე და ვიფიქრე, უკან რომ დაბრუნდები, მარტოსული იქნები და საკუთარი თავი შეგძულდება, ჯობს კარგად მოემზადო-მეთქი.
I remembered now staring from its windows and thinking: In a few days, you’ll be back, and you’ll be alone, and you’ll hate it, so don’t let anything catch you unprepared.
175306.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გაფრთხილდი.
Be warned.
175307.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერთან განშორება გონებაში ხშირად წარმოვიდგინე. ტკივილის შემსუბუქება მინდოდა და ცრუმორწმუნესავით მჯეროდა, ბედისწერის მდინარებას შევცვლიდი.
I had rehearsed losing him not just to ward off suffering by taking it in small doses beforehand, but, as all superstitious people do, to see if my willingness to accept the very worst might not induce fate to soften its blow.
175308.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხანდახან ჯარისკაცებს ღამით ბრძოლას ასწავლიან... თვალები ავიკარი, რომ სიბნელეს არ დავებრმავებინე.
Like soldiers trained to fight by night, I lived in the dark so as not to be blinded when darkness came.
175309.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გამოსცადე ტკივილი, რომ აღარ გეტკინოს.
Rehearse the pain to dull the pain.
175310.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჰომეოპათია.
Homeopathically.
175311.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მოდი, თავიდან მივყვეთ!
Once again, then.
175312.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზღვის ხედი: არის;
View of the bay: check.
175313.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ფიჭვების სურნელი: არის;
Scent of the pine trees: check.
175314.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სადგურის ქოხი: არის;
Stationmaster’s hut: check.
175315.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შორეული გორაკები, ქალაქ ბ.-დან წამოსვლისას რომ დავეშვით და კინაღამ ბოშა გოგონა გავიტანეთ: არის;
Sight of the hills in the distance to recall the morning we rode back to B. and came speeding downhill, almost runningover a gypsy girl: check.
175316.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შარდის, ბენზინის, კუპრის, საღებავის სუნი: არის, არის, არის და არის.
Smell of piss, petrol, tar, enamel paint: check, check, check, and check.
175317.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ანკისემ შემომთავაზა, ზურგჩანთის წაღებაში მოგეხმარებიო.
Anchise grabbed my backpack and offered to carry it for me.
175318.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არ მინდა-მეთქი. ზურგჩანთა იმისაა, პატრონმა ზიდოს.
I told him not to; backpacks were not made to be carried except by their owners.
175319.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვერაფერს მიხვდა.
He didn’t understand why exactly and handed it back to me.
175320.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მკითხა: – სინიორ ულივა წავიდა?
He asked if the Signor Ulliva had left.