მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175361.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე რა, თუ მშვიდად ვეღარ ამოვისუნთქავ? ოლივერის მოლოდინშიც ასე გავლიე გრძელი ღამეები, მეგონა, ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც მაკლდა, თითქოს სხეულის ნაწილი დავკარგეო. ასე მეგონა, მასთან განშორებისას ხელი მომაჭრეს, რომელიც სახლის ყველა ფოტოზეა გამოსახული და გახსენებს, ძველებურ ელიოს ვერასდროს დაიბრუნებო.
What if it came and didn’t let go, a sorrow that had come to stay, and did to me what longing for him had done on those nights when it seemed there was something so essential missing from my life that it might as well have been missing from my body, so that losing him now would be like losing a hand you could spot in every picture of yourself around the house, but without which you couldn’t possibly be you again.
175362.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მაინც დავკარგე; ახლა კი აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
You lose it, as you always knew you would, and were even prepared to; but you can’t bring yourself to live with the loss.
175363.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ადამიანი ოცნებობ, ოღონდ ნუ გამახსენდება, ნურც დამესიზმრებაო, მაგრამ ეს ოცნებაც ხორცამდე გტკივა.
And hoping not to think of it, like praying not to dream of it, hurts just the same.
175364.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უცნაურმა აზრმა გამიელვა: იქნებ მხოლოდ სხეულით ვიხმობ მის სხეულს? გულით – გულს?
Then a strange idea got hold of me: What if my body— just my body, my heart—cried out for his?
175365.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე რაღა ვქნა?
What to do then?
175366.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გამოღვიძებულს რომ შემეშინდეს, მის გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ-მეთქი? მისი ტანის გარეშე? თუ ჩემში არ შემოვა?
What if at night I wouldn’t be able to live with myself unless I had him by me, inside me?
175367.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე რა უნდა ვქნა?
What then?
175368.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ტკივილამდე სხვა ტკივილი მოვა.
Think of the pain before the pain.
175369.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი.
I knew what I was doing.
175370.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ძილშიც კი ვხვდებოდი.
Even in my sleep, I knew what I was doing.
175371.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმუნიზაციას იტარებ! საზიზღარო, ცუდო ბიჭო! გგონია, ყველაფერს გულში ჩაიკლავ. გულქვა და ბოროტი ყოფილხარ.
Trying to immunize yourself, that’s what you’re doing—you’ll end up killing the whole thing this way— sneaky, cunning boy, that’s what you are, sneaky, heartless, cunning boy.
175372.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემს ხმაზე გამეცინა.
I smiled at the voice.
175373.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სახეზე მზის სხივები დამთამაშებდა. სითბო წარმართივით მიყვარდა.
The sun was right on me now, and I loved the sun with a near-pagan love for the things of earth.
175374.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჰო, ნამდვილი წარმართი ხარ.
Pagan, that’s what you are.
175375.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არ მცოდნია, როგორ მიყვარდა მიწა, მზე და ზღვა... ხალხმა, ამბებმა და ხელოვნებამ მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.
I had never known how much I loved the earth, the sun, the sea—people, things, even art seemed to come second.
175376.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავს ვიტყუებდი?
Or was I fooling myself?
175377.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შუა ზმანებაში მივხვდი, ძილი როგორ მსიამოვნებდა. ცხოვრებას არ გავურბოდი; უბრალოდ, ძილში მეძინა, სიზმარში სიზმრებს ვხედავდი.
In the middle of the afternoon, I became aware that I was enjoying sleep, and not just seeking refuge in it—sleep within sleep, like dreams within dreams, could anything be better?
175378.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ნამდვილი ნეტარება შევიგრძენი.
An access of something as exquisite as pure bliss began to take hold of me.
175379.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოთხშაბათი უნდა იყოს-მეთქი, გავიფიქრე. ნამდვილად ოთხშაბათი იყო, როცა უკანა ეზოში ქვის სალესს აამუშავებენ, დანებს აპრიალებენ, მაფალდას ცალ ხელში ლიმონათი უჭირავს და ენას იქავებს.
This must be Wednesday, I thought, and indeed it was Wednesday, when the cutlery grinder sets up shop in our courtyard and begins to hone every blade in the household, Mafalda always chatting him up as she standsnext to him, holding a glass of lemonade for him while he plies away at the whetstone.
175380.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ბორბლის ხრინწიანი, ტკაცუნა ხმა შუადღის ხვატს ჩემს საძინებლამდე მოაქვს.
The raspy, fricative sound of his wheel crackling and hissing in the midafternoon heat, sending sound waves of bliss up my way to my bedroom.