მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175381.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავს ვერ ვუტყდებოდი, როგორ მიხაროდა, რომ ოლივერმა ჩემი ატამი შეჭამა.
I had never been able to admit to myself how happy Oliver had made me the day he’d swallowed my peach.
175382.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რა თქმა უნდა, ვნებით ანთებული მოიქცა ასე, მაგრამ მანიშნა: „ჩემი სხეულის ყველა უჯრედით მჯერა, რომ შენი სხეული არასდროს უნდა მოკვდეს, და თუ ოდესმე ასე მოხდა, დაე, ჩემს სხეულში ამოხდეს სული“.
Of course it had moved me, but it had flattered me as well, as though his gesture had said, I believe with every cell in my body that every cell in yours must not, must never, die, and if it does have to die, let it die inside my body.
175383.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
აივნის ნახევრად ღია კარი გარედან გააღო; მახსოვს, იმ დღეს ერთმანეთს ხმას არ ვცემდით, მაგრამ საძინებელში დაუკითხავად შემოიჭრა.
He’d unlatched the partly opened door to the balcony from the outside, stepped in—we weren’t quite on speaking terms that day; he didn’t ask if he could come in.
175384.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რა უნდა მექნა?
What was I going to do?
175385.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეთქვა, არ შემოხვიდე-მეთქი?!
Say, You can’t come in?
175386.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხელი ავწიე და ვანიშნე, აღარ გებუტები, მორჩა, აღარასდროს ვიჩხუბებთ, ახლა კი საბანი გადამაძრე და ლოგინში ჩამიგორდი-მეთქი.
This was when I raised my arm to greet him and tell him I was done pouting, no more pouting, ever, and let him lift the sheets and get into my bed.
175387.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჭრიჭინების ხმაში ქვის სალესი ზუზუნებდა და მივხვდი, ახლა ან გამეღვიძება, ან ძილს გავაგრძელებ, მაგრამ არ მედარდება, ბედნიერი ვარ, ორივეს გავუმკლავდები.
Now, no sooner had I heard the sound of the whetstone amid the cicadas than I knew I’d either wake up or go on sleeping, and both were good, dreaming or sleeping, one and the same, I’d take either or both.
175388.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხუთი საათისკენ გამეღვიძა.
When I awoke it was nearing five o’clock.
175389.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არც ჩოგბურთის თამაში მინდოდა, არც ჰაიდნიზე მუშაობა.
I no longer wanted to play tennis, just as I had absolutely no desire to work on the Haydn.
175390.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზღვაზე ჩასვლის დროამეთქი, გავიფიქრე.
Time for a swim, I thought.
175391.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საცურაო ტრუსი ამოვიცვი და კიბეზე დავეშვი.
I put on my bathing suit and walked down the stairway.
175392.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიმინი თავისი სახლის დაბალ მოაჯირზე იჯდა.
Vimini was sitting on the short wall next to her parents’ house.
175393.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– როგორ მოხდა, რომ საბანაოდ მიდიხარ? – მკითხა გოგონამ.
“How come you’re going for a swim?” she asked.
175394.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არ ვიცი.
I don’t know.
175395.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მომინდა.
I just felt like it.
175396.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გამომყვები?
Want to come?”
175397.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დღეს ვერა.
Not today.
175398.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მაიძულებენ, ეს საშინელი ქუდი მეხუროს.
They’re forcing me to wear this ridiculous hat if I want to stay outside.
175399.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მექსიკელ ბანდიტს ვგავარ.
I look like a Mexican bandit.
175400.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– პანჩო ვიმინი!
Pancho Vimini.