მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175401.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მე რომ სანაპიროზე ჩავალ, შენ რით გაერთობი?
What will you do if I go swimming?
175402.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– აქედან გიყურებ.
I’ll watch.
175403.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ან წამიყვანე, მოზრდილ ქვაზე ჩამომსვი, ფეხებს წყალში ჩავყოფ და ქუდს არ მოვიხდი.
Unless you can help me get onto one of those rocks, then I’ll sit there, wet my feet, and keep my hat on.
175404.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– წავიდეთ.
“Let’s go, then.”
175405.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიმინის ხელის ჩაკიდებას არასდროს ვთხოვდი.
You never needed to ask for Vimini’s hand.
175406.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიცოდი, მაინც დამასწრებდა, როგორც ბრმა, რომელიც სასწრაფოდ იდაყვზე გეკიდება.
It was given naturally, the way blind people automatically take your elbow.
175407.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნელა ვიაროთ, – მთხოვა გოგონამ.
“Just don’t walk too fast,” she said.
175408.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიწრო კიბეს ჩავუყევით და მისი საყვარელი ლოდი მოვძებნეთ.
We went down the stairway and when we reached the rocks I found the one she liked best and sat next to her.
175409.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გვერდით მივუჯექი.
This was her favorite spot with Oliver.
175410.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
აქ ყოველთვის ოლივერთან ერთად მოდიოდა. მომწონდა, შუადღის მზე კანს რომ მითბობდა.
The rock was warm and I loved the way the sun felt on my skin at this time of the afternoon.
175411.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მიხარია, რომ დავბრუნდი, – ვთქვი მე.
“Am I glad I’m back,” I said.
175412.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– რომში კარგი დრო ატარე? თავი დავუქნიე.
“Did you have a good time in Rome?” I nodded.
175413.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გვენატრებოდით.
“We missed you.”
175414.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ვის?
“We who?”
175415.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მე. მარციას.
Me. Marzia.
175416.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რამდენიმე დღის წინ შემოგიარა.
She came looking for you the other day.
175417.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გასაგებია.
“Ah,” I said.
175418.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ვუთხარი, სადაც წახვედი.
“I told her where you went.”
175419.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მივხვდი, ბავშვი თვალს არ მაცილებდა.
I could tell the child was scanning my face.
175420.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მგონი ხვდება, რომ არ მოგწონს.
“I think she knows you don’t like her very much.”