მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175521.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კედელზე მოყვითალო ლაქა შევნიშნე.
Then I saw the unyellowed blank spot on the wall.
175522.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დაილოცოს!
Bless him.
175523.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩარჩოში ჩასმული, 1905 წლის ღია ბარათი წაუღია, რომელზეც მონეს ჭალაა გამოსახული.
He had taken a framed, antique postcard of Monet’s berm dating back to 1905 or so.
175524.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთ-ერთმა ამერიკელმა საზაფხულო სტუმარმა რამდენიმე წლის წინ პარიზის ღია ბაზარზე მიაგნო და ფოსტით გამომიგზავნა.
One of our previous American summer residents had fished it out in a flee market in Paris two years ago and had mailed it to me as a souvenir.
175525.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გახუნებულმა ბარათმა პირველად 1914 წელს იმოგზაურა, გერმანიიდან ინგლისში, სადაც ავტორი ვიღაც ექიმს მოყვითალო კალმით სალამს უძღვნიდა; ამერიკელმა სტუდენტმა შავი მელნით მიაწერა: „ხანდახან გამიხსენე“.
The faded colored postcard had originally been mailed in 1914—there were a few hasty, sepia-toned scribbles in German script on the back, addressed to a doctor in England, next to which the American student had inscribed his own greetings to me in black ink —Think of me someday.
175526.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერს ის დღე გაახსენდება, როცა გრძნობებში გამოვუტყდი.
The picture would remind Oliver of the morning when I first spoke out.
175527.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ან ის, ჭალას რომ ჩავუარეთ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია.
Or of the day when we rode by the berm pretending not to notice it.
175528.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ან პიკნიკზე რომ წავედით, მაგრამ ერთმანეთს არ მივფერებივართ, რადგან ამას საღამოს, ლოგინში ჩახუტებულებიც მოვასწრებდით.
Or of that day we’d decided to picnic there and had vowed not to touch each other, the better to enjoy lying in bed together the same afternoon.
175529.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა ნახატი მთელი ცხოვრება თვალწინ ჰქონოდა, კაბინეტში, მაგიდაზე, საწოლში, ყველგან.
I wanted him to have the picture before his eyes for all time, his whole life, in front of his desk, of his bed, everywhere.
175530.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
„სადაც წახვალ, თან წაიღე და კედელზე მიაჭედე“, მივწერე მე.
Nail it everywhere you go, I thought.
175531.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამოცანა, როგორც ყოველთვის, ღამით, ძილში ამოვხსენი.
The mystery was resolved, as such things always are with me, in my sleep that night.
175532.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მანამდე გონებაში არ გამივლია.
It had never struck me until then.
175533.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არადა, ორი წელი ვუყურებდი!
And yet it had been staring me in the face for two whole years.
175534.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეინარდი ერქვა.
His name was Maynard.
175535.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შუადღისას ფანჯარაზე მომიკაკუნა, იცოდა, სახლში ყველას ეძინა და მკითხა, შავი მელანი ხომ არ გაქვს, გამითავდა და ვიცი, შენც მას იყენებო.
Early one afternoon, while he must have known everyone was resting, he had knocked at my window to see if I had black ink—he had run out, he said, and only used black ink, as he knew I did.
175536.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოთახში შემოვიდა.
He stepped in.
175537.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მხოლოდ საცურაო კოსტიუმი მეცვა. საწერ მაგიდასთან მივედი და ბოთლი გავუწოდე.
I was wearing only a bathing suit and went to my desk and handed him the bottle.
175538.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დიდხანს მიყურებდა, მერე მელანი გამომართვა.
He stared at me, stood there for an awkward moment, and then took the bottle.
175539.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საღამოს კოლბა აივანზე დამიტოვა.
That same evening he left the flask right outside my balcony door.
175540.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სხვა მის ადგილას პირადად გადმომცემდა.
Anyother person would have knocked again and handed it back to me.