მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175581.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, გულის სიღრმეში მინდოდა ჩემი „ჰო, მერე?“ დაეჭირა და ჩამძიებოდა, რატომ არ გინდა იმ ხალხთან მეგობრობა, ვინც ასე კარგად გექცევაო.
I also hoped, though, that he’d seize the opportunity of the unstated Yes, and so? in my answer to chide me, as he so often did, for being harsh or indifferent or way too critical of people who had every reason to consider themselves my friends.
175582.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე მეგობრობაზე ჩვეულ ლექციას წამიკითხავდა: მართალია, ხანდახან ადამიანების ატანა გიძნელდება, მაგრამ შენთვის ყველას მხოლოდ კარგი უნდა.
He might then add his usual bromide about how rare good friendships were and that, even if people proved difficult to be with after a while, still, most meant well and each had something good to impart.
175583.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კუნძული ხომ არა ხარ, ყველა თავიდან ჩამოიცილო, ხალხი გჭირდება... ბლა ბლა ბლა.
No man is an island, can’t shut yourself away from others, people need people, blah, blah.
175584.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შევცდი!
But I had guessed wrong.
175585.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ზედმეტად ჭკვიანი ხარ, ვერ ხვდებოდე, თქვენ ორს რა განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებთ.
“You’re too smart not to know how rare, how special, what you two had was.”
175586.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ოლივერი... ოლივერია, – მეგონა, ამომწურავად ვპასუხობდი.
“Oliver was Oliver,” I said, as if that summed things up.
175587.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მიშელ დე მონტენის ციტატით მიპასუხა მამამ, რომლითაც ფილოსოფოსმა ეტიენ დე ლა ბოესისთან მეგობრობა ასახა.
My father added, quoting Montaigne’s all-encompassing explanation for his friendship with Etienne de la Boétie.
175588.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, მე ემილი ბრონტეს სიტყვები მახსენდებოდა: რადგან „ის უფრო მე ვარ, ვიდრე თავად მე“.
I was thinking, instead, of Emily Brontë’s words: because “he’s more myself than I am.”
175589.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ოლივერი ღრმად განათლებულია, – წამოვიწყე მე...
“Oliver may be very intelligent—,” I began.
175590.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გულახდილად ვერ ველაპარაკებოდი და სევდა მომერია.
Once again, the disingenuous rise in intonation announced a damning but hanging invisibly between us.
175591.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რას არ ვიღონებდი, ოღონდ მამაჩემს თემა შეეცვალა!
Anything not to let my father lead me any further down this road.
175592.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– განათლებული? ოლივერი უფრო მეტია. თქვენ ორის ურთიერთობას ჭკუა არ მართავდა. კარგი ადამიანია და გაგიმართლათ, რომ ერთმანეთს შეხვდით. ორივე კარგები ხართ.
“Intelligent? He was more than intelligent. What you two had had everything and nothing to do with intelligence. He was good, and you were both lucky to have found each other, because you too are good.”
175593.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ჩემზე უკეთესი იყო, მამა.
“I think he was better than me, Papa.”
175594.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დარწმუნებული ვარ, შენზეც იმავეს იტყვის. თავმდაბლობა გიხდებათ.
“I am sure he’d say the same about you, which flatters the two of you.”
175595.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სიგარეტის ჩაქრობა უნდოდა, ხელი საფერფლისკენ გაიწვდინა და მკლავზე შემეხო.
He was about to tap his cigarette and, in leaning toward the ashtray, he reached out and touched my hand.
175596.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– წინ დიდი სირთულეები გელოდება, – ხმა შეეცვალა, თითქოს ამბობდა: ვიცი, ამაზე საუბარი არ გინდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით.
“What lies ahead is going to be very difficult,” he started to say, altering his voice. His tone said: We don’t have to speak about it, but let’s not pretend we don’t know what I’m saying.
175597.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მასთან მხოლოდ აბსტრაქტულად საუბარი გამომდიოდა.
Speaking abstractly was the only way to speak the truth to him.
175598.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნუ გეშინია. ყველაფერი მოვა.
Fear not. It will come.
175599.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმედი მაქვს, მოვა...
At least I hope it does.
175600.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
როცა ყველაზე ნაკლებად ელი.
And when you least expect it.