მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175561.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– საოცარია! მოლაპარაკე ქანდაკების წინ აღებინე!
What an idea, to vomit in front of the talking statue!
175562.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კინო? კონცერტები?
“Movies? Concerts?”
175563.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უეცრად ვიგრძენი, რომ საუბარი სადღაც მიჰყავდა... თავდაცვით სავსე პასუხებს ვცემდი, რომ სავალალო შეკითხვის დროს თავი მარტივად დამეძვრინა.
It began to creep over me that he might be leading somewhere, perhaps without quite knowing it himself. I became aware of this because, as he kept asking questions remotely approaching the subject, I began to sense that I was already applying evasive maneuvers well before what was awaiting us around the corner was even visible.
175564.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რომის ნაგვითა და ჭუჭყით სავსე მოედნები ვახსენე.
I spoke about the perennially dirty, run-down conditions of Rome’s piazzas.
175565.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ესა და ეს ეკლესია დაიხურა-მეთქი.
Such-and-such a church closed down.
175566.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველგან ნაგავი ყრია.
Debris everywhere.
175567.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იაფფასიანი განახლებები.
Seedy renovations.
175568.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ტურისტები გამოვლანძღე და პატარა ავტობუსები, რომლებიც ფოტოაპარატმომარჯვებული ხალხის ხროვას დაატარებს.
And I complained about the people, and the tourists, and about the minibuses loading and unloading numberless hordes bearing cameras and baseball hats.
175569.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მე რომ გირჩიე, ის ციხე-დარბაზები თუ მოინახულე?
“Seen any of the inner, private courtyards I told you about?”
175570.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ არც თვითონ იყო ნამყოფი.
I guess we had failed to visit the inner, private courtyards he had told us about.
175571.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ჯორდანო ბრუნოს ქანდაკებას ჩემი მოკითხვა გადაეცი? – მკითხა მან.
“Paid my respects to Giordano Bruno’s statue?” he asked.
175572.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნამდვილად.
We certainly did.
175573.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კინაღამ მანდაც ვაღებინე.
Almost vomited there too that night.
175574.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გაგვეცინა.
We laughed.
175575.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დუმილი ჩამოწვა.
Tiny pause.
175576.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მამა სიგარეტს ეწეოდა.
Another drag from his cigarette.
175577.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უცებ: – ლამაზი მეგობრობა გამოგივიდათ.
Now. “You two had a nice friendship.”
175578.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ასეთ სითამამეს მისგან არ ველოდი.
This was far bolder than anything I anticipated.
175579.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ჰო, – ვუპასუხე მე და ვცადე სიტყვა ჰაერში გამომეკიდებინა, თითქოს მისი აღმოჩენა სულ არ მიხაროდა.
“Yes,” I replied, trying to leave my “yes” hanging in midair as though buoyed by the rise of a negative qualifier that was ultimately suppressed.
175580.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმედია, ხმაში არ გამომრევია მტრული, მიკიბ-მოკიბული და გადაღლილი: ჰო, მერე?
I just hoped he hadn’t caught the mildly hostile, evasive, seemingly fatigued Yes, and so? in my voice.