მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175621.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რაღაც მიშლიდა ხელს, ან გზაზე მეღობებოდა.
Something always held me back or stood in the way.
175622.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შენი ცხოვრება შენი საქმეა.
How you live your life is your business.
175623.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, გახსოვდეს, გული და სხეული ერთხელ გვეძლევა.
But remember, our hearts and our bodies are given to us only once.
175624.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უმრავლესობას გვჯერა, რომ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ერთს გაუთავებლად ვხვეწთ, მეორე დასრულებულია; დანარჩენი შიგადაშიგ გამოგვერევა ხოლმე...
Most of us can’thelp but live as though we’ve got two lives to live, one is the mockup, the other the finished version, and then there are all those versions in between.
175625.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მაგრამ გული ერთი გვაქვს! თვალის დახამხამებაში გაგიცვდება, სხეული კი დაგიბერდება; დადგება დრო, როცა ზედ არავინ შემოგხედავს, მოახლოება არ მოუნდება.
But there’s only one, and before you know it, your heart is worn out, and, as for your body, there comes a point when no one looks at it, much less wants to come near it.
175626.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ახლა სევდას განიცდი...
Right now there’s sorrow.
175627.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შენი ტკივილის არ მშურს, მაგრამ საშინლად მშურს შენი.
I don’t envy the pain. But I envy you the pain.
175628.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ღრმად ჩავისუნთქე.
He took a breath.
175629.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
We may never speak about this again.
175630.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმედი მაქვს, არ დამსჯი, რომ ჩემი აზრი გაგიზიარე.
But I hope you’ll never hold it against me that we did.
175631.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საშინელი მამა ვიქნები, თუ ოდესმე გულის გადაშლას დააპირებ, მე კი დახურულ კარს დაგახვედრებ.
I will have been a terrible father if, one day, you’d want to speak to me and felt that the door was shut or not sufficiently open.
175632.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა მეკითხა, საიდან იცი-მეთქი.
I wanted to ask him how he knew.
175633.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, როგორ ვერ მიხვდებოდა?
But then how could he not have known?
175634.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველა ამჩნევდა.
How could anyone not have known?
175635.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დედამაც იცის? – ვკითხე მე.
“Does Mother know?” I asked.
175636.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კინაღამ ვთქვი: ეჭვი აიღო, მაგრამ ბოლო წამს გამოვასწორე.
I was going to say suspect but corrected myself.
175637.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არა მგონია...
“I don’t think she does.”
175638.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მისმა ხმამ მიმახვედრა: რომ ხვდებოდეს, განსხვავებული მოსაზრება მაინც არ ექნება.
His voice meant, But even if she did, I am sure her attitude would be no different than mine.
175639.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ.
We said good night.
175640.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კიბეზე რომ ავდიოდი, დავიფიცე, მამას ახალგაზრდობაზე ყველაფერს გამოვკითხავ-მეთქი.
On my way upstairs I vowed to ask him about his life.