მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175641.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, ამის გამბედაობა არასდროს მეყოფოდა.
We’d all heard about his women when he was young, but I’d never even had an inkling of anything else.
175642.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვინ არის მამაჩემი? ან მე ვინ ვარ?
Was my father someone else? And if he was someone else, who was I?
175643.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერმა პირობა შეასრულა.
Oliver kept his promise.
175644.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შობამდე რამდენიმე დღით ადრე გვეწვია და ახალ წლამდე გაჩერდა.
He came back just before Christmasand stayed till New Year’s.
175645.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავიდან ფრენის ავადმყოფობა სტანჯავდა.
At first he was totally jet-lagged.
175646.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ დრო სჭირდება-მეთქი.
He needs time, I thought.
175647.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეც ასე ვიყავი.
But so did I.
175648.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მთელ დროს ჩემს მშობლებთან ატარებდა, შემდეგ ვიმინიზე გადაერთო; გოგონა, როგორც იქნა, დარწმუნდა, ოლივერთან ძველებურად იმეგობრებდა.
He whiled away the hours with my parents mostly, then with Vimini, who was overjoyed to feel that nothing had changed between them.
175649.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეშინოდა, ზაფხულის იმ დღეებს ვუბრუნდებით, როცა ერთმანეთს მხოლოდ დილით ვესალმებოდით, შემდეგ კი თავს ვარიდებდით.
I was starting to fear we’d slip back to our early days when, but for patio pleasantries, avoidance and indifference were the norm.
175650.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ტელეფონით რატომ არ გამაფრთხილა?
Why had his phone calls not prepared me for this?
175651.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ახლებური „მეგობრობა“ ჩემი ბრალი იყო?
Was I the one responsible for the new tenor of our friendship?
175652.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემმა მშობლებმა ხომ არ უთხრეს რამე?
Had my parents said something?
175653.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემთვის ჩამოვიდა, თუ მათი, სახლისა და არდადეგების გამო?
Had he come back for me? Or for them, for the house, to get away?
175654.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ნაშრომისთვის მობრუნდა, რომელიც ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში გამოიცა, ცოტა ხანში კი იტალიურად გამოვიდოდა.
He had come back for his book, which had already been published in England, in France, in Germany, and was finally due to come out in Italy.
175655.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მშვენიერი წიგნი აღმოჩნდა, ყველანი კმაყოფილები დავრჩით, მათ შორის ქალაქ ბ.-ს წიგნის მაღაზიის მეპატრონე, რომელიც დაგვპირდა მომავალ ზაფხულს დიდ წვეულებას გავმართავო.
It was an elegant volume, and we were all very happy for him, including the bookseller in B., who promised a book party the following summer.
175656.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვნახოთ, ცუდი იდეა არ არისო, უპასუხა ოლივერმა. ველოსიპედები კართან დავტოვეთ.
“Maybe. We’ll see,” said Oliver after we’d stopped there on our bikes.
175657.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სანაყინე დახურული დაგვიხვდა, საყვავილეც და აფთიაქიც, სადაც ჭალიდან დაბრუნებულებმა გავიარეთ, რომ საშინელი ნაიარევისთვის მალამო გვეყიდა.
The ice cream vendor was closed for the season. As were the flower shop and the pharmacy where we’d stopped on leaving the berm that very first time when he showed me how badly he’d scraped himself.
175658.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ეს ამბები ისე მახსენდებოდა, თითქოს საუკუნის წინ მოხდა.
They all belonged to a lifetime ago.
175659.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ქალაქი ცარიელი იყო, ცა – ნაცრისფერი.
The town felt empty, the sky was gray.
175660.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთ საღამოს მამას დიდხანს ესაუბრა.
One night he had a long talk with my father.