მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175681.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მხოლოდ ფეხსაცმელი მოიშორა.
All he had taken off was his loafers.
175682.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– შენი აზრით, ასე რამდენ ხანს ვიქნებით?
“How long do you think this will go on?” he asked wryly.
175683.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– იმედი მაქვს, მალე მორჩება.
“Not long, I hope.”
175684.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ტუჩებში მაკოცა, მაგრამ ჩვენი შეხება იმას არ ჰგავდა, სანტა მარია დელ-ანიმას ქუჩაზე კედელზე რომ ამაკრა.
He kissed me on the mouth, but it wasn’t the kiss after the Pasquino, when he’d pressed me hard against the wall on via Santa Maria dell’Anima.
175685.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მისი გემო მაშინვე ვიცანი.
I recognized the taste instantly.
175686.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არ მიფიქრია, როგორ მომწონდა, ან როგორ მენატრებოდა.
I’d never realized how much I liked it or how long I’d missed it.
175687.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
განშორების შემდეგ სიაში კიდევ ერთ პუნქტს ჩავამატებ: რა დამაკლდება ყველაზე მეტად ოლივერში?
One more item to log on that checklist of things I’d miss before losing him for good.
175688.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მზად ვიყავი, საბნიდან ამოვმძვრალიყავი.
Iwas about to get out from under the blankets.
175689.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არ შემიძლია, – თქვა და გადახტა.
“I can’t do this,” he said, and sprang away.
175690.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მე კი მინდა.
“I can,” I replied.
175691.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ჰო, მე არ შემიძლია.
“Yes, but I can’t.”
175692.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ თვალებში დანის პირები ამიპრიალდნენ, რადგან უეცრად მიხვდა, როგორ განვრისხდი.
I must have had iced razor blades in my eyes, for he suddenly realized how angry I was.
175693.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ყველაზე მეტად ახლა მინდა, ტანსაცმელი გაგხადო და ჩაგიხუტო მაინც, მაგრამ არ შემიძლია.
“I’d love nothing better than to take your clothes off and at the very least hold you. But I can’t.”
175694.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მკლავები თავზე შემოვხვიე.
I put my arms around his head and held it.
175695.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მაშინ ნუ დარჩები; ჩვენზე ყველაფერი იციან.
“Then maybe you shouldn’t stay. They know about us.”
175696.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მივხვდი.
“I figured,” he said.
175697.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– საიდან?
“How?”
175698.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მამაშენის დამოკიდებულებაში ამოვიცანი. ძალიან გაგიმართლა, მამაჩემი გამოსასწორებელ საავადმყოფოში ჩამაბარებდა.
“By the way your father spoke. You’re lucky. My father would have carted me off to a correctional facility.”
175699.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შევხედე. მხოლოდ ერთი კოცნა მინდოდა!
I looked at him: I want one more kiss.
175700.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ შემეძლო... უნდა მოვხვეოდი.
I should, could, have seized him.