მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175701.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეორე დილიდან ერთმანეთს ცივი ომი გამოვუცხადეთ.
By the next morning, things became officially chilly.
175702.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი მცირე ამბავი მოხდა.
One small thing did occur that week.
175703.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში ყავას ვწრუპავდით, როდესაც მამაჩემმა მოზრდილი, კრემისფერი საქაღალდე ამოაძვრინა, სადაც მომავალი ზაფხულის ექვსი კანდიდატის პასპორტის ფოტო იდო.
We were sitting in the living room after lunch having coffee when my father brought out a large manila folder in which were stacked six applications accompanied with the passport photo of each applicant. Next summer’s candidates.
175704.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მამას ოლივერის აზრი აინტერესებდა, შემდეგ დედას მიუბრუნდა, მე და კიდევ ერთ პროფესორს, რომელიც სადილზე მეუღლესთან ერთად გვეწვია.
My father wanted Oliver’s opinion, then passed around the folder to my mother, me, and another professor who had stopped by for lunch with his wife, also a university colleague who had come for the same reason the year before.
175705.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ჩემი საქმის გამგრძელებელი, – ჩაილაპარაკა ოლივერმა, ერთ-ერთი ფურცელი ამოაძვრინა და დანარჩენებს გადმოგვაწოდა.
“My successor,” said Oliver, picking one application above the rest and passing it around.
175706.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მამაჩემმა წამით გამომხედა და სახე სასწრაფოდ ამარიდა.
My father instinctively darted a glance in my direction, then immediately withdrew it.
175707.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყოველ წელს ასე იქცეოდა.
The exact same thing had occurred almost a year, to the day, before.
175708.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
პაველმა, რომელიც მეინარდის შემდეგ გვესტუმრა, შობაზე მოგვინახულა და ჩიკაგოელი სტუდენტი შეარჩია, რომელთანაც მეგობრობდა.
Pavel, Maynard’s successor, had come to visitthat Christmas and on looking over the files had strongly recommended one from Chicago—in fact, he knew him very well.
175709.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ახალგაზრდა დოქტორანტის მიმართ ყველა თბილად განეწყო. ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და სოკრატემდელ ფილოსოფიას ასწავლიდა.
Pavel and everyone else in the room felt quite tepid about a young postdoc teaching at Columbia who specialized in, of all things, the pre-Socratics.
175710.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დიდი დრო არ დამჭირვებია, ფოტოსთვის დამეხედა და მივმხვდარიყავი, რომ არაფერს ვგრძნობდი.
I had taken longer than needed to look at his picture and was relieved to notice that I felt nothing.
175711.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ახლა კი ვხვდები, ჩვენ შორის ყველაფერი სწორედ შობის იმ არდადეგებზე დაიწყო...
In thinking back now, I couldn’t be more certain that everything between us had started in this very room during Christmas break.
175712.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მეც ასე შემარჩიეთ? – უცნაური პირდაპირობით იკითხა მან. მის გულახდილობას დედა მწყობრიდან გამოჰყავდა.
“Is this how I was selected?” he asked with a sort of earnest, awkward candor, which my mother always found disarming.
175713.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მინდოდა, შენ ჩამოსულიყავი, – მოგვიანებით გავუმხილე ოლივერს. მანქანაში ბარგის ჩალაგებაში ვეხმარებოდი, ვიდრე მანფრედი სადგურზე წაიყვანდა, – ყველაფერი ვიღონე, რომ შენ აერჩიე.
“I wanted it to be you,” I told Oliver later that evening when I helped him load his things in the car minutes before Manfredi drove him to the station. “I made sure they picked you.”
175714.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ღამით მამაჩემის კაბინეტში შევიპარე და წინა წლის კანდიდატების საქაღალდე მოვძებნე.
That night I riffled through my father’s cabinet and found the file containing last year’s applicants.
175715.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერის ფოტო ამოვაძვრინე.
I found his picture.
175716.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მოღეღილი საყელო, პერანგი, გრძელი თმა; პაპარაცის ობიექტივში გამომწყვდეული კინოვარსკვლავი!
Open shirt collar, Billowy, long hair, the dash of a movie star unwillingly snapped by a paparazzo.
175717.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არ მიკვირს, რამდენ ხანს ვათვალიერებდი.
No wonder I’d stared at it.
175718.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა გამხსენებოდა, რას ვგრძნობდი ზუსტად ერთი წლის წინ: მყისიერი ვნება, რომელსაც უებარი წამალი – შიში – ახშობს.
I wished I could remember what I’d felt on that afternoon exactly a year ago—that burst of desire followed by its instant antidote, fear.
175719.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თვალწინ დამიდგა ნამდვილი ოლივერი, სხვადასხვა ფერის საცურაო ტრუსში გამოწყობილი ოლივერი, ლოგინში ჩაგორებული შიშველი ოლივერი და რომის სასტუმროს ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი ოლივერი... პასპორტის ფოტოს პირველად დანახვის შეგრძნება კი ვერაფრით დავიბრუნე!
The real Oliver, and each successive Oliver wearing a different-colored bathing suit every day, or the Oliver who lay naked in bed, or who leaned on thewindow ledge of our hotel in Rome, stood in the way of the troubled and confused image I had drawn of him on first seeing his snapshot.
175720.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დანარჩენი კანდიდატების სახეები შევათვალიერე.
I looked at the faces of the other applicants.