მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175741.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზაფხული ჯერ არ დამდგარა.
Summer hadn’t happened yet.
175742.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერი ალბათ ტაქსით გვეწვევა.
Oliver would probably arrive by cab.
175743.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემოდნებს გამოვართმევ, ოთახს ვაჩვენებ, ვიწრო კიბით რიყიან სანაპიროზე ჩავიყვან, თუ დრო მექნება, უკანა მამულს დავათვალიერებთ, მატარებლის ვაგონებთან მივალთ და ბოშებზე მოვუყვები, მიტოვებულ ვაგონებში რომ ცხოვრობენ, რომელსაც დღემდე ემჩნევა სამეფო გერბი.
I’d carry his luggage, show him to his room, take him to the beach by way of the stairway down to the rocks, and then, time allowing, show him around the property as far back as the old railway stop and say something about the gypsies living in the abandoned train cars bearing the insignia of the royal House of Savoy.
175744.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რამდენიმე კვირაში, თუ მოიცლის, ველოსიპედით ქალაქში ჩავალთ.
Weeks later, if we had time, we might take a bike ride to B.
175745.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ლიმონათის დასალევად გავჩერდებით.
We’d stop for refreshments.
175746.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წიგნის მაღაზიაში მივიყვან.
I’d show him the bookstore.
175747.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე მონეს ჭალაში.
Then I’d show him Monet’s berm.
175748.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჯერ არაფერი მომხდარა...
None of it had happened yet.
175749.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მომდევნო ზაფხულს მისი ქორწინების შესახებ გავიგეთ.
We heard of his wedding the following summer.
175750.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საჩუქრები გავუგზავნეთ, მე პატარა წერილი დავურთე.
We sent gifts and I included a little mot.
175751.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზაფხულმა ჩაიარა.
The summer came and went.
175752.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთი სული მქონდა, მისი „შემცვლელის“ ამბები მომეყოლა, რომელიც აივნის მიღმა, ჩემს ძველ საძინებელში რჩებოდა.
I was often tempted to tell him about his “successor” and embroider all manner of stories about my new neighbor down the balcony.
175753.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, არაფერი მიმიწერია.
But I never sent him anything.
175754.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მთელი წლის განმავლობაში ერთხელ შევეხმიანე, როცა ვიმინი გარდაიცვალა.
The onlyletter I did send the year after was to tell him that Vimini had died.
175755.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველას ერთად გვიპასუხა და სამძიმარი შემოგვითვალა.
He wrote to all of us saying how sorry he was.
175756.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
აზიაში მოგზაურობდა, მისმა წერილმა დაიგვიანა და ჭრილობაზე მალამოდ დაფენის ნაცვლად, მარილივით მოგვეყარა. ვიმინიზე წერის დროს მივხვდი, უკანასკნელ ხიდს ვანგრევდი; ამიერიდან აღარასდროს ვახსენებთ, ჩვენ ორს შორის რაც მოხდა.
He was traveling in Asia, so that by the time his letter reached us, his reaction to Vimini’s death, rather than soothe an open sore, seemed to graze one that had healed on its own. Writing to him about her was like crossing the last footbridge between us, especially after it became clear we weren’t ever going to mention what had once existed between us, or, for that matter, that we weren’t even mentioning it.
175757.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წერილში ისიც ვახსენე, ამერიკის რომელ უნივერსიტეტშიც ჩავირიცხე. ვიფიქრე, მამაჩემს, რომელიც თავის სტუდენტებს ხშირად ეხმიანებოდა, თავიდან ამოუვარდებოდა-მეთქი.
Writing had also been my way of telling him what college I was attending in the States, in case my father, who kept an active correspondence with all of our previous residents, hadn’t already told him.
175758.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერმა პასუხი იტალიურ მისამართზე გამომიგზავნა... სასაცილოა! კიდევ კარგი, ჩამოსვლა დააგვიანდა.
Ironically, Oliver wrote back to my address in Italy—another reason for the delay.
175759.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამას მოჰყვა ცარიელი წლები.
Then came the blank years.
175760.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემი ცხოვრება იმ ხალხით რომ განვსაზღვრო, ვისთანაც ვწოლილვარ, მაშინ ორ ნაწილად უნდა გავყო: ოლივერამდე და ოლივერის შემდეგ. ყველაზე დიდი ბედნიერება გამყოფი ხაზის მომავალში გადატანა იქნებოდა.
If I were to punctuate my life with the people whose bed I shared, and if these could be divided in two categories—those before and those after Oliver—then the greatest gift life could bestow on me was to move this divider forward in time.