მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175761.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ცხოვრების ორივე ეტაპზე ბევრი მოკავშირე და დამხმარე გავიცანი, იყო ბედნიერება და ნაღველი, ზოგმა სიცოცხლე ამირია, დანარჩენები უსახურად დარჩნენ, ოლივერი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცენტრად მევლინებოდა, მისი შემცვლელები ჩრდილავდნენ და აპატარავებდნენ, როგორც ვრცელი გზის ვიწრო შესახვევი, პატარა, ცეცხლოვანი მერკური, პლუტონისკენ რომ მიცურავს და ა.შ.
Many helped me part life into Before X and After X segments, many brought joy and sorrow, many threw my life off course, while others made no difference whatsoever, so that Oliver, who for so long had loomed like a fulcrum on the scale of life, eventually acquired successors who either eclipsed him or reduced him to an early milepost, a minor fork in the road, a small, fiery Mercury on a voyage out to Pluto and beyond.
175762.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხანდახან ასეც ვფიქრობდი: ასეც განსაჯე, ოლივერის დროს ამას არ ვიცნობდი, ამის გარეშე კი ცხოვრება არ წარმომიდგენია-მეთქი.
Fancy this, Imight say: at the time I knew Oliver, I still hadn’t met so-and so. Yet life without so-and-so was simply unthinkable.
175763.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მისი უკანასკნელი წერილის მიღებიდან ცხრა წლის თავზე ამერიკაში მშობლებმა დამირეკეს.
One summer, nine years after his last letter, I received a phone call in the States from my parents.
175764.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– აბა, თუ გამოიცნობ, ორი დღით ვინ გვესტუმრა? შენს ძველ საძინებელში დარჩება, ახლა კი წინ მიდგას.
“You’ll never guess who is staying with us for two days. In your old bedroom. And standing right in front of me now.”
175765.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი, მაგრამ თავი მოვისულელე.
I had already guessed, of course, but pretended I couldn’t.
175766.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– შენი დუმილი ბევრს ამბობს, – დამშვიდობების წინ სიცილით მითხრა მამამ.
“The fact that you refuse to say you’ve already guessed says a great deal,” my father said with a snicker before saying goodbye.
175767.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დიდხანს ხმაურობდნენ. მერე მისი ხმა გავიგე: – ელიო...
There was a tussle between my parents over who was to hand their phone over. Finally his voice came through. “Elio,” he said.
175768.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ბავშვები ხმაურობდნენ.
I could hear my parents and the voices of children in the background.
175769.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემს სახელს ასე ვერავინ გამოთქვამდა!
No one could say my name that way.
175770.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ელიო, – გავიმეორე მე, თითქოს ვამბობდი, ჰო, მე ვარ-მეთქი, მაგრამ თან ძველ თამაშს ვახსენებდი. არაფერი დამვიწყებია.
“Elio,” I repeated, to say it was I speaking but also to spark our old game and show I’d forgotten nothing.
175771.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მე ვარ, ოლივერი.
“It’s Oliver,” he said.
175772.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
აღარ ახსოვს.
He had forgotten.
175773.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ფოტოები მაჩვენეს, არ გამოცვლილხარ, – თქვა მან.
“They showed me pictures, you haven’t changed,” he said.
175774.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავის შვილებზე მიყვებოდა, რვა და ექვსი წლის ბიჭუნები დედაჩემს რომ ეთამაშებოდნენ; ჩემი მეუღლე უნდა გაიცნოო, წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მიხარია, რომ ჩამოვედიო.
He spoke about his two boys who were right now playing in the living room with my mother, eight and six, I should meet his wife, I am so happy to be here, you have no idea, no idea.
175775.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჰო, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილია-მეთქი, ვუპასუხე, თითქოს ვაჯერებდი, სახლის გამო დაბრუნდა.
It’s the most beautiful spot in the world, I said, pretending to infer that he was happy because of the place.
175776.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხმა წყდებოდა, ყურმილი დედას გადასცა, რომელიც გაუგებრად, მაგრამ ალერსით. მიმართავდა: – ცრემლი მოერია, – მითხრა დედამ.
His words were breaking up, he passed the phone back to my mother, who, before turning to me, was still speaking to him with endearing words. “He’s all choked up,” she finally said to me.
175777.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნეტავ მანდ ვიყო, – ვუპასუხე მე
“I wish I could be with you all,” I responded
175778.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დრო მგრძნობიარეებად გვაქცევს.
Time makes us sentimental.
175779.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ სწორედ დროის გამო ვიტანჯებით.
Perhaps, in the end, it is because of time that we suffer.
175780.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოთხი წლის შემდეგ მისი უნივერსიტეტის ქალაქში აღმოვჩნდი. უჩვეულოდ მოვიქეცი! ოლივერის მონახულება გადავწყვიტე.
Four years later, while passing through his college town, I did the unusual. I decided to show up.