მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175721.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთს არა უშავდა.
This one wasn’t so bad.
175722.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წარმოვიდგინე, სხვა რომ ჩამოსულიყო, ახლა რა დღეში ვიქნებოდი.
I began to wonder what turn my life would have taken had someone else shown up instead.
175723.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რომს ვერ ვნახავდი.
I wouldn’t have gone to Rome.
175724.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ სხვაგან წავსულიყავი.
But I might have gone elsewhere.
175725.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვერც სენ კლემენტზე გავიგებდი.
Wouldn’t have known the first thing about San Clemente.
175726.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ სხვა რამე აღმომეჩინა, რაც ახლა არ ვიცი.
But I might have discovered something else which I’d missed out on and might never know about.
175727.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შევიცვლებოდი და სულ სხვა ვიქნებოდი.
Wouldn’t have changed, would never be who I am today, would have become someone else.
175728.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გავიფიქრე, ნეტავ, მეორე ელიო ახლა სად არის?
I wonder now who that someone else is today.
175729.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ბედნიერია?
Is he happier?
175730.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შემიძლია რამდენიმე საათით, ან დღით გავიცნო და ვნახო, უკეთესი ცხოვრება თუ აქვს, ოლივერის გამო როგორ განვსხვავდებით... ერთ დღეს მართლა რომ გადავეყარო, რა ვუთხრა, რა სიტყვებით მივმართო?
Couldn’t I dip into his life for a few hours, a few days, and see for myself—not just to test if this other life is better, or to measure how our lives couldn’t be further apart because of Oliver, but also to consider what I would say to this other me were I to pay him a short visit one day.
175731.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მომეწონება? იმას თუ მოვეწონები? გავიგებთ, ასე რამ გამოგვცვალა? რა მნიშვნელობა აქვს, ოლივერი იყო თუ ვინმე სხვა, კაცი, თუ ქალი, წინა ზაფხული ჩვენთან რომ გაატარა, იქნებ მაინც ერთ პიროვნებას წარმოვადგენთ?
Would I like him, would he like me, would either of us understand why the other became who he is, would either be surprised to learn that each of us had in fact run into an Oliver of one sort or another, man or woman, and that we were very possibly, regardless of who came to stay with us that summer, one and the same person still?
175732.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დედაჩემი პაველს ვერ იტანდა და მამაჩემი აიძულა, სტუდენტის რჩევა არ გაეთვალისწინებინა და აზრი შეეცვალა.
It was my mother, who hated Pavel and would have forced my father to turn down anyone Pavel recommended,who finally twisted the arm of fate.
175733.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მართალია, წინდახედული, ფრთხილი ებრაელები ვართ, მაგრამ პაველი ნამდვილი ანტისემიტია; კიდევ ერთ ანტისემიტს კი ოჯახში ვერ მივიღებო.
We may be Jews of discretion, she’d said, but this Pavel is an anti-Semite and I won’t have another anti-Semite in my house.
175734.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ეს დიალოგი კარგად მახსოვს.
I remembered that conversation.
175735.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერის სახესთან ვაიგივებდი.
It too was imprinted on the photo of his face.
175736.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ებრაელიც ყოფილა-მეთქი, გავიფიქრე.
So he’s Jewish too, I thought.
175737.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მერე მამაჩემის კაბინეტში დიდი ხნის სურვილი ავისრულე.
And then I did what I’d been meaning to do all along that night in my father’s study.
175738.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წარმოვიდგინე, თითქოს ამ ბიჭს, ვიღაც ოლივერს არ ვიცნობდი.
I pretended not to know who this chap Oliver was.
175739.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წინა შობაა!
This was last Christmas.
175740.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
პაველი გვთხოვს, მისი მეგობარი ავირჩიოთ.
Pavel was still trying to persuade us to host his friend.