მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175781.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შუადღე დერეფანში გავატარე და ლექციების შემდეგ თავზე წამოვადექი. წიგნებსა და საქაღალდეებს ალაგებდა.
I sat in his afternoon lecture hall and, after class, as he was putting away his books and packing loose sheets into a folder, I walked up to him.
175782.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმედია, მარტივად მიცნობს; თუ ვერა, ცოტას გავაწვალებ-მეთქი.
I wasn’t going to make him guess who I was, but I wasn’t going to make it easy either.
175783.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთ-ერთი სტუდენტი კითხვის დასასმელად შემორჩა.
There was a student who wanted to ask him a question.
175784.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რიგი დავიკავე.
So I waited my turn.
175785.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
როგორც იქნა, ახალგაზრდა მოსცილდა.
The student eventually left.
175786.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ალბათ აღარ გახსოვარ, – წამოვიწყე მე... თვალები მოჭუტა, გახსენებას ცდილობდა.
“You probably don’t remember me,” I began, as he squinted somewhat, trying to place me.
175787.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უეცრად მზერა ამარიდა, თითქოს იმ ამბიდან გამოვეცხადე, რომელზე საუბარიც აღარ უნდოდა.
He was suddenly distant, as if stricken by the fear that we had met in a place he didn’t care to remember.
175788.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მზაკვრული, ირონიული ღიმილი აიფარა. მზად იყო ეთქვა, უკაცრავად, სხვაში გეშლებითო.
He put on a tentative, ironic, questioning look, an uncomfortable, puckered smile, as if rehearsing something like, I’m afraid you’re mistaking me for somebody else.
175789.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია, – ღმერთო ჩემო... ელიო! წვერში ვერ გიცანიო.
Then he paused. “Good God—Elio!” It was my beard that had thrown him off, he said.
175790.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩამეხუტა და სახეზე მომეფერა, თითქოს იმაზე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ვიდრე იმ ზაფხულს.
He embraced me, and then patted my furry face several times as if I were younger than I’d even been that summer so long ago.
175791.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ისე მეხვეოდა, ვიფიქრე, იმ ღამეს ინაზღაურებს, ჩემს ოთახში რომ შემოვიდა და ქორწინების ამბები გამიზიარა-მეთქი.
He hugged me the way he couldn’t bring himself to do on the night when hestepped into my room to tell me he was getting married.
175792.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– რამდენი წელი გავიდა? – თხუთმეტი. გუშინ დავთვალე.
“How many years has it been?” “Fifteen. I counted them last night on my way here.”
175793.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა მაშინვე დავამატე: გატყუებ, ყოველთვის ვიცოდი-მეთქი.
Then I added: “Actually, that’s not true. I’ve always known.”
175794.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– თხუთმეტი! კარგად უნდა შემოგხედო...
“Fifteen it is. Just look at you!
175795.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მოდი, დასალევად წავიდეთ, ან ვივახშმოთ. ჩემს ცოლს გაგაცნობ, ბავშვებს. გთხოვ!
“Look,” he added, “come for a drink, come for dinner, tonight, now, meet my wife, my boys. Please, please, please.”
175796.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დიდი სიამოვნებით, მაგრამ...
“I’d love to—”
175797.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ოფისში რაღაც უნდა დავტოვო და გავიდეთ. ავტომანქანამდე არაჩვეულებრივი მისასვლელია.
“I have to drop something in my office, and off we go. It’s a lovely walk along to the parking lot.”
175798.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ვერ მიმიხვდი... ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია.
“You don’t understand. I’d love to. But I can’t.”
175799.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვგულისხმობდი: თავისუფალი ვარ, მაგრამ ამის ძალა არ მეყოფა-მეთქი.
The “can’t” did not mean I wasn’t free to visit him but that I couldn’t bring myself to do it.
175800.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ქაღალდებს ტყავის ჩანთაში ალაგებდა და თვალს არ მაცილებდა.
He looked at me as he was still putting away his papers in the leather bag.