მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175801.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ვერ მაპატიე, არა?
“You never did forgive me, did you?”
175802.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გაპატიე? რა იყო საპატიებელი? პირიქით, შენი მადლიერი ვარ. მხოლოდ კარგი მახსოვს.
“Forgive? There was nothing to forgive. If anything, I’m grateful for everything. I remember good things only.”
175803.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ეს ფრაზა ფილმებიდან ვისწავლე.
I had heard people say this in the movies.
175804.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
პერსონაჟები მარტივად იჯერებდნენ...
They seemed to believe it.
175805.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– აბა, რა ხდება? – მკითხა მან.
“Then what is it?” he asked.
175806.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საკლასო ოთახიდან გავედით და სასადილოში შევედით. აღმოსავლეთ სანაპიროს მსუყე შემოდგომის დაისმა გორაკები ნარინჯისფერი სხივებით მოფინა.
We were leaving his classroom and stepped into the commons where one of those long, languorous autumnal sunsets on the East Coast threw luminous shades of orange over the adjoining hills.
175807.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
როგორ ავუხსნიდი, ან ჩემს თავს როგორ გამოვუტყდებოდი, მის სახლში მისვლა და ოჯახის გაცნობა რატომ არ შემეძლო?
How was I ever going to explain to him, or to myself, why I couldn’t go to his home and meet his family, though every part of me was dying to?
175808.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა: ოლივერის ცოლი; ოლივერის შვილები; ოლივერის შინაური ცხოველები; ოლივერის კაბინეტი, მაგიდა, წიგნები, სამყარო, ცხოვრება...
Oliver wife. Oliver sons. Oliver pets. Oliver study, desk, books, world, life.
175809.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რას ველოდი?!
What had I expected?
175810.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩახუტებას, ხელის ჩამორთმევას, ზედაპირულ მოკითხვასა და საზარელ სიტყვას: დროებით?!
A hug, a handshake, a perfunctory hail-fellow well-met, and then the unavoidable Later!?
175811.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მის ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობამ დამაფრთხო: ზედმეტად ნამდვილი, მოულოდნელი და ხელშესახებია... ამისთვის მზად არ ვიყავი!
The very possibility of meeting his family suddenly alarmed me—too real, too sudden, too in-my-face, not rehearsed enough.
175812.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩვენი ურთიერთობა მარადიულ წარსულში დავტოვე. საყინულეში შემოდებული საყვარელი მოგონებებითა და ნაფტალინით შევკმაზე, როგორც წყეული სამკაული, ძველი საღამოების მოჩვენებებით რომ მაშინებდა.
Over the years I’d lodged him in the permanent past, my pluperfect lover, put him on ice, stuffed him with memories and mothballs like a hunted ornament confabulating with the ghost of all my evenings.
175813.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხანდახან ბუხრის თავიდან ჩამოვიღებ, მტვერს გადავწმენდ, ხელში შევათამაშებ და ძველ ადგილზე ვაბრუნებ.
I’d dust him off from time to time and then put him back on the mantelpiece.
175814.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერი არც დედამიწას ეკუთვნის, აღარც სიცოცხლეს.
He no longer belonged to earth or to life.
175815.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ დავინახავ, ცხოვრების როგორი განსხვავებული გზები ავირჩიეთ; ყველაზე მეტად დანაკარგის შეგრძნება მომსპობს: დანაკარგის, რომელზე ფიქრიც ვერაფერს გიშავებს, მაგრამ თუ სადმე გადაეყარე – ბოლოს მოგიღებს. იქნებ ნოსტალგიაც ეს არის: დავიწყების მტანჯველი სევდა.
All I was likely to discover at this point wasn’t just how distant were the paths we’d taken, it was the measure of loss that was going to strike me—a loss I didn’t mind thinking about in abstract terms but which would hurt when stared at in the face, the way nostalgia hurts long after we’ve stopped thinking of things we’ve lost and may never have cared for.
175816.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ მისი ოჯახის მშურდა; იმ ცხოვრების, ჩემ გარეშე რომ მოიწყო და მე არ მეწერა.
Or was it that I was jealous of his family, of the life he’d made for himself, of the things I never shared and couldn’t possibly have known about?
175817.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რა ენატრებოდა, რა უყვარდა, რა დაკარგა, გული ვინ გაუტეხა; რამდენი ხალხი იქნება, მე რომ არ მცოდნია და ვერასდროს გავიცნობ.
Things he had longed for, loved, and lost, and whose loss had crushed him, but whose presence in his life, when he had them, I wasn’t there to witness and wouldn’t know the first thing about.
175818.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მასთან არ ვყოფილვარ, როცა საგნები შეიყვარა, რაღაცით დაინტერესდა, მერე გულიდან ამოიშალა.
I wasn’t there when he’d acquired them, wasn’t there when he’d given them up.
175819.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ნუთუ ყველაფერს ვართულებ?
Or was it much, much simpler?
175820.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რისთვის მოვედი?! რომ გავიგო, რას ვგრძნობ, მისი მოგონება ისევ თუ ცოცხლობს.
I had come to see if I felt something, if something was still alive.