მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175821.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველაზე ცუდი ის არის, რომ არაფრის აღდგენა არ მინდოდა.
The trouble was I didn’t want anything to be alive either.
175822.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წლების განმავლობაში, როცა ოლივერს ვიგონებ, ჩვენს სახლსა თუ რომში გატარებულ უკანასკნელ დღეებზე ვფიქრობ და მხოლოდ ორი სცენა მახსენდება: აივანი და ჯოჯოხეთური ტკივილი, ან სანტა მარია დელ-ანიმა, სადაც კედელზე ამაყუდა, მაკოცა და უფლება მომცა, წელზე ფეხით შემოვხვეოდი.
All these years, whenever I thought of him, I’d think either of B. or of our last days in Rome, the whole thing leading up to two scenes: the balcony with its attendant agonies and via Santa Maria dell’Anima, where he’d pushed me against the old wall and kissed me and in the end let me put one leg around his.
175823.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყოველ ჯერზე, როცა რომში ჩავდივარ, ამ მოედანს მოვინახულებ ხოლმე.
Every time I go back to Rome, I go back to that one spot.
175824.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველაფერი ცოცხლად დამიდგება თვალწინ, თითქოს ნამდვილია, სუნთქავს, თითქოს ედგარ ალან პოს მოთხრობაში მოპარული გული მიწაში ღრმად ჩაეფლოთ, მაგრამ ხმამაღლა ფეთქავდა, მახსენებდა, რომ სწორედ აქ და ამ ადგილას აღმოვაჩინე ის სამყარო, რომელში შებიჯებაც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე.
It is still alive for me, still resounds with something totally present, as though a heart stolen from a tale by Poe still throbbed under the ancient slate pavement to remind me that, here, I had finally encountered the life that was right for me but had failed to have.
175825.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ნიუ-ინგლენდში ოლივერის ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენდი.
I could never think of him in New England.
175826.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
როცა ცოტა ხნით სასწავლებლად აქეთ გადმოვბარგდი, მისგან ორმოცდაათ მილში ვცხოვრობდი, მაგრამ ასე მეგონა, ოლივერი სადღაც იტალიაში დავტოვე, უხილავი და მიუწვდომელი.
When I lived in New England for a while and was separated from him by no more than fifty miles, I continued to imagine him as stuck in Italy somewhere, unreal and spectral.
175827.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შემეძლო წლების წინ დავსხმოდი თავს, რა მნიშვნელობა აქვს, ცოლი შეირთო თუ არა. თურმე მთელი ეს დრო უხილავად და მიუწვდომლად მე ვცხოვრობდი.
I could easily have thrust myself on him years ago, married or unmarried—unless it was I who, despite all appearances, had all along been unreal and spectral myself.
175828.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ უფრო ცბიერი მიზნები მამოძრავებდა?
Or had I come with a far more menial purpose?
175829.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა მარტოხელა ყოფილიყო, რომელიც სულ მე მელოდა და ერთი სული ჰქონდა ქალაქ ბ.-ში დაბრუნებულიყო?
To findhim living alone, waiting for me, craving to be taken back to B.?
175830.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჰო, ორივენი ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავით შეერთებულნი და სულით ხორცამდე პიავეს ქანდაკებასთან მიბრუნებას ვლამობდით.
Yes, both our lives on the same artificial respirator, waiting for that time when we’d finally meet and scale our way back to the Piave memorial.
175831.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მოულოდნელად აღმომხდა: – სიმართლე გითხრა, მეშინია, რომ გრძნობები არ გამნელებია. შენი ოჯახის გაცნობას მირჩევნია განცდები ჩავიკლა.
And then it came out of me: “The truth is I’m not sure I can feel nothing. And if I am to meet your family, I would prefer not to feel anything.”
175832.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დრამატული სიჩუმე ჩამოვარდა.
Followed by a dramatic silence.
175833.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– იქნებ ძველებურად მიყვარხარ. სიმართლეს ვეუბნებოდი?
“Perhaps it never went away.” Was I speaking the truth?
175834.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუ დაძაბული და ფაქიზი წამი დამიდგა, რომ ის გამემხილა, რაშიც საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი?
Or was the moment, tense and delicate as it was, making me say things I’d never quite admitted to myself and could still not wager were entirely true?
175835.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ ძველებურად მიყვარხარ-მეთქი, გავუმეორე.
“I don’t think it went away,” I repeated.
175836.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– კარგი, – თქვა მან.
“So,” he said.
175837.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მხოლოდ ამ სიტყვას შეეძლო შეეჯამებინა ჩემი განცდები.
His so was the only word that could sum up my uncertainties.
175838.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ სულ სხვას გულისხმობდა: მერე?
But perhaps he had also meant So?
175839.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თითქოს სულ არ უკვირდა, რომ წლების მერეც ძველებურად მენატრებოდა?
as though to question what could possibly have been so shocking about still wanting him after so many years.
175840.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– კარგი, – გავიმეორე მე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცნობი ადამიანის სევდასა და ახირებაზე ვსაუბრობდით.
“So,” I repeated, as though referring to the capricious aches and sorrows of a fussy third party who happened to be me.