მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175881.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მზის ლაქები.
Sunspots.
175882.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გული მომიკვდა. მინდოდა, თითოეული მათგანი დამეკოცნა.
They broke my heart, and I wanted to kiss each and every one away.
175883.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ახალგაზრდობა მზის გულზე გავატარე. რატომ გიკვირს?! ასაკი მემატება.
Too much sun in my salad days. Besides, it shouldn’t be so surprising. I’m getting on.
175884.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სამ წელიწადში ჩემი უფროსი ვაჟი იმხელა იქნება, რამხელაც შენ... იმ ელიოს ჩემი შვილი უფრო ჰგავს, ვიდრე შენ, როცა ერთად ვიყავით. უცნაურია და საზარელი!
In three years, my elder son will be as old as you were then—in fact, he’s closer to the person you were when we were together than you are to the Elio I knew then. Talk about uncanny.
175885.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამას ეძახი? როცა ერთად ვიყავით?
Is that what you call it, when we were together? I thought.
175886.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ძველი ქალაქის სასტუმროში წყნარი ადგილი მოვძებნეთ, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა; ყვავილების ბაღი ჩვენ თვალწინ იფურჩქნებოდა.
In the bar of the old New England hotel, we found a quiet spot overlooking the river and a large flower garden that was very much in bloom that month.
175887.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ორი მარტინი შევუკვეთეთ. ოლივერმა თქვა, თუ შეიძლება, „ბომბეის საფირონი“ გამოიყენეთო. ნალის ფორმის სავარძელზე უხერხულად ახლოს ვისხედით, როგორც ორი ქმარი, მდუმარედ რომ იცქირებიან, სანამ მათი მეუღლეები ტუალეტში თავს იწესრიგებენ.
We ordered two martinis— Sapphire gin, he specified—and sat close together in the horseshoe-shaped booth, like two husbands who are forced to sit uncomfortably close while their wives are in the powder room.
175888.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– რვა წელიწადში ორმოცდაშვიდი წლის ვიქნები, შენ – ორმოცის. იქიდან ხუთ წელში მე ორმოცდათორმეტის გავხდები, შენ – ორმოცდახუთის. ვახშამზე მაშინაც დამპატიჟებ?
“In another eight years, I’ll be forty-seven and you forty. Five years from then, I’ll be fifty-two and you forty-five. Will you come for dinner then?”
175889.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– აუცილებლად. გპირდები.
“Yes. I promise.”
175890.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– იმის თქმა გინდა, რომ მხოლოდ მაშინ მნახავ, როცა დაბერდები და სხვისი აზრები არ შეგაწუხებს. როცა შვილებს გავუშვებ. ან ბაბუა გავხდები. წარმომიდგენია, საღამოს ჩამოვსხდებით და ძლიერ ბრენდის დავლევთ, როგორც მამაშენის საყვარელ გრაპას, ვახშმის შემდეგ რომ ჩამოარიგებდა ხოლმე.
“So what you’re really saying is you’ll come only when you think you’ll be too old to care. When my kids have left. Or when I’m a grandfather. I can just see us—and on that evening, we’ll sit together and drink a strong eau-de-vie, like the grappa your father used to serve at night sometimes.”
175891.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– და ორ ახალგაზრდას გავიხსენებთ, რამდენიმე კვირით ბედნიერება რომ იპოვეს, დანარჩენი სიცოცხლე კი ამ განცდების მოგონებებში გალიეს; ეშინოდათ, ბედნიერების ფიალა ერთბაშად არ გამოვცალოთო და ხანდახან, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ეწაფებოდნენ.
“And like the old men who sat around the piazzetta facing the Piave memorial, we’ll speak about two young men who found much happiness for a few weeks and lived the remainder of their lives dipping cotton swabs into that bowl of happiness, fearing they’d use it up, without daring to drink more than a thimbleful on ritual anniversaries.”
175892.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა მეთქვა, ეს ამბავი მოხდა და დროს უკან ვერავინ დააბრუნებს-მეთქი.
But this thing that almost never was still beckons, I wanted to tell him.
175893.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვერავინ წაშლის, ვერც გადარეცხავს, ან გამოაშრობს... ბედნიერების წამი მარადიულობაში გაიჭედა, როგორც ციცინათელებით მოწინწკლული მინდორი ზაფხულში, რომელიც ყოველთვის შეგახსენებს: შეგეძლო ასე გეცხოვრა.
They can never undo it, never unwrite it, never unlive it, orrelive it—it’s just stuck there like a vision of fireflies on a summer field toward evening that keeps saying, You could have had this instead.
175894.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უკან დაბრუნება ტყუილი იქნება.
But going back is false.
175895.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვერც წინ წავალთ.
Moving ahead is false.
175896.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სხვა გზის მოძებნას აზრი არ აქვს.
Looking the other way is false.
175897.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამდენი სიყალბით თავის დამშვიდებაც სიცრუეა.
Trying to redress all that is false turns out to be just as false.
175898.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დუმილი ჩამოვარდა.
Silence.
175899.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ღმერთო, როგორ შურდათ ჩვენი იქ, რომში, პირველ საღამოს, ვახშამზე, – მითხრა მან, – ყველა ჩვენ მოგვაშტერდა: ახალგაზრდა, მოხუცი, კაცი თუ ქალი, თითოეული მათგანი თვალს არ გვაცილებდა, რადგან იღბლიანები ვეგონეთ. – ჩვენზე მეტს ხვდებოდნენ.
“God, the way they envied us from across the dinner table that first night in Rome,” he said. “Staring at us, the young, the old, men, women—every single one of them at that dinner table—gaping at us, because we were so happy.
175900.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მომავალში, საღამოს ერთად ჩამომსხდარი ჩვენს თავს ისე გავიხსენებთ, როგორც ორ ახალგაზრდას, მატარებელში რომ გავიცანით; უცნობ წყვილს გზადაგზა ხელს ვუმართავდით, ვეხმარებოდით... იქნებ ჩვენს განცდასაც შური დავარქვათ, რადგან სინანული გულს მოგვიკლავს.
“And on that evening when we grow older still we’ll speak about these two young men as though they were two strangers we met on the train and whom we admire and want to help along. And we’ll want to call it envy, because to call it regret would break our hearts.”