მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175961.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხანდახან საშინელი მოლანდება შემომიჩნდება ხოლმე, თითქოს ჩემს ძველ სახლში ვარ, ზღვას გადავყურებ, ტალღების ხმაში მესმის: წუხელ დაიხრჩო.
Sometimes I have this awful picture of waking up in our house in B. and, looking out to the sea, hearing the news from the waves themselves, He died last night.
175962.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რამდენი წუთი გამოვტოვეთ.
We missed out on so much.
175963.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ღრმა ძილით გვეძინა.
It was a coma.
175964.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხვალიდან ორივე ამ ძილს მივუბრუნდებით.
Tomorrow I go back to my coma, and you to yours.
175965.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა! შენ ხომ ამას ღრმა ძილს არ ეძახი...
Pardon, I didn’t mean to offend—I am sure yours is no coma.
175966.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– სხვა განზომილებაში ცხოვრება.
“No, a parallel life.”
175967.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ალბათ ყველა ცხოვრებისეული სევდა ერთდროულად მომერია.
Maybe every other sorrow I’d known in life suddenly decided to converge on this very one.
175968.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავს უნდა მოვერიო! გავმაგრდე.
I had to fight it off.
175969.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ის თუ ვერ ამჩნევს, თავის ტკივილს შეჰგუებია.
And if he didn’t see, it’s probably because he himself was not immune to it.
175970.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უეცრად გამახსენდა და ვკითხე, თომას ჰარდის „ყველაზე საყვარელი“ თუ ჰქონდა წაკითხული.
On a whim, I asked him if he’d ever read a novel by Thomas Hardy called The Well-Beloved.
175971.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არაო.
No, he hadn’t.
175972.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთ კაცზეა. ქალი შეუყვარდება, რომელიც მიატოვებს და წლების მერე კვდება.
About a man who falls in love with a woman who, years after leaving him, dies.
175973.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
კაცი მის სახლში მიდის, გარდაცვლილი სატრფოს ქალიშვილს ხვდება და ის შეუყვარდება. ახალი საყვარლის დაკარგვის შემდეგ მის ქალიშვილს ხვდება; კიდევ ერთი თავგადასავალი.
He visits her house and ends up meeting her daughter, with whom he falls in love, and after losing her as well, many years later, runs into her daughter, with whom he falls in love.
175974.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნეტავ განცდები თავისით ქრება თუ თაობებს გადაეცემა?
“Do these things die out on their own or do some things need generations and lifetimes to sort themselves out?”
175975.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არ მინდა ჩემი ვაჟი ლოგინში ჩაგიწვეს; არც ის მინდა წარმოვიდგინო, შენი შვილი, თუ გეყოლება, მისი სატრფო გახდეს. გაგვეცინა.
“I wouldn’t want one of my sons in your bed, any more than I’d like yours, if you were to have one, in my son’s.” We chuckled.
175976.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ხშირად ჩვენს მამებზე ვფიქრობ.
“I wonder about our fathers, though.”
175977.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩაფიქრდა, მერე გაეღიმა.
He thought for a while, then smiled.
175978.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ცუდ ამბავს შენი შვილის წერილი გამაგებინებს: ჰო, მართლა! აქვე დავურთე მამაჩემის ჩარჩოში ჩასმული ღია ბარათი, რომელიც თქვენ დაგიტოვათ. არც ასეთ ბარათზე მინდა პასუხის გაცემა: როცა გნებავთ, გვესტუმრეთ. უნდოდა, ერთი ღამე მის საძინებელში გაგეტარებინათ. დამპირდი, რომ ამას არ იზამ.
“What I don’t want is to receive a letter from your son with the bad news: And by the way, enclosed please find a framed postcard my father asked me to return to you. Nor do I want to answer with something like: You can come whenever you please, I am sure he would have wanted you to stay in his room. Promise me it won’t happen.”
175979.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გპირდები.
“Promise.”
175980.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ღია ბარათს უკან რა მიაწერე?
“What did you write on the back of the postcard?”