მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176021.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მაშინვე მიხვდა.
He understood.
176022.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
დასევდიანდა.
It saddened him.
176023.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ძველ ოთახში? – ვკითხე მე.
“Old room?” I asked.
176024.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ძველ ოთახში, – მიპასუხა მან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ მომწერა.
“Old room,” he confirmed, even though we’d arranged everything by e-mail already.
176025.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– კარგი, მაშინ ძველ ოთახში ავიტან.
“Old room it is, then.”
176026.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზედა სართულზე მასთან ერთად ასვლა არ მინდოდა. სული მოვითქვი, როცა სამზარეულოდან ტაქსის ხმაზე გამოცოცხლებული მაფალდა და მანფრედი გამოცვივდნენ.
I wasn’t eager to go upstairs with him and was relieved to see Manfredi and Mafalda shuffle out of the kitchen to greet him as soon as they’d heard his taxi.
176027.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ცოლ-ქმრის უშუალო ჩახუტებამ და გაუთავებელმა კოცნამ ის უხერხულობა გაფანტა, მის ჩამოსვლას რომ მოჰყვა.
Their giddy hugs and kisses defused some of the uneasiness I knew I’d feel as soon as he’d settled down in our house.
176028.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმედი მქონდა, მხიარულება კიდევ ერთ საათს გასტანდა.
I wanted their overexcited welcome to last well into the first hour of his stay.
176029.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოღონდ ერთმანეთის პირისპირ ნუ დავსხდებით, ყავას მოვწრუპავთ და ორ გარდაუვალ სიტყვას ვიტყვით: ოცი წელი.
Anything to prevent us from sitting face-to-face over coffee and finally speaking the unavoidable two words: twenty years.
176030.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მის ნივთებს შესასვლელში დავტოვებდით. საძინებელში მანფრედი აიტანდა. მე და ოლივერი კი სახლსა და ეზოს დავათვალიერებდით.
Instead, we’d leave his things in the foyer and hope Manfredi would bring them upstairs while Oliver and I took a quick walk around the house.
176031.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიცი, ერთი სული გაქვს ნახო-მეთქი, ვეტყოდი, და ბაღში შევიყვანდი, მოაჯირთან მივიდოდით და ზღვას გადავხედავდით.
“I’m sure you’re dying to see,” I’d say, meaning the garden, the balustrade, and theview of the sea.
176032.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უკან გავიდოდით, აუზს მოვივლიდით, სასტუმრო ოთახში შევბრუნდებოდით, სადაც ფორტეპიანო იდგა და ბოლოს დერეფანში დაბრუნებულები აღმოვაჩენდით, რომ მანფრედმა მისი ნივთები მართლაც ზემოთ აიტანა.
We’d work our way behind the pool, back into the living room where the old piano stood next to the French windows, and finally we would return to the foyer and find that his things had indeed already been carried upstairs.
176033.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა დარწმუნებულიყო, რომ მისი წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, სამოთხე თავის ადგილას დარჩა, პლაჟზე ჩასასვლელი პატარა კარიბჭე ძველებურად ჭრიალებდა, მთელი სამყარო უცვლელია, მხოლოდ ვიმინი, ანკისე და მამაჩემი გამოგვეცალნენ ხელიდან.
Part of me might want him to realize that nothing had changed since he’d been here last, that the orle of paradise was still there, and that the tilting gate to the beach still squeaked, that the world was exactly as he’d left it, minus Vimini, Anchise, and my father.
176034.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ასე მინდოდა დავხვედროდი!
This was the welcoming gesture I meant to extend.
176035.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, გულის სიღრმეში იმასაც ვნატრობდი, მიხვდეს, რომ ერთმანეთის მოკითხვას აზრი აღარ აქვს, ცხოვრება უერთმანეთოდ გავლიეთ და საერთოც აღარაფერი დაგვრჩა.
But another part of me wanted him to sense there was no point trying to catch up now—we’d traveled and been through too much without each other for there to be any common ground between us.
176036.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ მინდოდა სინანული ეგრძნო, წარსული გამოეგლოვა; ამ დროს კი გულს გადავუშლიდი და გავახსენებდი, რომ მე არაფერი დამვიწყებია.
Perhaps I wanted him to feel the sting of loss, and grieve. But in the end, and by way of compromise, perhaps, I decided that the easiest way was to show I’d forgotten none of it.
176037.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვანიშნე, ძველ სადგურზე ჩაგიყვან-მეთქი, როგორც მაშინ, ორი ათწლეულის წინ.
I made a motion to take him to the empty lot that remained as scorched and fallow as when I’d shown it to him two decades before.
176038.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წინადადება დამთავრებული არ მქონდა, გამაწყვეტინა, ნანახი მაქვსო.
I had barely finished my offer—“Been there, done that,” he replied.
176039.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამგვარად მახსენებდა, არც მე დამვიწყებიაო.
It was his way of telling me he hadn’t forgotten either.
176040.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ბანკში გავლა ხომ არ გირჩევნია?
“Maybe you’d prefer to make a quick stop at the bank.”