მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176001.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წყლის მეორე ნაპირიდან სინათლის სხივები ციმციმებდა. ვან გოგის ნახატი გამახსენდა: ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე.
The mottled lights from across the other bank beamed on the water, reminding me of Van Gogh’s Starlight Over the Rhone.
176002.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჰაერში შემოდგომისა და დაუსრულებელი საშინაო დავალების სურნელი ტრიალებს. ახალი სასწავლო წელი იწყება, ზაფხულს კი თხელი ბურუსი გადაეკრა; სასიამოვნო თვეების მოგონება მზის ჩასვლასთან ერთად ჩაქრება.
Very autumnal, very beginning of school year, very Indian summer, and as always at Indian summer twilight, that lingering mix of unfinished summer business and unfinished homework and always the illusion of summer months ahead, which wears itself out no sooner than the sun has set.
176003.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შევეცადე მისი ბედნიერი ოჯახი წარმომედგინა: ბავშვები დავალებებს ასრულებენ, ან საღამოს მუსიკის გაკვეთილებიდან მოჩანჩალებენ, ფეხებს მტკიცედ და უხეშად მოაბაკუნებენ. გონებაში ათასმა გაზეპირებულმა კადრმა გამიელვა.
I tried to picture his happy family, boys immersed in homework, or lumbering back from late practice, surly, ill tempered thumping with muddied boots, every cliché racing through my mind.
176004.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იტალიაში ამ კაცის სახლში ვცხოვრობდი, ეტყოდა ოლივერი; მოზარდები კი ფეხზე დაიკიდებდნენ უცხო სტუმარსაც და მის ვილასაც იტალიაში. ასე რომ ეთქვა: ჰო, მართლა, ეს კაცი თქვენს ასაკში ყოველ დილით „ქრისტეს უკანასკნელი შვიდი სიტყვის“ ნოტების გადაწერაში ატარებდა, ღამით ჩემს საძინებელში იპარებოდა და გიჟებივით ვტყნაურობდით.
This is the man whose house I stayed in when I lived in Italy, he’d say, followed by grumpy harrumphs from two adolescents who couldn’t be bothered by the man from Italy or the house in Italy, but who’d reel in shock if told, Oh, and by the way, this man who was almost your age back then and who spent most of his days quietly transcribing The Seven Last Words of Christ each morning would sneak into my room at night and we’d fuck our brains out.
176005.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხელი ჩამოართვით და თბილად უმასპინძლეთ.
So shake hands and be nice.
176006.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წარმოვიდგინე, ღამით ნიუ-ინგლენდის პატარა სასტუმროში მანქანით მარტო როგორ დავბრუნდებოდი, მდინარის ნაპირს იმედის თვალით გავხედავდი, რომ ორივეს ქალაქ ბ.-ს ყურე გაგვახსენდა, ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე“, კლდის ლოდებზე ჩამომჯდარს რომ მივეპარე და ყელში ვაკოცე, ვიწრო ბილიკზე მიმავლები კი იმას ვფიქრობდით, განშორება როგორ გადაგვედო.
Then I thought of the drive back, late at night, along the starlit river to this rickety antique New England hotel on a shoreline that I hoped would remind us both of the bay of B., and of Van Gogh’s starry nights, and of the night I joined him on the rock and kissed him on the neck, and of the last night when we walked together on the coast road, sensing we’drun out of last-minute miracles to put off his leaving.
176007.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წარმოვიდგინე, მის მანქანაში ვზივარ და ვფიქრობ, ვინ იცის, იქნებ ორივეს გვინდა, ბარში სასმელმა მხნეობა შეგვმატოს, მაგრამ მაგიდასთან სავახშმოდ ჩამომსხდრები გულში ვილოცებდით, ნეტავ არაფერი მოხდეს, ცოტაც დავლიოთ და მხნეობა მოგვემატება...
I imagined being in his car asking myself, Who knows, would I want to, would he want to, perhaps a nightcap at the bar would decide, knowing that, all through dinner that evening, he and I would be worrying about the same exact thing, hoping it might happen, praying it might not, perhaps a nightcap would decide;
176008.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველაფერს მის სახეზე ამოვიკითხავ! ღვინის ბოთლს გახსნის, ან მუსიკას გამოცვლის, გამომხედავს და მიხვდება, მეც იმას ვფიქრობ. მეუღლეს სასმისს შეუვსებს, თავისთვის დაისხამს, მე მომიბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ის ყოველთვის უფრო მე იყო, ვიდრე მე ვიყავი მე, როცა წლების წინ ლოგინში ის ელიოდ იქცა, მე – ოლივერად, წლების შემდეგაც, მთავარ გზატკეცილზე, შესახვევებში დაკარგვის შემდეგ, ის იქნებოდა ჩემი ერთადერთი ძმა, მეგობარი, მამა, ვაჟი, მეუღლე, საყვარელი და მე.
I could just read it on his face as I pictured him looking away while uncorking a bottle of wine or while changing the music, because he too would catch the thought racing through my mind and want me to know he was debating the exact same thing, because, as he’d pour the wine for his wife, for me, for himself, it would finally dawn on us both that he was more me than I had ever been myself, because when he became me and I became him in bed so many years ago, he was and would forever remain, long after every forked road in life had done its work, my brother, my friend, my father, my son, my husband, my lover, myself.
176009.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ერთად გატარებულ ზაფხულის კვირებში ჩვენ ორის ცხოვრება ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ჩვენ კი მდინარის მეორე ნაპირზე გავედით, სადაც დრო წყდება, ციდან სამოთხე ეშვება და უფალი იმ სიამოვნებას გვიბოძებს, რომელიც დაბადებიდან ჩვენ გვეკუთვნოდა.
In the weeks we’d been thrown together that summer, our lives had scarcely touched, but we had crossed to the other bank, where time stops and heaven reaches down to earth and gives us that ration of what is from birth divinely ours.
176010.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სხვა მხარეს გავიხედეთ.
We looked the other way.
176011.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ამის გარდა, ყველაფერზე ვისაუბრეთ.
We spoke about everything but.
176012.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, ყოველთვის ვიცოდით! დღეს ხმის ვერ ამოღება არაფერს შეცვლის.
But we’ve always known, and not saying anything now confirmed it all the more.
176013.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვარსკვლავებს შევეჭიდეთ; მე და შენ.
We had found the stars, you and I.
176014.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ეს კი ცხოვრებაში ერთხელ ხდება.
And this is given once only.
176015.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
წინა წელს, როგორც იქნა, დაბრუნდა.
Last summer he finally did come back.
176016.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რომიდან მენტონში მიემგზავრებოდა. ერთი ღამით გვეწვია.
It was for an overnight visit, on his way from Rome to Menton.
176017.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხეებს მიღმა ტაქსი ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ოცი წლის წინ.
He arrived by cab down the tree-lined driveway, where the car stopped more or less where it had stopped twenty years before.
176018.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მანქანიდან მხიარულად გადმოხტა: ლეპტოპი, სპორტული ჩანთა და უზარმაზარი, შეფუთული ყუთი: საჩუქარი!
He sprang out with his laptop, a huge athletic duffel bag, and a large gift-wrapped box, obviously a present.
176019.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ეს დედაშენსო, მომაძახა, როცა ჩემი მზერა შენიშნა.
“For your mother,” he said when he caught my glance.
176020.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გირჩევ, წინასწარ უთხრა, რა გიდევს, – ვუთხარი მე, მის ნივთებს შესასვლელში ვალაგებდი, – აღარავის ენდობა.
“Better tell her what’s in it,” I said as soon as I helped put his things down in the foyer. “She suspects everyone.”