მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176061.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
საუკეთესო დღეს გვესტუმრა.
He had come on the right day.
176062.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არანაირი ღრუბელი, ტალღა, ნიავი...
Not a cloud, not a ripple, not a stir in the wind.
176063.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დამავიწყდა, როგორ მიყვარდა აქაურობა. ზუსტად ასეთი მახსოვს. შუადღისას ნამდვილი ედემია.
“I’d forgotten how much I loved this place. But this is exactly how I remember it. At noon it’s paradise.”
176064.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
არ გავაწყვეტინე.
I let him talk.
176065.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მომწონდა, ყურეს როგორ ხარბად ათვალიერებდა.
It was good to see his eyes drift into the offing.
176066.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იქნებ მასაც უჭირდა ჩემთვის თვალებში ჩახედვა.
Perhaps he too wanted to avoid the face-to-face.
176067.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ანკისე? – როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
“And Anchise?” he finally asked.
176068.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– კიბომ შეიწირა. საბრალო კაცი. მეგონა, საშინლად მოხუცი იყო. ორმოცდაათი წლის ყოფილა.
“We lost him to cancer, poor man. I used to think he was so old. He wasn’t even fifty.”
176069.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– აქაურობაზე ჭკუას კარგავდა... ბაღი, ხეხილი.
“He too loved it here—him and his grafts and his orchard.”
176070.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ბაბუაჩემის საძინებელში გარდაიცვალა.
“He died in my grandfather’s bedroom.”
176071.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ისევ დუმილი.
Silence again.
176072.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა დამეყოლებინა, ჩემი ძველი ოთახიმეთქი, მაგრამ გადავიფიქრე.
I was going to say My old room, but I changed my mind.
176073.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– გიხარია, რომ დაბრუნდი? მაშინვე მიხვდა, რას ვგულისხმობდი.
“Are you happy you’re back?” He saw through my question before I did.
176074.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– შენ თუ გიხარია? – კითხვა დამიბრუნა.
“Are you happy I’m back?” he retorted.
176075.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გავხედე. მისი აღარ მეშინოდა, მაგრამ საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
I looked at him, feeling quite disarmed, though not threatened.
176076.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
იმ ბიჭს ვგავდი, ადვილად რომ წითლდება, მაგრამ ამის არ რცხვენია; პირიქით, გრძნობის მოთოკვა ისწავლა და შეუძლია ბოლომდე მიენდოს.
Like people who blush easily but aren’t ashamed of it, I knew better than to stifle this feeling, and let myself be swayed by it.
176077.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ხომ იცი, რომ მიხარია. შეიძლება საჭიროზე მეტადაც.
“You know I am. More than I ought to be, perhaps.”
176078.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მეც... ყველაფერს მივხვდი.
“Me too.” That said it all.
176079.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– წამოდი, იმ ადგილს განახვებ, სადაც მამაჩემის ფერფლი დავმარხეთ.
“Come, I’ll show you where we buried some of my father’s ashes.”
176080.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
უკანა ეზოს კიბით ბაღში ჩავედით, სადაც ადრე სასაუზმე მაგიდა იდგა.
We walked down the back stairwell into the garden where the old breakfast table used to be.