მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176041.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხმამაღლა გაეცინა.
He burst out laughing.
176042.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ნაძლევს ჩამოვალ, ჩემი ანგარიში დღემდე არ დაუხურავთ.
“I’ll bet you they never closed my account.”
176043.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– თუ დრო გექნება და არ დაიზარებ, სამრეკლოზე ავიდეთ. ის ადგილი არ მოგინახულებია.
“If we have time, and if you care to, I’ll take you to the belfry. I know you’ve never been up there.”
176044.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– სიკვდილის ქარაფი? გავუღიმე.
“To-die-for?” I smiled back.
176045.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩვენი ზედმეტსახელიც ახსოვდა.
He remembered our name for it.
176046.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
შიდა ეზოში გავედით და უზარმაზარ სილურჯეს გადავხედეთ. ოლივერი მოაჯირს დაეყრდნო და ყურე მოათვალიერა.
As we toured the patio overlooking the huge expanse of blue before us, I stood by and watched him lean on the balustrade overlooking the bay.
176047.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ქვევით მისი ლოდი გამოჩნდა. ზედ წამოსკუპებულს რამდენი ღამე გაუტარებია? ვიმინისთან ერთად შუადღითაც იქ იჯდა და მხიარულად საუბრობდა...
Beneath us was his rock, where he sat at night, where he and Vimini had whiled away entire afternoons together.
176048.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ოცდაათი წლის გახდებოდა, – თქვა მან.
“She’d be thirty today,” he said.
176049.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ვიცი.
“I know.”
176050.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ყოველდღე მწერდა. ყოველდღე.
“She wrote to me every day. Every single day.”
176051.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თავის საყვარელ ადგილს მიაჩერდა.
He was staring at their spot.
176052.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
გამახსენდა, გოგონას ხელს როგორ ჩაჰკიდებდა და სანაპიროსკენ ფრთხილად ჩაჰყავდა.
I remembered how they’d hold hands and scamper together all the way down to the shore.
176053.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– ერთ დღეს ფოსტა არ მივიღე.
Then one day she stopped writing.
176054.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მაშინვე მივხვდი.
And I knew. I just knew.
176055.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ყველა წერილი შენახული მაქვს.
I’ve kept all her letters, you know.
176056.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ფიქრები მომერია.
I looked at him wistfully.
176057.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– შენებიც შევინახე, – მაშინვე დაამატა, გული გამომიკეთა, თუმცა ზუსტად ვერ ხვდებოდა, ამის მოსმენა თუ მსიამოვნებდა.
“I’ve kept yours too,” he immediately added, to reassure me, though vaguely, not knowing whether this was something I wanted to hear.
176058.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემი ჯერი დადგა: – წერილებს მეც ვინახავდი. კიდევ ერთ რამეს... შეიძლება განახვო. სხვა დროს.
It was my turn. “I have all of yours too. And something else as well. Which I may show you. Later.”
176059.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ნუთუ „ფრიალა“ დაავიწყდა? იქნებ თავმდაბლობდა? ეშინოდა, გამოეხატა, რას გრძნობდა.
Did he not remember Billowy, or was he too modest, too cautious, to show he knew exactly what I was referring to?
176060.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ისევ ზღვას გახედა.
He resumed staring into the offing.