მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176081.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მამაჩემი სულ აქ იჯდა ხოლმე. ახლა მოჩვენების ადგილს ვეძახი. თუ გახსოვს, მე იქით ვიჯექი, – ხელი აუზისკენ გავიშვირე, სადაც ადრე ხის ძველი მაგიდა მეგულებოდა.
“This was my father’s spot. I call it his ghost spot. My spot used to be over there, if you remember.” I pointed to where my old table used to standby the pool.
176082.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მეც მქონდა ადგილი? – ცალყბად გამიღიმა მან.
“Did I have a spot?” he asked with a half grin.
176083.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– შენ ყოველთვის გექნება ადგილი.
“You’ll always have a spot.”
176084.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა მეთქვა, რომ აუზი, ბაღი, სახლი, ჩოგბურთის მოედანი, მთელი ეს სივრცე და ზღვა სულ მისი იყო და ყოველთვის მისი იქნებოდა.
I wanted to tell him that the pool, the garden, the house, the tennis court, the orle of paradise, the whole place, would always be his ghost spot.
176085.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თითი მისი ოთახის დარაბებისკენ ავიშვირე.
Instead, I pointed upstairs to the French windows of his room.
176086.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მინდოდა მეთქვა, შენი თვალები სულ იქ მელოდებამეთქი, ქარში აფრიალებულ ფარდებში გაჩხერილი; მუდამ ჩემი საძინებლიდან მიმზერ, სადაც დღეს აღარავინ შედის.
Your eyes are forever there, I wanted to say, trapped in the sheer curtains, staring out from my bedroom upstairs where no one sleeps these days.
176087.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუ თბილი სიო ჩამოუბერავს, ზევით ავიხედები, ან აივანზე გავდივარ და მგონია, რომ შიგნით მელოდები, შენი სამყაროდან ჩემსაში იყურები და ამბობ, როგორც იმ ღამით, კლდის ლოდზე წამოსკუპებულმა მითხარი, იცი, აქ ბედნიერი ვიყავიო.
When there’s a breeze and they swell and I look up from down here or stand outside on the balcony, I’ll catch myself thinking that you’re in there, staring out from your world to my world, saying, as you did on that one night when I found you on the rock, I’ve been happy here.
176088.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩემგან ათასი კილომეტრით ხარ შორს, მაგრამ ამ ფანჯრებს ვუყურებ და მახსენდება საცურაო ტრუსი, მოღეღილი პერანგი, მოაჯირზე დასვენებული მკლავები და იქ ხარ, დღის პირველ სიგარეტს უკიდებ, ოცი წლის წინ, დღეს.
You’re thousands of miles away but no sooner do I look at this window than I’ll think of a bathing suit, a shirt thrown on on the fly, arms resting on the banister, and you’re suddenly there, lighting up your first cigarette of the day—twenty years ago today.
176089.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვიდრე ეს სახლი ფეხზე დგას, შენი ლანდების ადგილიც აქაა; მეც აქ ვარ. ასე მინდოდა მეთქვა...
For as long as the house stands, this will be your ghost spot—and mine too, I wanted to say.
176090.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ცოტა ხანს ჩუმად ვიდექით. ერთხელ მე და მამაჩემმა ოლივერზე ამ მაგიდასთან ვისაუბრეთ.
We stood there for a few seconds where my father and I had spoken of Oliver once.
176091.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ახლა მამაჩემზე ვსაუბრობთ მე და ოლივერი.
Now he and I were speaking of my father.
176092.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხვალ ამ წამებს გავიხსენებ და მოჩვენებებს ავუშვებ! დაე, დღის ყველაზე მოსაწყენ ნაწილში ითარეშონ.
Tomorrow, I’ll think back on this moment and let the ghosts of their absence maunder in the twilit hour of the day.
176093.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– დარწმუნებული ვარ, უნდოდა, ზაფხულის ერთ მშვენი ერ დღეს ეს მომხდარიყო.
“I know he would have wanted something like this tohappen, especially on such a gorgeous summer day.”
176094.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– მეც ასე ვფიქრობ. ფერფლის დანარჩენი ნაწილი სად მოაბნიეთ? – მკითხა მან.
“I am sure he would have. Where did you bury the rest of his ashes?” he asked.
176095.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– სად აღარ... ჰუძონში, ეგეოსში, მკვდარ ზღვაში.
“Oh, all over. In the Hudson, the Aegean, the Dead Sea.
176096.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
თუმცა, მასთან ყოფნა რომ მინდება, აქ მოვდივარ. ხმა არ ამოუღია.
But this is where I come to be with him.” He said nothing.
176097.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
რა უნდა ეთქვა?!
There was nothing to say.
176098.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– წამოდი, სანამ გადაიფიქრებ, სან ჯაკომოში წაგიყვან, – როგორც იქნა, ხმა ამოვიღე, – სადილამდე დიდი დროა. გზა ხომ არ დაგავიწყდა?
“Come, I’ll take you to San Giacomo before you change your mind,” I finally said. “There is still time before lunch. Remember the way?”
176099.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არ დამვიწყებია.
“I remember the way.”
176100.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
– არ დავიწყებია, – გავიმეორე მე...
“You remember the way,” I echoed.