მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176241.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
იმდენი ხანია ვლაპარაკობთ, ფრთები არც კი ჩამომიხსნია.
We've been talking for so long I still haven't taken my wings off."
176242.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
– ტუალეტში ჩარეცხე ისინი.
- Flush them down the toilet.
176243.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
– თუ პრეზიდენტი ვერ გახდები, შეგიძლია მებაჟეობა სცადო.
– If you don't make it to the Presidency, you can become a Customs Official.
176244.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
– გაიხსენე, ის დრო საბაჟოზე რომ გაგჩხრიკეს.
– Remember the time you were searched at Customs.
176245.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
არაფერს ჭამდი, გარდა ტკბილეულისა.
You used to eat nothing but sweets.
176246.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
შენზე მეტად ჩემს ნაცნობებში არავის უყვარს ტკბილეული.
You really have the sweetest tooth of anybody I've ever known.
176247.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
ახლა კი ნაღვლის ბუშტის პრობლემები გაქვს და ყოველთვის ჭამამდე იძულებული ხდები, ის დიდი თეთრი აბები დალიო.
Now you have gall-bladder problems and have to take those large white pills before every meal.
176248.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
როდესაც ტელეფონზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის მესმის, უკან რომელიმე ბ როგორ ყვირის, ამ Clairol 07-ის გადაგდებას ვაპირებო.
When we talk on the phone, I'm always hearing some other B yelling, in the background, I'm going to throw out the Clairol 07!
176249.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | ბ და მე
ზოგჯერ კი მინდა ჩამოგგლიჯო, მაგრამ არ შემიძლია რატომღაც.
Sometimes I'd like to pull your wig off but somehow I can't ever do it.
176250.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ე: შენი ბინა მომწონს.
A: I like your apartment.
176251.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ბავშვობისას ნერვული მოშლილობა სამჯერ დამემართა.
I had had three nervous breakdowns when I was a child.
176252.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ეს შეტევები, წმინდა ვიტუსის ცეკვა, ყოველთვის საზაფხულო არდადეგების პირველ დღეს დამეწყებოდა ხოლმე.
The attacks, St. Vitus Dance, always started on the first day of summer vacation.
176253.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მთელ ზაფხულს საწოლში ჩარლი მაკარტის თოჯინასთან ერთად ვატარებდი, რადიოს ვუსმენდი.
I would spend all summer listening to the radio and lying in bed with my Charlie McCarthy doll.
176254.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მამაჩემი ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებით ქვანახშირის მაღაროებზე, ამიტომ მას იშვიათად ვხედავდი.
My father was away a lot on business trips to the coal mines, so I never saw him very much.
176255.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
დედაჩემი თავისი მძიმე ჩეხოსლოვაკური აქცენტით მიკითხავდა ხოლმე წიგნებს.
My mother would read to me books in her thick Czechoslovakian accent.
176256.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მე კი ყოველთვის ვეუბნებოდი, დედიკო, გმადლობმეთქი, როცა დიკ ტრეისის კითხვას დაასრულებდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ სიტყვასაც ვერ გავიგებდი.
I would always say "Thanks, Mom," after she finished with Dick Tracy, even if I hadn't understood a word.
176257.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ის კი ყოველ ჯერზე „ერშის“ ფილას მაძლევდა, როცა გასაფერადებელ რვეულში ერთ გვერდს შევავსებდი.
She'd give me a "Hershey Bar" every time I finished a page in my coloring book.
176258.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
როდესაც უფროსკლასებზე ვფიქრობ, ერთადერთი რამ მახსენდება, სკოლამდე რომ გრძელ გზას გავდიოდი, იმ ჩეხური გეტოს გავლით, სადაც „ბაბუშკები“ და შარვლები გაეფინათ სარეცხის თოკებზე, მაკკისპორტში, პენსილვანიის შტატში.
When I think of my high school days, all I can remember, really, are the long walks to school, through the Czech ghetto with the "babushkas" and overalls on the clotheslines, in Mc-Keesport, Pennsylvania.
176259.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ვერ გეტყვით, რომ საოცრად პოპულარული ვიყავი, მაგრამ რამდენიმე კარგი მეგობარი მყავდა.
I wasn't amazingly popular, but I had some nice friends.
176260.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ძალიან ახლო ურთიერთობა არც ერთთან არ მქონია, თუმცა, მგონი, მსურდა კიდეც ასე ყოფილიყო იმიტომ, რომ როცა ვხედავდი სხვა ბავშვები როგორ უყვებოდნენ ერთმანეთს თავიანთი პრობლემების შესახებ, თავს გარიყულად ვგრძნობდი.
I was't very close to anyone although I guess I wanted to be, because when I would see the kids telling one another their problems, I felt left out.