მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176261.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
გულს მე არავინ მიშლიდა, როგორც ვხვდები, ისეთი ვინმე არ ვიყავი, ვისაც სურს რამე გაუმხილონ.
No one confided in me, I wasn't the type they wanted to confide in, I guess.
176262.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ყოველდღე ხიდზე გადავდიოდით, რომლის ქვემოთაც ნახმარი პრეზერვატივები ეყარა.
We passed a bridge every day and underneath were used prophylactics.
176263.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობდი, ეს რა არის-მეთქი, რაზეც ისინი იცინოდნენ.
I'd always wonder out loud to everybody what they were, and they'd laugh.
176264.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ერთ ზაფხულს უნივერმაღში ვმუშაობდი, ვათვალიერებდი „ვოგს“, „ჰარპერს ბაზარს“ და სხვა ევროპულ ჟურნალებს, ერთი საოცარი კაცის, მისტერ ვოლმერის დაკვეთით.
I had a job one summer in a department store looking through "Vogues" and "Harper's Bazaars" and European fashion magazines for a wonderful man named Mr. Vollmer.
176265.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
საათში ორმოცდაათ ცენტამდე მიხდიდნენ, მოვალეობას კი „იდეების“ პოვნა წარმოადგენდა.
I got something like fifty cents an hour and my job was to look for "ideas."
176266.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
არ მახსოვს, რამე იდეა მეპოვა ან გამჩენოდა.
I don't remember ever finding an idea or getting one.
176267.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
თუმცა მე თვითონ არასდროს მიფიქრია იქ გამგზავრებაზე.
I wasn't really thinking about ever going there myself, though.
176268.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მაგრამ თვრამეტი წლის რომ გავხდი, მეგობარმა „კროგერის“ ნაჭრის ჩანთაში ჩამტენა და ნიუ-იორკში წამიყვანა.
But when I was eighteen a friend stuffed me into a "Kroger's" shopping bag and took me to New York.
176269.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
რაღაც ეტაპზე ჩვიდმეტ ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი სარდაფის ბინაში, 103-ე ქუჩასა და მანჰეტენ ავენიუს შორის, და არც ერთს იმ ჩვიდმეტიდან არასდროს გაუზიარებია ჩემთვის რეალური პრობლემა.
At one point I lived with seventeen different people in a basement apartment on 103rd Street and Manhattan Avenue, and not one person out of the seventeen ever shared a real problem with me.
176270.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
თანაც, ყველანი შემოქმედებითი ბავშვები იყვნენ, არტ კომუნას წააგავდა იქაურობა, ამიტომ მგონია, უამრავი პრობლემა ექნებოდათ, თუმცა მათ შესახებ მე არაფერი მომისმენია.
They were all creative kids, too, it was more or less an Art Commune, so I know they must have had lots of problems, but I never heard about any of them.
176271.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სამზარეულოში ხშირად ჩხუბობდნენ იმის გამო, ვინ რომელი ნაჭერი იყიდა სალიამისა.
There were fights in the kitchen a lot over who had bought which slice of salami.
176272.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
იმ დროს მრავალი საათი მიწევდა მუშაობა, და როგორც ახლა ვხვდები, არც მექნებოდა დრო, მათი პრობლემები მომესმინა, რომც მოსურვებოდათ, თუმცა მაინც გარიყულად ვგრძნობდი თავს.
I worked very long hours in those days, so I guess I wouldn't have had time to listen to any of their problems even if they had told me any, but I still felt left out.
176273.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ასეთი იყო ჩემი ცხოვრება 50-იანებში: მისალოცი ბარათები, აკვარელი და დროდადრო პოეტური საღამოები ყავახანაში.
That was my life in the 50s: greeting cards and watercolors and now and then a coffeehouse poetry reading.
176274.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
იმ დღეებიდან, გარდა გრძელი სამუშაო საათებისა, მხოლოდ ტარაკნები მახსოვს.
The things I remember most about those days, aside from the long hours I spent working, are the cockroaches.
176275.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
არასდროს დამავიწყდება, როგორ დამცირებულად ვიგრძენი თავი, როცა „ჰარპერს ბაზარში“ მივიტანე პორტფელი, კარმენ სნოუს ოფისში, და როცა გავხსენი, იქიდან ტარაკანა ამოძვრა და მაგიდის ფეხზე გადაღოღდა.
I'll never forget the humiliation of bringing my portfolio up to Carmel Snow's office at Harper's Bazaar and unzipping it only to have a roach crawl out and down the leg of the table.
176276.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ისე შევებრალე, რომ სამსახურში ამიყვანა.
She felt so sorry for me that she gave me a job.
176277.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
დღემდე, ყოველ ღამით, როცა ნიუ-იორკის ქუჩებში გავდივარ, ვიღაცას ვხვდები, ვისთან ერთადაც ვიცხოვრე, ის კი თავს ასე აცნობს ჩემთან ერთად მყოფ ადამიანს: "მე ენდისთან ერთად ვცხოვრობდი".
To this day almost every night I go out in New York I run into somebody I used to room with who invariably explains to my date: "I used to live with Andy."
176278.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ახლა ისინი, ვისაც წარმოვუდგენივარ 60-იანი წლების წვეულებებზე მოსიარულედ, სადაც სულ ცოტა ექვსკაციანი ამალით მაინც გამოვცხადდებოდი ხოლმე, გაიკვირვებენ, თავის თავს მარტოხელას როგორ უწოდებსო, ამიტომ ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რას ვგულისხმობ და რატომ ვარ მართალი.
Now, people who imagine me as the 60s media partygoer who traditionally arrived at parties with a minimum six-person "retinue" may wonder how I dare to call myself a "loner," so let me explain how I really mean that and why it's true.
176279.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როცა თავს ყველაზე სოციალურად მივიჩნევდი და გულითადი მეგობრების ძიებაში ვიყავი.
At the times in my life when I was feeling the most gregarious and looking for bosom friendships.
176280.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ყველაზე მარტოსულად თავს სწორედ მაშინ ვგრძნობდი, როცა საერთოდ არ მინდოდა მარტოობა.
Exactly when I was alone was when I felt the most like not being alone.