მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176321.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ვერ გაარჩევდი, რომელი პრობლემა იყო რეალური და რომელი ჩანაწერისთვის გაზვიადებული.
You couldn't tell which problems were real and which problems were exaggerated for the tape.
176322.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მეტსაც გეტყვით, იმათ, ვინც პრობლემებს მიზიარებდა, თავადაც ვერ გადაეწყვიტათ, მართლა რამე პრობლემა აწუხებდათ თუ მხოლოდ და მხოლოდ თამაშობდნენ.
Better yet, the people telling you the problems couldn't decide any more if they were really having the problems or if they were just performing.
176323.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
არც ის მგონია, რომ დღემდე გაეხსენებინოს ვინმეს.
And I don't think they've ever remembered.
176324.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ვფიქრობ, თუ ერთხელ მაინც სხვა კუთხით შეხედავ ემოციებს, ისინი რეალურად აღარასდროს მოგეჩვენება.
I think that once you see emotions from a certain angle you can never think of them as real again.
176325.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მეც დაახლოებით ასე დამემართა.
That's what more or less has happened to me.
176326.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ოდესმე მქონდა თუ არა სიყვარულის უნარი, თუმცა 60-იანი წლების შემდეგ „სიყვარულის“ ენაზე აღარასდროს მიფიქრია.
I don't really know if I was ever capable of love, but after the 60s I never thought in terms of "love" again.
176327.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
თუმცა, მოხიბლული რამდენჯერმე ვიყავი ზოგიერთი ადამიანით.
However, I became fascinated by certain people.
176328.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
60-იან წლებში ერთმა ვინმემ იმაზე მეტად მომნუსხა, ვიდრე სხვებმა.
One person in the 60s fascinated me more than anybody I had ever known.
176329.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
და ეგ აღტაცება, მაშინ რომ განვიცადე, ალბათ ძალიან ჰგავდა სიყვარულს.
And the fascination I experienced was probably very close to a certain kind of love.
176330.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ე: ხომ არ გავისეირნოთ?
A: Should we walk?
176331.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ტაქსი ჩარლზტონიდან იყო, სამხრეთ კაროლინადან – თავგზააბნეული, ლამაზი დებიუტანტი, რომელმაც ოჯახთან ურთიერთობა გაწყვიტა და ნიუ-იორკში ჩამოვიდა.
Taxi was from Charleston, South Carolina—a confused, beautiful debutante who'd split with her family and come to New York.
176332.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ტაქსის შეეძლო ყოფილიყო ნებისმიერი ვინმე, ვისაც მოისურვებდი – პატარა გოგონა, ქალი, ინტელიგენტი, სულელი, მდიდარი, გაღატაკებული.
Taxi could be anything you wanted her to be—a little girl, a woman, intelligent, dumb, rich, poor.
176333.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ის განსაცვიფრებელი, ლამაზი სიცარიელე იყო.
She was a wonderful, beautiful blank.
176334.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
გარდა ამისა, გამოუსწორებელი მატყუარა იყო.
She was also a compulsive liar.
176335.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
თან როგორღაც ყოველთვის ახერხებდა დაერწმუნებინე – სწორედ ასე იღებდა იმას, რაც კი მოესურვებოდა.
She could somehow always make you believe her—that's how she got what she wanted.
176336.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ტაქსიმ გამოიგონა მინი ქვედაბოლო.
Taxi invented the mini-skirt.
176337.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ჩარლზტონში მცხოვრები ოჯახისთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უფულოდაც შეძლებდა ცხოვრებას, ამიტომ წავიდოდა ხოლმე ქვემო ისტ საიდზე, შეიძენდა უიაფეს ტანსაცმელს, რომელიც, როგორც წესი, ბავშვის ქვედაბოლოები აღმოჩნდებოდა.
She was trying to prove to her family back in Charleston that she could live on nothing, so she would go to the Lower East Side and buy the cheapest clothes, which happen to be little girls' skirts,
176338.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ინოვატორი იყო პირადი საჭიროებიდან გამომდინარეც, თან თავშესაქცევადაც და მოდის ცნობილი ჟურნალები მაშინვე აიტაცებდნენ ხოლმე მის ჩაცმულობას.
She was an innovator out of necessity as well as fun and the big fashion magazines picked up on her look right away.
176339.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო, რომელიც ტელევიქტორინებში სამზარეულო მოწყობილობების რეკლამირებით გამდიდრდა.
We were introduced by a mutual friend who had just made a fortune promoting a new concept in kitchen appliances on television quiz shows.
176340.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ ისეთი ავადმყოფი!
So beautiful but so sick!